ძირითადი მასალა
მათემატიკის საფუძვლები
კურსი: მათემატიკის საფუძვლები > თემა 7
გაკვეთილი 6: სვეტოვანი დიაგრამები- სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: ძაღლის ძვლები
- ამოცანების ამოხსნა სვეტოვანი დიაგრამების გამოყენებით 1
- სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: ველოსიპედები
- ამოცანების ამოხსნა სვეტოვანი დიაგრამების გამოყენებით 2
- სურათიანი და სვეტოვანი დიაგრამების შედგენა 1
- სვეტოვანი დიაგრამების შედგენა 1
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: ველოსიპედები
სალი კითხულობს და განმარტავს სვეტოვან დიაგრამებს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
რამდენით მეტი ველოსიპედი აქვს „ველო
სამყაროს“, ვიდრე „ჩვენ ველოსიპედებს“? ასეთი კითხვა არის ამოცანაში. შევადაროთ ეს ორი ერთმანეთს. მონაცემები გვაქვს გრაფიკზე. ეს არის „ველო სამყარო“ და მისი
სვეტის სიმაღლე შეესაბამება რიცხვ 19-ს, რაც ნიშნავს, რომ „ველო
სამყაროში“ არის 19 ველოსიპედი. ჩავიწეროთ „19“ — 19 ველოსიპედი. „ველო სამყაროს“ ველოსიპედების რაოდენობას
ვადარებთ "ჩვენ ველოსიპედების" რაოდენობას. ამოცანა გვეკითხება: რამდენით მეტი არის „ველო
სამყაროში“, ვიდრე „ჩვენ ველოსიპედებში“? „ველო სამყაროში“,
ვიცით, რომ, არის 19 ველოსიპედი. ახლა გვაინტერესებს, რამდენი
არის „ჩვენ ველოსიპედებში“ და ვნახოთ. „ჩვენ ველოსიპედების“
სვეტი შეესაბამება რიცხვ 12-ს. ე.ი. 12 ველოსიპედი
ყოფილა „ჩვენ ველოსიპედებში“. ახლა გვეკითხებიან — ერთში
რამდენით მეტია, ვიდრე მეორეში, ხომ? ამიტომ უნდა გამოვაკლოთ ეს
რიცხვები ერთმანეთს: 19-ს მინუს 12. 19-ს მინუს 12 რას უდრის? მოდი, ჯერ ერთეულები გამოვაკლოთ —
9-ს მინუს 2 არის 7-ის ტოლი, 1-ს მინუს 1 კი 0, ამიტომ შეგვიძლია საერთოდაც არ
დავწეროთ ეს 0, მაგრამ მაინც ისე გიჩვენეთ. მოკლედ, 7 ველოსიპედით მეტი არის „ველო
სამყაროში“, ვიდრე „ჩვენ ველოსიპედებში“. ამის დანახვა დიაგრამაზეც შეიძლება.
აქედან თუ გავავლებთ ხაზს და თუ დავითვლით, რამდენი ველოსიპედი უნდა
დავუმატოთ, რომ მივიღოთ იმდენივე, რამდენიც არის „ველო სამყაროში“, მაშინ
დაინახავთ, რომ იგივე პასუხს მივიღებთ. 12-დან 19-მდე რომ ავიდეთ,
უნდა დავუმატოთ 7 ველოსიპედი, ამიტომ „ველო სამყაროში“
7-ით მეტი ველოსიპედი არის. მოდი, გადავთვალოთ მაინც:
1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. აჰა, ესეც ასე. ე.ი. რამდენით მეტი ველოსიპედი აქვს
„ველო სამყაროს“? მას აქვს 7 ველოსიპედით მეტი. (სუბტიტრები შექმნილია
ანი მანგოშვილის დახმარებით)