If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:32

ვიდეოს აღწერა

გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო და სცადოთ გამოთვალოთ თუ რას უდრის 27-ს მინუს 1 და ასევე რისი ტოლია 27-ს მინუს 10? იმედია ეს სცადეთ, ახლა კი მოდით შევუდგეთ საქმეს ერთად. 27-ს მინუს 1-ს სანამ გამოვითვლით, დავწეროთ საერთოდ რას წარმოადგენს 27? ორიანი გვიჩვენებს ათეულების რაოდენობას. ესე იგი, გვაქვს 2 ათეული, აი როგორც ხედავთ ეს ორი სვეტი არის ათეულები, ხოლო შვიდიანი გვიჩვენებს ერთეულების რაოდენობას. აი ეს 7 ცალი პატარა კვადრატი არის ერთეულები. და ამას ვაკლებთ 1 ერთეულს. ამას აკლდება 1 ერთეული, რაც ნიშნავს, რომ უბრალოდ ერთ-ერთი კვადრატი უნდა მოვაშოროთ. რაც დაგვრჩება ის იქნება ახალი რაოდენობა ერთეულების. ათეულების რაოდენობა არ შეცვლილა, ისევ 2 ცალი ათეული გვაქვს, როგორც ხედავთ. ესე იგი, ისევ 2 ათეული დავწეროთ. და ახლა ვნახოთ ერთეულები რამდენია. გადავთვალოთ , 1, არა არ უნდა გადათვლა, პირდაპირ 6-ია. 7-ს მინუს 1, ექვსი. ესე იგი, 26 მივიღეთ შედეგად. ანუ 27-ს მინუს 1 არის 26. ახლა ვნახოთ 27-ს მინუს 10 რას უდრის. ისევ გვაქვს 2 ათეული და 7 ერთეული. 2 ათეული და 7 ერთეული. მაგრამ ერთეულები ათიანში არ შედის, ამიტომ ერთეულების რაოდენობა არ შეიცვლება. სამაგიეროდ გვაქვს 1 ათეული. და როგორც ჩანს, ათეულების რაოდენობა უნდა შეიცვალოს. გვაქვს 1 ათეული და ამ ერთ ათეულს ვაკლებთ 27-ს. ანუ 27-ს აკლდება ეს 1 ათეული. 0 რადგან გვაქვს, ნულია ერთეულების რაოდენობა. და ერთეულებს გამოაკლდებათ 0. ესე იგი, ერთი ათეული გავაქრეთ, იმიტომ, რომ 10-ს ვაკლებთ. ანუ 1 ათეულს ვაკლებთ. ესე იგი, მოვაშოროთ ერთი ათეული, შედეგად დაგვრჩება 1 ათეული. ანუ 2-ს მინუს 1. ანუ 1. გამოდის, რომ პასუხი უნდა იყოს 1 ათეული და ერთეულების უცვლელი რაოდენობა. რატომ? იმიტომ, რომ გამოვაკელით 0 ცალი, 0 ერთეული. არაფერი არ გამოგვიკლია ერთეულებისთვის. ესე იგი, ისევ 7 ერთეული. გამოდის, რომ 27-ს მინუს 10 უდრის 17-ს. ანუ 1 ათეულს და 7 ერთეულს. შეგეძლოთ ამისთვის ასეც შეგეხედათ. 1 აკლდება მხოლოდ ერთეულებს. და არ ეხება ათეულებს, ამიტომ 26 გვრჩება, ხოლო ეს ერთიანი აკლდება მხოლოდ ათეულებს და არ ეხება ერთეულებს, ამიტომ გვრჩება 17. ანუ 2-ს აკლდება ერთი და ათეულების ადგილას რჩება 1 ათეული. და 7 ერთეული ხელშეუხებელი.