ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:16

ვიდეოს აღწერა

აირჩიეთ ნებისმიერი სტრატეგია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ 78-ისა და 9-ის შესაკრებად. მოდით, ვნახოთ. ყველა სწორი ვარიანტი აირჩიეთო, ანუ შეიძლება ორივე სწორი იყოს აქედან. მოდით, ჯერ დავწეროთ 78-ს პლუს 9 რას უდრის? 78-ს პლუს 9 არის 87. ეს არის ესე იგი, 87. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ ამათგან რომელიმე თუ უდრის 87-ს? პირველი არის 77-ს დამატებული 10. 77-ს დამატებული 10 არის მართლად 87. ესე იგი, პირველი ვარიანტი ვარგა. ახლა მეორე, შევკრიბოთ 7 და 8, და შემდეგ დავუმატოთ 9. 7-ს რომ 8 მივუმატოთ არის 15 და რომ დავუმატოთ 9 იქნება 24, რაც არ არის 87. ასე, რომ მეორე არაა სწორი. და ისეც, რომ დავკვირვებოდით, სამივე არის ძალიან მცირე რიცხვი და მათი ჯამი ნამდვილად ვერ მიაღწევდა 87-ს. ასე, რომ პირველი ვარიანტი სწორია, მეორე არ არის სწორი. შემდეგი, ისევ აირჩიეთ ნებისმიერი სტრატეგია რომ მივიღოთ 35-ს და 15-ს ჯამი. ვნახოთ, პირველი არის 35-ის და 5-ს ჯამი, და შემდეგ ამას დამატებული 10. მოდით, ჯერ ვნახოთ რას უდრის 35-ის და 15-ის ჯამი. 35-ს პლუს 15 არის რამდენი? 35-ს რომ 5 დავუმატოთ არის 40, რომ დავუმატოთ 10 არის 50. ესე იგი, ეს არის 50. ახლა აქეთ, თუ დავუკვირდებით, აქ ზუსტად ის სტრატეგია არის რაც მე ზეპირად გავაკეთე აქ, ანუ, 35-ს ჯერ 5 აქვს დამატებული და არის 40-ის ტოლი, და შემდეგ დამატებული აქვს 10, რაც არის 50-ის ტოლი. ესე იგი, ეს გამოსახულებაც უდრის 50-ს, ამიტომ ეს არის სწორი. მეორე გამოსახულება არის 30-ს პლუს 20. 30-ს პლუს ოციც არის 50-ის ტოლი, ამიტომ ესეც არის სწორი. ესე იგი, აქ ორივე აღმოჩნდა სწორი ვარიანტი, ორივე ჯამში გვაძლევს 50-ს, ანუ 35-ის და 15-ის ჯამს. მოდით ახლა ბოლო მაგალითი იყოს ეს. ისევ, გვინდა, რომ ავირჩიოთ ამ ორიდან ერთ-ერთი ან ორივე ან არცერთი. ვეძებთ, რომელიმეს რომელიც მოგვცემს 41-ისა და 52-ის ჯამის ტოლ სიდიდეს. მოდით ვნახოთ. 41-ს პლუს 52, 41-ს პლუს 52 ძალიან მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, 40-ს პლუს 50 არის 90, 1-ს პლუს 2 არის 3, ესე იგი, 93-ია. ახლა აქ ვნახოთ. შევკრობოთ 40 და 52, შემდეგ კი დავუმატოთ 1. 40-ს რომ დავუმატოთ 52 არის 92 და ამას პლუს 1 ნამდვილად მოგვცემს 93-ს, ეს არის 93. ესე იგი, ეს სწორია. 43-ს პლუს 50. ესე არის, ორმოცდა, უფრო სწორედ 93. ესე იგი, გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც ორივე ვარიანტი აღმოჩნდა სწორი.