If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

10-ების გამოკლება თანრიგის მიხედვით

სალი 65-სს გამოაკლებს 40-ს თანრიგის გათვალისწინებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

აქ გვაქვს 65 კვადრატი. შეგიძლიათ დათვალოთ, მაგრამ მგონი აუცილებელი არაა. ამის წარმოჩენის ხერხი არის, რომ დავწეროთ 65 ანუ ექვსიანი და ხუთიანი. სადაც, ექვსიანი გვეუბნება, რომ ათეულები გვაქვს 6 ცალი იმიტომ, რომ 6 არის ათეულების ადგილას. და აი, მართლად თუ დავაკვირდებით ეს არის ათეული, ესეც ათეულია, ესეც ათეულია, ესეც ათეულია, ესეც და ესეც მეექვსე ათეული. ესე იგი, გვაქვს ათიანებს 6 ჯგუფი. ჯამში 60 კვადრატი. და შემდეგ გვაქვს 5 ერთეული, აი ეს სტაფილოსფერი კვადრატები არის ერთეულები. გვაქვს 5 ცალი ასეთი. ხუთიანი ერთეულების ადგილასაა. აი, 1, 2, 3, 4 და 5. 5 კვადრატი. კარგით, მოდით ჯობია თავიდან დავწეროთ ეს ყველაფერი მაინც, უკეთ, რომ გავიგოთ. ესე იგი, 65 არის იგივე რაც, 65 იგივეა რაც 6 ათეულს, 6 ცალ ათიანს დამატებული 5 ცალი ერთეული. ყველაფერი გასაგებია და მარტივია. ახლა გავაკეთოთ საინტერესო რამ. დავიწყოთ 65-ით, ისევ გადმოვწეროთ 65. დავიწყოთ 65-ით. ფერების შეცვლა არის საჭირო. დავიწყოთ 65-ით და ამას გამოვაკლოთ, ამას გამოვაკლოთ 40. 65-ს გამოვაკლოთ რიცხვი 40. და ვნახოთ რას მივიღებთ. საერთოდ რა ხდება სინამდვილეში როცა ვაკლებთ 40-ს? ვიწყებთ 65-ით, და ვაკლებთ 4 ათეულს და 0 ერთეულს. მოდით გამოვაკლოთ 4 ათეული. ანუ მოვაშოროთ ათეულები, ხომ? გამოვაკლოთ, ეს იქნება 1 ათეული გამოაკლდა, მეორე, მესამე და მეოთხე. მოვაშორეთ 4 ცალი ათეული. რამდენი ათეული დაგვრჩება? დაგვრჩა 1 და 2. 2 ათეული. ესე იგი, დაგვრჩა 2 ათეული და ერთეულები ვნახავთ შეიცვალა თუ არა. რამდენი ერთეული გვაქვს? ისევ გვაქვს 5 ერთეული. ესე იგი, 65-ს რომ გამოვაკელით 40, დაგვრჩა 2 ათეული და 5 ერთეული. ყველაფერი გასაგებია. გვქონდა 5 ერთეული, მოვაშორეთ 0 ერთეული, ისევ გვექნება 5 ერთეული. ესე იგი, რისი ტოლი იქნება მაშინ ეს? შეგვიძლია დავწეროთ ასე. 65-ს, 65-ს გამოკლებული, რაც უკვე გამოვაკელით, ანუ 40. ანუ გამოკლებული 4 ათეული და 0 ერთეული. ფერი ერთეულების ისევ სტაფილოსფერი იყოს. გამოკლებული 0 ერთეული. ანუ გამოკლებული 40. მოგვცემს 2 ათეულს. ორიანსაც დავწერთ ათეულების ადგილას და ისევ იგივე 5 ერთეულს. ხუთიანი ერთეულების ადგილას. და გვაქვს, 2 ათეულს დამატებული 5 ერთეული ანუ 25. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)