If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

აქტიური ტრანსპორტის მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
აქტიური ტრანსპორტიტრანსპორტის სახე, რომელსაც ენერგიის ხარჯვა ესაჭიროება
კონცენტრაციული გრადიენტისივრცის მონაკვეთი, რომელშიც ნივთიერების კონცენტრაცია იცვლება
ატფადენოზინტრიფოსფატი, ენერგიის მატარებელი ძირითადი მოლეკულა ცოცხალ ორგანიზმებში

აქტიური ტრანსპორტი

აქტიური ტრანსპორტის დროს ნივთიერებები კონცენტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდება დაბალი კონცენტრაციის არედან მაღლისკენ. ეს პროცესი „აქტიურია", რადგან ენერგიის ხარჯვას საჭიროებს (როგორც წესი, ატფ-ის ფორმით). იგი პასიური ტრანსპორტის საპირისპიროა.
სურათი, რომელზეც ასახულია ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოს სატრანსპორტო ციკლი
სურათის წყარო: OpenStax ბიოლოგია. მარიანა რუიზ ვილიარეალის ნამუშევარზე დაყრნობით.
აქტიური ტრანსპორტისთვის აუცილებელია გადამტანი ცილები, რომლებიც კონფორმაციას (ფორმას) იცვლიან ატფ-ის ჰიდროლიზისას.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • აქტიური ტრანსპორტი განსხვავდება გაადვილებული დიფუზიისგან.** ორივე მათგანისთვის სპეციალური ცილები გამოიყენება. თუმცაღა, აქტიური ტრანსპორტი კონცენტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს და ამ დროს ნივთიერებები დაბალი კონცენტრაციის არედან მაღლისკენ გადაადგილდება. ამასთანავე, აქტიური ტრანსპორტისა და გაადვილებული დიფუზიისთვის სხვადასხვა ცილები გამოიყენება. (იხ. ქვემოთ.)
  • აქტიური ტრანსპორტისთვის გადამტანი ცილებია საჭირო და არა არხული ცილები. გადამტანი ცილები განსხვავდება გაადვილებული დიფუზიისას გამოყენებული მოლეკულებისგან, რადგან მათ ატფ ესაჭიროებათ კონფორმაციის შესაცვლელად. არხული ცილები აქტიურ ტრანსპორტში არ გამოიყენება, რადგან მათში ნივთიერებები მხოლოდ კონცენტრაციული გრადიენტის მიმართულებით მოძრაობს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.