ძირითადი მასალა
მათემატიკა I
კურსი: მათემატიკა I > თემა 14
გაკვეთილი 2: პარალელური გადატანაპარალელური გადატანის მიმოხილვა
მიმოიხილეთ პარალელური გადატანის საფუძვლები და შემდეგ შეასრულეთ რამდენიმე პარალელური გადატანა.
რა არის პარალელური გადატანა?
პარალელური გადატანა ისეთი გარდაქმნაა, რომლის დროსაც ფიგურის თითოეული წერტილი ერთსა და იმავე მანძილითა და მიმართულებით გადაგვაქვს.
აი, აქ triangle, X, Y, Z გადაგვაქვს ლურჯ სამკუთხედში.
შედეგად ახალ ფიგურას ვიღებთ, რომელსაც ანასახს ვუწოდებთ. ანასახი თავდაპირველი ფიგურის ტოლია.
გინდათ, მეტი გაიგოთ სხვადასხვა ტიპის გარდაქმნაზე? ნახეთ ეს ვიდეო.
პარალელური გადატანის შესრულება
ფიგურის გადაადგილება შეგვიძლია ჰორიზონტალურად - x ღერძის გასწვრივ და ვერტიკალურად - y ღერძის გასწვრივ.
მაგალითი:
triangle, L, M, N გადაიტანეთ minus, 4 ერთეულით x მიმართულებით და minus, 2 ერთეულით y მიმართულებით.
minus, 4 ერთეულით x მიმართულებით გადატანა ნიშნავს მარცხნივ ჩაჩოჩებას 4 ერთეულით, ხოლო minus, 2 ერთეულით y მიმართულებით გადატანა ნიშნავს ქვემოთ ჩასვლას 2 ერთეულით.
აქ triangle, L, M, N გადაგვაქვს ახალ სამკუთხედში.
გინდათ, გაიგოთ მეტი გადატანების შესრულებაზე? ნახეთ ეს ვიდეო.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.