If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეშვიდე კლასი > თემა 3

გაკვეთილი 4: ამოცანები რაციონალურ რიცხვებზე

ამოცანები რაციონალურ რიცხვებზე: სკოლის ანგარიში

პირველ რიგში ვიზუალურად გამოსახეთ სიტყვიერი ამოცანა, შემდეგ გამოიყენეთ გაყოფა და ათწილადების და წილადების გამრავლება, რომ მიხვიდეთ პასუხამდე. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჯოელი მუშაობს სკოლის მოსწავლეთა წარმატების ტაბელზე Word-ში. მას სურს 13.09 სანტიმეტრის სიგანის ფიგურის მოთავსება გვერდის ცენტრში. ფურცლის სიგანე 21.59 სანტიმეტრია. რა სიგანის მინდორი უნდა დატოვოს მარცხნივ, რომ ეს ფიგურა იყოს ცნეტრში? მოდით, ვიზუალურად გამოვსახოთ, რა ხდება. გვაქვს გვერდი, რომელიც არის 21.59 სანტიმეტრი სიგანის ანუ, ეს მანძლი 21.59 სმ-ია. სწორედ ეს არის ჩვენი გვერდი. მოდით, დავხატავ რეალურ გვერდს. თეთრად დავხატავ, რადგან ფურცელი თეთრია. ანუ, ეს არის მისი გვერდი. 21.59 სანტიმეტრია სიგანეში. აი, ასე. ცოტათი უჩვეული განზომილებაა ქაღალდის ფურცლისთვის, მაგრამ არაუშავს. მას სურს ფიგურის მოთავსება. გვერდის ცენტრში ეს 13.09 სმ. სიგანისაა. ანუ, ფიგურა-- ჟოლოსფერში დავხატავ. ეს არაა ჟოლოსფერი-- ფიგურა 13.09 სანტიმეტრია. ანუ, ვთქვათ, რომ ესაა ფიგურა. ეს ის ფიგურაა, რომლის მოთავსებაც სურს გვერდის ცენტრში. ანუ, ეს არის 13.09 სანტიმეტრი. კითხვა ასეთია: "რა სიგანის მინდორი უნდა დატოვოს მარცხნივ, რომ ფიგურა იყოს ცენტრში?" ანუ, გვეკითხებიან: "რას უნდა უდრისდეს ეს მანძილი, რომ ფიგურა ცენტრში მოთავსდეს?" და მთავარი არის ის, რომ თუ ფიგურა ცენტრშია ეს მანძილი იქნება იგივე, რაც ეს მანძილი-- ანუ, ფიგურა არის სწორედ აქ, შუაში. ეს რაც არ უნდა იყოს, მაინც იგივეა, რაც ეს. ერთი გზა ამის გასაკეთბლად -- შეგვიძლია, ვთქვათ, კარგი, ავიღოთ 13.09 სმ 21.59 სმ-დან. ამას თუ გავაკეთებთ, გვეცოდინება, რამხელა სივრცე დაგვრჩება, ანუ, რას უდრის ამის და ამის ჯამი. და შემდეგ ამ სივრცეს გავყოფთ ორზე. ამის ნახევარი მარჯვნივ და მეორე ნახევარი მარცხენა მხარეს იქნება. ვნახოთ, რამხელაა მარცხენა და მარჯვენა მინდვრები ერთად. და ეს მხოლოდ 21.59 სანტიმეტრია-- ეს იქნება 21.59 სმ მინუს 13.09 სმ. და ეს მივიღეთ-- ვნახოთ. ეს იქნება 8.50 სანტიმეტრი-- რაც მინდვრების ჯამია. და არა მხოლოდ მარცხენა ან მარჯვენა. ეს-- მარცხენა პლუს მარჯვენა მინდორია-- და არის 8.50 სმ. ამ მანძილს პლუს ეს მანძილი. ახლა, გვინდა გავიგოთ, მარცხენა მინდვრის სიგანე-- რომ ეს ცენტრში მოექცეს-- გვინდა ამის ზუსტად გაყოფა მარცხენა და მარჯვენა საზღვრებსთვის. ანუ, გვინდა ამის ორზე გაყოფა. 18.50 გაყოფილი ორზე-- (ან გამრავლებული 1/2-ზე, მგონი ეს უფრი ცხადია). ანუ, ვამრავლებთ 1/2-ზე. დაგვრჩა 8.50-ის ნახევარ, რაც უდრის 4.25 სმ-ს. თუ გვინდა, რომ ეს ცენტრში იყოს, მაშინ ეს 4.25 სმ იქნება. და, რა თქმა უნდა, ესეც 4.25 სმ იქნება. და ხედავთ, რომ 4.25-სა და 4.25-ს ჯამი 8.50 სმ-ია. და როცა 13.09-ს უმატებთ, იღებთ გვერდის მთლიან სიგანეს. ანუ, რა სიგანის უნდა იყოს მარცხენა მინდორი? 4.25 სანტიმეტრი.