ძირითადი მასალა
მათემატიკის საფუძვლები
კურსი: მათემატიკის საფუძვლები > თემა 7
გაკვეთილი 6: სვეტოვანი დიაგრამები- სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: ძაღლის ძვლები
- ამოცანების ამოხსნა სვეტოვანი დიაგრამების გამოყენებით 1
- სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: ველოსიპედები
- ამოცანების ამოხსნა სვეტოვანი დიაგრამების გამოყენებით 2
- სურათიანი და სვეტოვანი დიაგრამების შედგენა 1
- სვეტოვანი დიაგრამების შედგენა 1
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
სვეტოვანი დიაგრამების წაკითხვა: ძაღლის ძვლები
სალი კითხულობს და განმარტავს სვეტოვან დიაგრამებს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ნიჭიერთა შოუ შედგება ცეკვის,
სიმღერისა და მაგიური ნომრებისგან. ე.ი. აქ მაქვს ცხრილი — სიმღერა, ცეკვა, მაგია. ეს გრაფიკი უჩვენებს,
თითოეული სახის რამდენი ნომერია შოუში. ანუ ეს გრაფიკი მიჩვენებს, რომ სიმღერის
ნომერი არის 7 — 6-სა და 8-ს შორის 7-იანია აქ. ცეკვის ნომერი, ანუ ნომერი,
რომელიც ცეკვას გულისხმობს, ასე ვთქვათ, რომელშიც ცეკვა
შედის არის 5 — 4-სა და 6-ს შორის. და მაგია არის 10-სა და 12-ს შორის, ანუ 11. ჯამში რამდენი ნომერია ნიჭიერთა შოუში? ნუ, რადგან ჯამში მეკითხებიან. ე.ი.
ეს სამივე რაოდენობა უნდა შევკრიბო, ანუ 7+5=12 და 12-ს კიდევ უნდა
დავუმატოთ 11, რაც უდრის 23-ს. ე.ი. აქ სულ არის 23 ნომერი. კი ბატონო.
გადავიდეთ შემდეგზე. სემმა სათამაშო მოედანზე ნახა
ჭიანჭველები, ჭრიჭინები და ჭიამაიები. ეს სვეტოვანი დიაგრამა გვიჩვენებს, თითოეული
სახეობის რამდენი მწერი ნახა სემმა. ე.ი. გვეუბნებიან, რომ ნახა
ჭიანჭველები და 6 ჭიანჭველა არის აქ. შემდეგ ნახა ჭრიჭინები და ეს
არის 10 — 10 ჭრიჭინა უნახავს. და, ასევე, ნახა ჭიამაიები, რომელიც არის 4. კი ბატონო.
მეკითხებიან, სულ რამდენი მწერი ნახაო. ისევ და ისევ უნდა შევაჯამოთ უბრალოდ ესენი. ეს იქნება 6+4, რაც არის 10 და
კიდევ დამატებული 10, რაც არის 20. ე.ი. გამოდის, რომ 20 მწერი უნახავს სულ. კი ბატონო.
და ვნახოთ კიდევ ერთი, მოდი. პარკში, აუზსა და
სანაპიროზე ბავშვები არიან. ეს სვეტოვანი დიაგრამა გვიჩვენებს,
რამდენი ბავშვია თითოეულ ადგილზე. ე.ი. პარკში არის 9 ბავშვი,
აუზში — 4 და პლაჟზე არის 6. რამდენი ბავშვია პარკში? ნუ, აი, პირდაპირ მეუბნებიან, რომ
პარკში არის 9. პარკი შესაბამებული არის 9-ს და რადგან აქ
არის ბავშვების რაოდენობა გადაზომილი და აქ ადგილებია ნაჩვენები,
აშკარად 9 ბავშვი უნდა იყოს პარკში. სწორია. (სუბტიტრები შექმნილია
ანი მანგოშვილის დახმარებით)