ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:45

ვიდეოს აღწერა

გვაქს რიცხვი 46. ანუ, გვაქვს ოთხიანი ათეულის ადგილზე და ის წარმოადგენს ოთხ ათეულს, როგორც ვხედავთ აქ... ერთი, ორი, სამი, ოთხ ათეულს. თითოეულ ათეულში გვაქვს ათი კვადრატი ჯამში გვაქვს ოთხი ათეული, ანუ, ორმოცი იასამნისფერი კვადრატი. შემდეგ გვაქვს ექვსიანი ერთეულის ადგილზე. ჩვენ გვაქვს ექვსი ერთეული, როგორც ხედავთ, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი. შეგვიძლია დავწეროთ, რომ 46 ოთხი ათეულისა და ექვსი ერთეულის ჯამის ტოლია. ოთხ ათეულს პლუს ექვსი ერთეული. მოდით, ახლა გავაკეთოთ რაღაც საინტერესო... მოვაკლოთ ოთხი ერთეული 46-ს. ავიღოთ 46, რომელიც წინ გვიწერია და გამოვაკლოთ 4. რისი ტოლი იქნება ეს? რამდენ ათეული და რამდენი ერთეული იქნება? მათთვის ცარიელ ადგილებს ვტოვებ. რამდენი ათეული გვაქვს? 46-ს, რითიც დავიწყეთ, გამოაკლდა ოთხი ერთეული, გამოვაკელით ერთი, ორი, სამი, ოთხი. რამდენი ათეული გვაქვს? ისევ გვაქვს ოთხი ათეული, ჩავწეროთ, ისევ გვაქვს 4 ათეული მაგრამ ახლა რამდენი ერთეული გვაქვს? გვაქვს მხოლოდ ორი ერთეული. გქონდათ ოთხი ათეული და ექვსი ერთეული და გამოაკელით 4. 6 ერთეულს მინუს 4 ერთეული, მივიღეთ ორი ერთეული. აქედან გამომდინარე, ვიღებთ 46 მივიღეთ 40 46, გამოვაკლოთ ოთხი, ტოლია ორის, 4 ათეული, ერთეულის ადგილზე კი დავწეროთ 2. 42. 46 გამოკლებული ოთხი ტოლია 42-ის. ერთეულის ადგილიზე ექვსს ჩამოვაშორეთ ოთხი.