If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეშვიდე კლასი > თემა 3

გაკვეთილი 4: ამოცანები რაციონალურ რიცხვებზე

ამოცანები რაციონალურ რიცხვებზე: კომპიუტერები

ამ ამოცანაში ჩვენ ვადარებთ ორი ობიექტის წონას მთელი რიცხვების პროპორციის გამოყენები. ჩვენ წილადის გამარტივებაშიც ვივარჯიშებთ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

1944 წელს კომპიუტერი 4500 კილოგრამს იწონიდა. თანამედროვე ლეპტოპი კი 2.7 კილოგრამს იწონის. რისი ტოლი იქნება 1944 წლის კომპიუტერების წონის შეფარდება თანამედროვე ლეპტოპის წონასთან? პასუხი ორი მთელი რიცხვის შეფარდებით გამოსახეთ. 1944 წლის კომპიუტერების წონის, ანუ, 4500 კილოგრამის, თანამედროვე ლეპტოპის წონასთან, ანუ, 2.7 კილოგრამთან შეფარდება. აი, ეს არის შეფარდება, მაგრამ ორი მთელი რიცხვის შეფარდებით არ გამოგვისახავს. 4500 მთელი რიცხვია, მაგრამ 2.7 არ არის. 2.7-ის მთელ რიცხვად გადაქცევის მარტივი გზაა ათწილადის წერტილის გადატანა ერთით მარჯვნივ. ან უბრალოდ მისი 10-ზე გამრავლება. თუ 10-ზე გავამრავლეთ, მაგრამ მრიცხველის 10-ზე გამრავლება წილადის მნიშვნელობას შეცვლის. იმისთვს, რომ მნიშვნელობა არ შეიცვალოს, მრიცხველი და მნიშვნელი 10-ზე უნდა გავამრავლოთ ეს იგივეა, რაც წილადის 10/10-ზე გამრავლება, რაც ერთის ტოლია, და მნიშვნელობას არ ცვლის. რა მივიღეთ? მრიცხველში 4500 გამრავლებული 10-ზე არის 45000. მძიმის აქ დასმა ამარტივებს წაკითხვას, და მნიშვნელში, ზოგადად რის გამოც გავამრავლეთ 10-ზე, იქნება 2.7-ჯერ 10, ანუ, 27. ახლა გამოვსახეთ შეფარდება, ან გამოვსახეთ ორი მთელი რიცხვის შეფარდება. ყველაფერი სწორია, მაგრამ შეგვიძლია გამარტივება. შეხედეთ, 45-ს გავს, 45000 იყოფა 45-ზე, რომელიც იყოფა ცხრაზე და 27-იც იყოფა ცხრაზე. ამიტომ, გავყოთ მრიცხველიც და მნიშვნელიც ცხრაზე. და მივიღებთ 45 გაყოფილი ცხრაზე არის ხუთი. ანუ, 45000 გაყოფილი ცხრაზე არის 5000. ესე იგი, მივიღებთ 5000-ს. 5000 შეფარდებული 27 გაყოფილი ცხრაზე, ანუ, სამზე. მგონი, გავამარტივეთ სადამდეც შეიძლებოდა.