If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეოთხე კლასი > თემა 3

გაკვეთილი 13: წილადები მნიშველით 10 და 100

მეათედებისა და მეასედების გარდაქმნა ვიზუალურად

სალი 8/10-ს ჩაწერს მნიშვნელით 100.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში შევეცდები, დავწერო წიალდი რვა მეათედი, როგორც რაღაც რიცხვი შეფარდებული 100-თან. აქ შემიძლია კითხვის ნიშანი დავსვა, ან ვარსკვლავი. ვარსკვლავი შეფარდებული 100-თან და მინდა გავიგო, რას უდრი ვარსკვლავი. რა რიცხვი შეფარდებული ასთან არის იგივე, რაც რვა შეფარდებული ათთან? გირჩევთ, დააპაუზოთ ვიდეო და დაფიქრდეთ. დასახმარებლად, შევქმენი დიაგრამა, უფრო სწორად, ორი დიაგრამა. იმისთვის, რომ დავინახოთ, როგორ გამოიყურება რვა მეათედი აქ კი მაქვს იგივე მთელი, მაგრამ მეათედებად დაყოფის ნაცვლად, დავყავი მეასედებად, დავყავი 100 ტოლ ნაწილად. უნდა გავარკვიოთ, ამ ასი ტოლი დანაყოფიდან რამდენია ათიდან რვის ეკვივალენტური. მოდით, დავფიქრდეთ ამაზე. კიდევ ერთხელ ვთქვათ: აქ გვაქვს 10 ტოლი დანაყოფი და გაფერადებულია მათგან რვა. მოდით, გადავნომრავ: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ეს დიაგრამა გამოხატავს რვა მეათედს. გვაქვს 10 ტოლი დანაყოფი და გაფერადებულია რვა მათგანი. რა უნდა გავაკეთო, თუ მეასედებზე ვსაუბრობ? აქ იგივე მთელი გვაქვს, და თუ მინდა, მთელის იგივე ოდენობა ავავსო, ფუნჯს ავიღებ, ერთი მეათედის ეკვივალენტური იქნება 10 მეასედი, ეს არის 10 მეასედი, შემდეგ ორი მეათედი. ყოველ ჯერზე, როცა ერთ მეათედს ვაფერადებ, ეს იგივე 10 მეასედია. მოდით, ამას დავწერ, საინტერესოა. ერთი მეათედი ტოლია 10 მეასედის. ყოველ ჯერზე, როცა ერთ მეათედს ვაფერადებ, ეს 10 მეასედის ეკვივალენტურია, ანუ ასი ტოლი დანაყოფიდან ათის ეკვივალენტურია. როგორ შევავსოთ რვა მეათედი? რვა მეათედის ეკვივალენტური იქნება რვაჯერ 10 მეასედი, ანუ 80 მეასედი. დიაგრამაზეც ვნახოთ. უკვე გავაკეთეთ 10 მეასედი, 20 მეასედი, ეს იქნება 30 მეასედი, 40 მეასედი, 50 მეასედი, 60 მეასედი, 70 მეასედი, და 80 მეასედი. შეხედეთ, იგივე ოდენობა გავაფერადე... მოდით, კარგად შევავსებ, უკეთ რომ გამოჩნდეს ორივე მთელის ერთნაირი ოდენობა გავაფერადე მაგრამ, რამდენი კვადრატი შევავსე აქ? ისევ კალამს დავაბრუნებ... შევავსე 100-დან 80 კვადრატი, მაშინ, როცა აქ შევავსე ათიდან რვა ტოლი მართკუთხედი. ორივეს აქვს ერთნაირი ფართობი, ორივე მთელის ტოლი ნაწილია. ესე იგი, რვა შეფარდებული ათთან არის 80 შეფარდებული ასთან. როგორც ხედავთ, ზუსტად იგივეა, უბრალოდ, მარჯვნივ 10-ჯერ მეტი დანაყოფი გავაფერადეთ. ამას მათემატიკურადაც დაინახავთ. თუ 10-ჯერ მეტ ნაწილად დავყავით, ანუ თუ მნიშვნელი გავამრავლეთ ათზე, ათიდან 100 რომ მიგვეღო, ეს ნიშნავს, რომ ამ რვა დანაყოფიდან თითოეული წარმოადგენს ათჯერ მეტ დანაყოფს მეორე დიაგრამაში. ანუ რვა წარმოადგენს 10-ჯერ მეტ მეასედს. რვაჯერ 10 არის 80, 10-ჯერ 10 არის 100. რვა მეათედი იგივეა, რაც 80 მეასედი. ზოგადად, თუ გინდაც, გადააკეთოთ წილადი ისე, რომ არ შეცვალოთ მისი მნიშვნელობა, თუ მრიცხველსაც და მნიშვნელსაც ერთსა და იმავე რიცხვზე გაამრავლებთ, წილადი მნიშვნელობა არ შეიცვლება. იგივე შეშმარიტია, თუ მრიცხველსა და მნიშვნელს გაყოფთ ერთსა და იმავე რიცხვზე. ესეც არ შეცვლის წილადის მნიშვნელობას. ამ შემთხვევაში, მრიცხველი და მნიშვნელი გავამრავლთ 10-ზე და ხედავთ, რატომაც მოვიქეცით ასე.