ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:36

ვიდეოს აღწერა

მინდა გამოვიანგარიშო რას უდრის 53-ს მიმატებული 17. და ამის გაკეთებას ვაპირებ 53-ის დაშლითა და რიცხვების გადაადგილებით. ახლავე გაიგებთ, რას ვგულისხმობ. 53-ს მიმატებული 17 იგივე იქნება, რაც... ჯერ დავყოთ 53 ათეულებად და ერთეულებად. ანუ 53-ს ჩავწერთ, როგორც 50–ს პლუს სამი. შეგვიძლია ფრჩხილებში ჩავსვათ, ვხსნით ფრჩილებს და ვხურავთ. ამით გამოვყოფთ, პირველად რომელი მოქმედება უნდა შესრულდეს. პირველად შემიძლია 50-ს მივუმატო სამი და შემდეგ 17 მაგრამ ჩვენ გვსურს გავიგოთ, რატომ დავშალეთ 53. შეგვიძლია გადავწეროთ 50-ს მიმატებული სამს მიმატებული 17 და პირველად შევკრიბოთ სამი და 17 პირველ შემთხვევაში 50-ს და სამს ვკრებთ რაც ფრჩხილებშია აქ კი თავდაპირველად 17-ს და სამს ვკრებთ, რაც უბრალოდ შეკრების წესებში ჯდება. შემიძლია, გადავანაცვლო შესაკრებთა თანმიმდევრობა და რისი ტოლი იქნება ეს? აქ გვაქვს 50 რამდენი იქნება 17-ს მიმატებული სამი? სამს მიმატებული შვიდი არის 10, ანუ 20 50-ს მიმატებული 20 ეს რამდენი იქნება? ხუთ ათეულს მიმატებული ორი ათეული, რაც იქნება შვიდი ათეული, ანუ 70 მოდი, გავაკეთოთ სხვა მაგალითიც კიდევ ერთი ტიპი ამოცანის, რომელიც ხანის აკადემიაზე შეიძლება შეგხვდეთ. მოდი, გამოვთვალოთ 41-ს მიმატებული ცხრა დავშალოთ 41 41 იგივე იქნება, რაც 40-ს მიმატებული რა? 40-ს მიმატებული ერთი, რა თქმა უნდა და გვაქვს ცხრა ახლა კი ვცვლით შეკრების თანმიმდევრობას ფრჩხილებში გვაქვს 40-ისა და ერთის შეკრება და შემდეგ ვუმატებთ ცხრას, ეს იგივეა, რაც 40-ს მიმატებული ერთი და შემდეგ ცხრა თავდაპირველად ვკრებთ ერთსა და ცხრას რაც იქნება 10-ის ტოლი. ამ უჯრაში რასაც ვწერთ, ანაცვლებს ფრჩხილებში მოცემულ მიმატებას რაც მანამდე იყო. რამდენი იქნება 40-ს მიმატებული 10? ოთხ ათეულს მიმატებული ერთი ათეული, რაც იქნება ხუთი ათეული ანუ 50 და დავასრულეთ.