If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეშვიდე კლასი > თემა 3

გაკვეთილი 4: ამოცანები რაციონალურ რიცხვებზე

ამოცანები რაციონალურ რიცხვებზე: ყინული

ამოცანები გვაიძულებენ, ცნებები გამოვიყენოთ რეალურ სამყაროსთან მიმართებაში. ამ მაგალითში განსაზღვრეთ გაყინული წყლის მოცულობა და გამოსახეთ პასუხი წილადის სახით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

უმეტესობა სითხეებისა გაციებისას იკუმშება, მცირდება. წყალი კი პირიქით, გაყინვისას ფართოვდება. მისი მოცულობა დაახლოებით ცხრა პროცენტით იზრდება. წარმოიდგინეთ, გაქვთ 1/3 გალონი წყალი, რომელიც იყინება. რა მოცულობის წყალს მივიღეთ? ვიწყებთ 1/3 გალონი წყლით. გვეუბნებიან, რომ გაყინვისას, როცა ყინულად იქცევა, მოცულობა ცხრა პროცენტით იზრდება. ახალი მოცულობა იქნება საწყისი მოცულობის, 1/3 გალონის, ცხრა პროცენტით გაზრდილი მოცულობა. ანუ, გაყინულის მოცულობა იქნება საწყის მოცულობას დამატბული მისი ცხრა პროცენტი. შეგვიძლია, ვთქვათ ცხრა პროცენტი გამრავლებული 1/3-ზე. ანუ, აი, ეს იქნება გაფართოებულის მოცულობა. ბევრი გზა არსებობს ამოსახსნელად. შეგვიძლია, ათწილადებად ვაქციოთ ან რამე სხვად. მაგრამ გვეუბნებიან, პასუხი წილადებით გამოსახეთო. მოდით, დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი წილადებში გვაქვს. და შემდეგ ვცადოთ გამარტივება. ეს, აქ რომ წერია, არ არის წილადი, ეს ცხრა პროცენტია. რას წარმოადგენს ცხრა პროცენტი? ცხრა პროცენტი ნიშნავს ცხრა შეფარდებული 100-ზე. ამიტომ, შეგვიძლია, გადავწეროთ, როგორც-- იქნება 1/3-ს პლუს, ცხრა პროცენტის მაგივრად, დავწერ 9/100-ს და შემდეგ გამრავლებული 1/3-ზე. გავამარტივოთ აი, ეს გამოსახულება. გვაქვს ცხრა მრიცხველში და სამი მნიშვნელში. თუ გავყოფთ ორივეს სამზე, მივიღებთ სამს და ერთს. დაგვრჩება 1/3-ს დამატებული 3/100-ჯერ 1/1. ანუ, 3/100. ესე იგი, ტოლია 1/3-ს პლუს-- ისევ სტაფილოსფრით დავწერ ან ახალ ფერს ავიღებ-- დამატებული 3/100. ახლა უნდა შევკრიბოთ. შევკრიბოთ სხვადასხვა მნიშვნელის მქონე ორი წილადი. მოვძებნოთ საერთო მნიშვნელი. ეს იქნება სამისა და 100-ის უმცირესი საერთო ჯერადი. საერთო გამყოფები არ აქვთ. ანუ, სამისა და 100-ის უმცირესი საერთო ჯერადი 300-ია. ესე იგი, იქნება რაღაც შეფარდებული 300-ზე დამატებული რაღაც შეფარდებული 300-ზე. მნიშვნელში სამიდან 300-ის მისაღებად 100-ზე გაამრავლეთ. ამიტომ, მრიცხველიც 100-ზე უნდა გავამრავლოთ. 1/3 იქნება 100/300. და 100-დან 300-ის მისაღებად მნიშვნელი გავამრავლეთ სამზე. ამიტომ, მრიცხველიც უნდა გავამრავლოთ სამზე. ანუ, 3/100 იქნება 9/300. მზად ვართ შეჯამებისთვის. 100-ს დამატებული ცხრა მესამასედი, მივიღებთ 109/300-ს. მაშასადამე, ეს იქნება წილადებით გამოსახული ახლანდელი მოცულობა