ძირითადი მასალა
მესამე კლასი
კურსი: მესამე კლასი > თემა 4
გაკვეთილი 5: სურათიანი დიაგრამები- სურათიანი და სვეტოვანი დიაგრამების შედგენა 1
- სურათიანი დიაგრამების აგება
- სურათებისნი დიაგრამის შექმნა (1-ზე მეტი სურათი)
- პიქტოგრაფებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა 2
- პიქტოგრამების წაკითხვა
- სურათიანი დიაგრამების წაკითხვა
- სურათიანი დიაგრამების ინტერპრეტირება: საღებავი
- სურათიანი დიაგრამების ინტერპრეტირება: რვეული
- წაიკითხეთ სურათიანი დიაგრამაკები (მრავალნაბიჯიანი ამოცანები)
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
სურათიანი დიაგრამების ინტერპრეტირება: რვეული
ლინდსი ხსნის მრავალნაბიჯიან ამოცანას, რომელშიც გამოყენებულია სურათიანი დიაგრამა. შემქმნელია ლინდსი სპირსი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მარიას რვეულში 70 ფურცელია. მან თავისი რვეულის ფურცლებზე არსებული
ნაწერების ტიპების გრაფიკი შეადგინა. რამდენი ფურცელია გამოუყენებელი
მარიას რვეულში? ანუ, აქ ასახული არის რა ფურცლებიც
გამოიყენა, რომელი რაში გამოიყენა. და ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს მთელი
ამათი ჯამი რა არის; ამათი რაოდენობა? რომ მერე ვთქვათ რამდენი
ფურცელი აქვს გამოუყენებელი? ანუ, რეალურად რასაც ვიზამთ,
არის ასეთი რაღაც: ვიცით, რომ სულ 70 აქვს და ამ 70-ს უნდა
გამოვაკლოთ რაღაც რაოდენობა, რაც არ ვიცით რა არის,
და ეს მოგვცემს საბოლოო პასუხს. აი, აქ გვექნება ჩვენი საბოლოო პასუხი. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც
აქ უნდა გავიაზროთ არის ის, რომ თითოეული ეს ნახატი ნიშნავს ორ ფურცელს. პიქტოგრამა არის მოცემული და პიქტოგრამის
სახით არის გადმოცემული ინფორმაცია. თითო ფურცელი ნიშნავს... თოთო ნახატი ფურცლის ნიშნავს ორ ფურცელს. ანუ, მაგალითად ლექსები აქვს მას ორ და ორ,
ანუ ოთხ ფურცელზე. ესე იგი, სინამდვილეში ეს არის ოთხი. ანუ, ოთხი ფურცელი აქვს
ლექსებით დაკავებული. შემდეგ, დავალებები აქვს 2, 4, 6, 8 და 10. ანუ, ჯამში 10 ფურცელზე აქვს დავალებები. ისტორიების რაღაც ამბები უწერია
2, 4, 6, 8, 10, 12, 14. 14 ფურცელზე უწერია ისტორიები. წერილები არის 2, 4, 6 და 8. 8 ფურცელზე. და ბოლოს არის დღიური. დღიური აქვს დაწერილი 2, 4, 6, 8, 10 და 12. 12 ფურცელი დაკავებული არის მისი
დღიურის ჩანაწერებით. ახლა, მოდი ესენი ჩვენ შევკრიბოთ და ვნახოთ რა არის სრული რაოდენობა
იმ ფურცლების, რაც დაკავებულია? ეს რა იქნება, ესე იგი? ოთხს დამატებული 10, დამატებული 14,
დამატებული რვა და დამატებული 12. ახლა ეს რას უდრის რომ შევკრიბოთ? ეს არის 20. ეს არის 24. კიდევ პლუს ეს არის 28. ესე იგი, 28-ს პლუს 20, ეს არის 48. გამოდის რომ 70-ს უნდა გამოვაკლო მე 48. იმიტომ, რომ სულ დაკავებული ფურცლები არის
აი ამდენი, ანუ 48 დაკავებული ფურცელია. 70-ს მინუს 48 იქნება
თავისუფალი ფურცლები რამდენიცაა. და ახლა გამოვაკლოთ. 70-ს რომ გამოვაკლო 40 იქნება 30
და კიდევ 8 რომ გამოვაკლო იქნება 22. ანუ 22 თავისუფალი ფურცელი
არის ამ რვეულში. (სუბტიტრები შექმნილია
ნიკოლოზ სიხარულიძის დახმარებით)