If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

პასიური ტრანსპორტის მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
პასიური ტრანსპორტიტრანსპორტის სახე, რომელსაც ენერგიის ხარჯვა არ ესაჭიროება
კონცენტრაციული გრადიენტისივრცე, რომელშიც ნივთიერების კონცენტრაცია იცვლება
განვლადობამემბრანის უნარი, გაატაროს ნივთიერებები
წონასწორობამდგომარეობა, რომლის დროსაც ნივთიერება თანაბრადაა განაწილებული სივრცეში

პასიური ტრანსპორტის სახეები

დიფუზია

დიფუზიის დროს ნივთიერებები მაღალი კონცენტრაციიდან დაბლისკენ მოძრაობს, სანამ ისინი თანაბრად არ განაწილდება სივრცეში.
სურათზე ასახულია დიფუზია პლაზმური მემბრანის მიღმა. თავდაპირველად მოლეკულების კონცენტრაცია გარეთ უფრო მეტია. შესაბამისად, ისინი ძირითადად გარედან შიგნით მოძრაობენ, უჯრედში შედიან, სანამ მათი კონცენტრაცია ორივე მხარეს არ გათანაბრდება.
სურათის წყარო: ოპენსტაქსის ბიოლოგია, მარიანა რუიზ ვილარეალის ნამუშევარზე დაყრდნობით.
ეს ასევე ეხება უჯრედში შემავალ და გამომავალ ზოგ ნივთიერებასაც. უჯრედის მემბრანა ნახევრადგამტარია, ანუ მცირე ზომის, უმუხტო ნივთიერებებს, მაგალითად ნახშირორჟანგსა და ჟანგბადს, ადვილად შეუძლია მისი გადაკვეთა. დამუხტულ იონებსა და დიდ მოლეკულებს სხვა სახის ტრანსპორტი ესაჭიროება.

გაადვილებული დიფუზია

მიუხედავად იმისა, რომ აირები იოლად გადიან უჯრედის ფოსფოლიპიდურ შრეებს, მრავალ პოლარულ და დამუხტულ ნივთიერებას (მაგალითად ქლორს) მემბრანული ცილების დახმარება ესაჭიროება, კერძოდ არხული ან გადამტანი ცილებისა.
კონცენტრაციული გრადიენტი რომც არსებობდეს, მუხტის ან პოლარობის გამო ზოგ ნივთიერებას უჯრედის მემბრანის ჰიდროფობური შუაგულის გადაკვეთა არ შეუძლია. გაადვილებული დიფუზიის დროს ნივთიერებები კონცენტრაციული გრადიენტის მიმართულებით გადაიტანება, მაგრამ მათ გადამტანი ცილები ეხმარება ჰიდროფობური შრის გადაკვეთაში.
მარცხნივ: ცილოვანი არხის გამოსახულებზე ჩანს არხი და სპეციფიკური მოლეკულა, რომელიც გადის მასში და მემბრანას კვეთს (თავისი კონცენტრაციული გრადიენტის შესაბამისად).
მარჯვნივ: დიაგრამაზე ასახულია, როგორ უკავშირდება გადამტანი ცილა სამიზნე მოლეკულას მემბრანის ერთ მხარეს, იცვლის ფორმას და მემბრანის მეორე მხარეს გამოათავისუფლებს მას.
მოდიფიცირებული სურათის წყაროა „გაადვილებული დიფუზიის სქემა უჯრედის მემბრანაში", მარიანა რუიზ ვილიარეალის ნამუშევარზე დაყრდნობით (საჯარო დომენი).

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • უჯრედში ყველაფერი პასიუტი ტრანსპორტის გზით არ შედის. მხოლოდ ძალიან მცირე ზომის მოლეკულებს, მაგალითად წყალს, ნახშირორჟანგსა და ჟანგბადს შეუძლია, თავისუფლად, დიფუზიით გადაკვეთოს უჯრედის მემბრანა. უფრო დიდი ან დამუხტული მოლეკულების უჯრედში შესატანად ენერგია იხარჯება.
  • წონასწორობის მიღწევის შემდეგაც კი, ნაწილაკები არ წყვეტენ მემბრანის გავლით მოძრაობას. ერთი შეხედვით, წონასწორობის მიღწევის შემდეგ ნაწილაკებმა აღარ უნდა გადაკვეთონ მემბრანა. მაგრამ სინამდვილეში, ამ დროს ისინი მაინც აგრძელებენ მოძრაობას, უბრალოდ მათი თანაბარი რაოდენობა გადის და გამოდის მემბრანაში ორივე მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ კონცენტრაცია აღარ იცვლება და წონასწორობა ნარჩუნდება.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.