If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სამნიშნა რიცხვების მიმატება (დაჯგუფების გარეშე)

სალი შეკრებს 327 + 251 თანრიგების გათვალისწინებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

როგორც ხედავთ, აქ არის ორი რიცხვი, რომელთა შეკრება მინდა. 327. 327 არის სამი ასეული, დავწეროთ სათითაოდ, მოდით. სამი ასეული, აი, როგორც ხედავთ, თითოეული, ეს, ასეულს წარმოადგენს. და სულ სამი ცალია. აი, ეს ერთი ასეული. აი ეს დიდი კვადრატი, პატარა ბადესავით რომ არის. ეს მეორე და მესამე. შემდეგ, გვაქვს ორი ათეული. 327-ში არის ორი ათეული. აი, ესეც ათეულები. და ბოლოს, შვიდი ერთეული. შვიდი ერთეული თავის ფერით დავწეროთ ესეც. გვაქვს შვიდი ერთეული. ესეც ერთეულები. ეს არის 327. გამოსახული ვიზუალურად. სამი ასეული, ორი ათეული და შვიდი ერთეული. კარგი, ახლა 251. ამას ვუმატებთ 251-ს. გვაქვს 251-ში ორი ასეული. აი, ეს არის ორი ასეული. დავწეროთ. თითოეული ეს კვადრატი წარმოადგენს ასეულს. შემდეგ, ხუთი ათეული. ხუთი ათეული. აი, აქ გვაქვს ხუთი ათეული. დავწეროთ თავის ფერით ესეც. ხუთი ათეული. ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი. ხუთი ათეული. და ერთი ერთეული. ერთი ერთეული. ამასაც მივაწეროთ ერთეული. ეს არის ერთი. კარგი, მოდით შევკრიბოთ, ესე იგი. მოდით, ჯერ დააპაუზეთ ვიდეო და თქვენ თვითონ სცადეთ ამ რიცხვების შეკრება. და შემდეგ ერთად გავაკეთოთ. კარგი, ახლა შევუდგეთ და ერთად გავაკეთოთ. იმედია, თქვენ თვითონ სცადეთ. ჯერ შევკრიბოთ ერთეულები. ანუ, შვიდ ერთეულს ვუმატებთ ერთ ერთეულს. რისი ტოლი იქნება ეს? შვიდს დამატებული ერთი იქნება რვის ტოლი. ესე იგი, შვიდ ერთეულს პლიუს ერთი ერთეული არის რვა ერთეული. აქ მივიღებთ რვიანს ერთეულების ადგილას. შემდეგ განვაგრძოთ, ორ ათეულს ვუმატებთ ხუთ ათეულს. ორს დამატებული ხუთი არის შვიდი. ესე იგი, გვექნება შვიდი ცალი ათეული. ანუ, შვიდი ათეული არის აქ დასაწერი. შვიდი ათეული. კარგი, და დაგვრჩა ახლა ასეულები. ასეულები გვაქვს სამი და ორი. სამი და ორი. სამს პლიუს ორი არის ხუთი. ესე იგი, სულ გვქონია ხუთი ასეული. და მაშინ გამოდის, რომ პასუხში გვექნება ხუთი ასეული. ანუ, პასუხი ყოფილა 578. 327-ს პლიუს 251 უდრის 578-ს. ხუთი ასეული, შვიდი ათეული და რვა ერთეული. (სუბტიტრები შექმნილია დიმიტრი მაისურაძის დახმარებით)