If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეოთხე კლასი > თემა 3

გაკვეთილი 13: წილადები მნიშველით 10 და 100

წილადების შეკრება (მნიშვნელები 10 და 100)

სალი შეკრებს 3/10+7/100-ს საერთო მნიშვნელის პოვნის საშუალებით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

შევკრიბოთ 3/10 და 7/100. გირჩევთ, თავად სცადოთ ამ წილადების შეკრება სანამ აგიხსნით და მოგცემთ მინიშნებას. ახლა ძნელია ამ წილადების შეკრება. ვაჯამებთ 3/10-ს და 7/100-ს. ვაჯამებთ ორ სხვადასხვა წილადს, სხვადასხვა მნიშვნელებით. გირჩევთ, 3/10 ჩაწეროთ ისე, რომ მნიშვნელი გახდეს 100. ანუ, რიცხვის მეასედის სახით. ამის შემდეგ სცადეთ შეჯამება დარწმუნებული ვარ, რომ შეეცადეთ. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ჩავწეროთ 3/10, შევეცდები, თვალსაჩინო გავხადო. ის, რაც დავხაზე აღვიქვათ ერთ მთელად. ესეც ერთი მთელია. და ეს მთელი გაყოფილია მეათედებად-- 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. მაშ, როგორ გამოიყურება 3/10? ეს იქნება ერთი, ორი და სამი მეათედები. რა მოხდება, თუ თითოეულ მეათედს კიდევ 10-ზე გავყოფთ? ანუ, იღებ ყოველ მეათედს და ყოფ 10-ზე. გვაქვს 10 დანაყოფი და თითოეულში 10 ქვედანაყოფი. ესე იგი, მივიღებთ მეასედებს. და დანაყოფი უკვე მეასედს არნიშნავს. მაშ 10-- მოდით, ასე დავწერ. 10-ჯერ 10. და მიღებული მეასედები. 3/10 რომელი რიცხვის მეასედის ექვივალენტი იქნება? ყოველი მეათედი გახდება 10. ანუ, იქნება 10, 20, და-- მოდით უკეთესად გავაფერადებ. ესე იგი, ეს არის 10, 20 და 30 მეასედები. ანუ, აი, ეს ნაწილი ეს-- ავიღო შესაბამისი ინსტრუმენტი-- აი, ეს ნაწილი იქნება სამჯერ 10, რაც 30-ის ტოლია. 10-ჯერ 10 ტოლია 100-ის. აი, ასე ვაპირებთ შევცვალოთ მნიშვნელი. მეათედების მაგივრად მეასედებში მოვიფიქრებთ. ახლა მრიცხველი, 3/10 30 მეასედის ექვივალენტია ასე რომ, შეგვიძლია, ეს წილადი გადავწეროთ. მრიცხველი გავამრავლეთ 10-ზე, მნიშვნელიც გავამრავლეთ 10-ზე. რამაც არ შეცვალა წილადის მნიშვნელობა. ის კვლავ იგივეს წარმოადგენს-- კვლავ ერთი მთელის 3/10-ს აღნიშნავს. ამიტომ, როცა მორჩები-- ეს წილადი 30/100-ად შეგიძლია ჩაწერო. სამი მეათედი არის 30 მეასედის ექვივალენტი. და მას ვუმატებთ 7/100-ს. სამ მეათედს, რაც იგივე 30 მეასედია, ვუმატებთ შვიდ მეასედს, ანუ, 30-ს პლუს შვიდი მეასედი. ან შეგვიძლია, ვთქვათ 37 მეასედი. ეს დამატებითი შვიდი-- ალბათ გავაკეთებ-- იმავე ფერში-- ეს დამატებითი შვიდი-- სხვა ფერში გავაფერადებ. შვიდი მეასედი, რომელსაც ვამატებთ იქნება ერთი, ორივე-- მოდით უკეთ დავხატავ. მაშ ასე 1,2, და ასე 7-ის ჩათვლით. ვნახოთ, 1,2,3 და შვიდი მეასედი არის აი, აქ. დავუბრუნდები ჩემს კალამს. მაშ, აი, ეს არის შვიდი ასიდან. ესე იგი, 30/100-ს დამატებული 7/100 არის 37/100.