იტვირთება

ვიდეოს აღწერა

მოცემული მაქვს რიცხვი 163. ეს იგივეა, რაც ერთ ასეულს დამატებული ექვსი ათეული და დამატებული სამი ერთეული. ერთეულებისთვის ლურჯ ფანქარს ვიყენებ, ამიტომ ლურჯით დავწერ. აი, აქ დავხატე 163 კვადრატი. ეს არის ერთი ასეული, ეს - ექვსი ათეული: 1, 2, 3, 4, 5, 6. და სამი ერთეული. 163 არის იგივე, რაც ერთ ასეულს დამატებული ექვსი ათეული და დამატებული სამი ერთეული. და თუ გინდათ წარმოიდგინოთ, თუ როგორ გამოიყურება ეს რიცხვი, ეს არის 163 ნივთი. ხომ ხედავთ, ერთ ასეულს, ექვს ათეულს და სამ ერთეულს. ახლა კი მინდა 163-ს დავუმატო 324. 324-ს თუ შევხედავთ, ათეულების ადგილას არის 300. ათეული გვაქვს ორი, ანუ დამატებული ორი ათეული და დამატებული ოთხი ერთეული. აქ ვხედავთ, რომ ხატია 324 კვადრატი გვაქვს სამი ასეული - ერთი, ორი, სამი, ორი ათეული - ერთი, ორი, და ოთხი ერთეული. ანუ ეს რიცხვი, 324, არის სამი ასეული, ორი ათეული და ოთხი ერთეული. და თუ გინდა წარმოიდგინო, რამდენი უჯრედი იქნება ეს, აი, ამდენი. ეს უჯრები დაჯგუფებულია სამ ასეულების ჯგუფად, ეს ჯამში არის სამასი ათეულების ორ ჯგუფად და კიდევ გვაქვს ოთხი ერთეული. მოდით, ახლა დავუმატოთ ეს რიცხვები ერთმანეთს. ჯერ შევხედოთ ერთეულების ადგილს. აქ გვაქვს სამ ერთეულს დამატებული ოთხი ერთეული, რაც იქნება, მოდი, ლურჯად დავწერ, ეს იქნება შვიდი. სამ ერთეულს დამატებული ოთხი ერთეული არის შვიდი ერთეული. ერთეულების ადგილას დაწერილი შვიდი არის შვიდი ერთეული. და აი, აქაც, სამ ერთეულს დამატებული ოთხი ერთეული არის შვიდი ერთეული. აქ კი გვაქვს ექვსი ათეული და ორი ათეული, თუ შევკრებთ, გვექნება რვა ათეული. თუ მაქვს ექვსი ათეული და ორი ათეული, ეს ექვსი და ორი არის ათეულების ადგილას. ექვსი არის ექვსი ათეული, ეს ორიანი არის ორი ათეული. ექვს ათეულს დამათებული ორი ათეული არის რვა ათეული. აი, აქაც იმავეს ვხედავთ. ბოლოს, გვაქვს ერთი ასეული და კიდევ სამი ასეული, სულ გვექნება ოთხი ასეული. აქაც, გვაქვ ერთი, ორი, სამი, ოთხი ასეული. შემოვხაზავ ამ ყველაფერს. 100-ს დამატებული 300 არის 400. 163-ს დამატებული 324 არის 487. ოთხი ასეული, რვა ათეული და შვიდი ერთეული.