მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:50

ვიდეოს აღწერა

ახლა მინდა გაჩვენოთ, როგორ შევკრიბოთ რიცხვები; ან, როგორ ვკრებ მე რიცხვებს როცა ამას გონებაში ვაკეთებ. დავუშვათ, მინდა მივუმატო 5–ს 68. ამის გაკეთების სხვა გზები უკვე ვიცით, ამ ვიდეოში მხოლოდ ერთ ხერხს გაჩვენებთ რომელიც გამოგადგებათ, როცა გონებაში მოგიწევთ შეკრება. როცა ვუყურებ ამ რიცხვს – 68–ს, პირველი, რასაც ვფიქრობ არის "ამას რომ მხოლოდ 2 დავუმატოთ იქნება 70" რატომაც არ დავშალო 5 3–ად და 2–ად? მერე 2–ს დავუმატებ 68–ს, და მხოლოდ 3 დამრჩება დასამატებელი. რას მომცემს ეს? თუ 5–ს დავშლი 3–ად და 2–ად და 3–ად და 2–ად ვშლი იმისთვსი, რომ ეს ორიანი მერე დავუმატო 68–ს; 5 იგივეა რაც 3–ს პლუს 2 და ეს 68–ს უნდა დავუმატო.. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შევამჩნიე, რა უნდა დავუმატოთ 68–ს რომ მივიღოთ 70? ამიტომ, ახლა მე შემიძლია ეს გადავწერო როგორც 2–ს პლუს 3 პლუს 68. ახლა შემიძლია დავუმატო 68–ს 2 68–ს პლუს 2 იქნება 70. და მე კიდევ მაქვს 3 70–ს დამატებული 3 არის 73. პასუხია 73. ახლა თქვენ შეიძლება მოგჩვენებოდათ, რომ ეს ძალიან გრძელი გზაა ამოხსნის; მაგრამ მე უბრალოდ გიხსნიდით,როგორ იფიქროთ; სინამდვილეში გონებაში თქვენ ითვლით ასე: 5–ს პლუს 68 68–ს დამატებული არის 70 5 აროს 2–ს პლუს 3 2 დავუმატე 68–ს, მივიღე 70 დამრჩა 3 დავუმატე 3, გამოვიდა 73. კიდევ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ რიცხვითი ღერძი ახლა დავხატოთ ეს რიცხვითი ღერძი გავაკეთოთ ამ რიცხვით ღერძზე გარკვეული აღნიშვნები. დავუშვათ, ეს დაყოფა აქ აღნიშნავს 68–ს და ეს იქნება 70 ჩვენ კი უნდა დავუმატოთ 5. თუ 5 უნდა დავუმატოთ, ვთქვათ, "ჯერ დავუმატებ 2–ს" თუ თავიდან 2–ს დავუმატებთ, მივიღებთ 70–ს. ანუ, ორის დამატებით, (რაც გავაკეთე წეღან) ჩვენ გადავინაცვლეთ 70–ზე. ახლა კი, რადგანაც სულ 5 უნდა დავუმატოთ, კიდევ 3 დაგვრჩა დასამატებელი. 70–ს პლუს 3 რა თქმა უნდა, არის 73. იმედია, მოგეწონათ ეს ვიდეო.