If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მესამე კლასი > თემა 4

გაკვეთილი 5: სურათიანი დიაგრამები

სურათიანი და სვეტოვანი დიაგრამების შედგენა 1

სალი შეადგენს და განმარტავს სვეტოვან და სურათიან დიაგრამებს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მცხობელმა ბეტიმ ააგო, სურათებიანი გრაფიკი იმის საჩვენებლად, თუ რამდენი ორცხობილა გამოაცხო მან ოთხ პარტიაში. სურათებიან გრაფიკზე თითოეული აი ეს ნახატი, ანუ ნამცხვარი, უდრის რაღაცა რაოდენობის ორცხობილას. ახლა ვნახოთ. პარტია; ესე იგი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე პარტია და ორცხობილების რაოდენობა. კარგი. ესე იგი 1-ლი პარტია, მე-2 პარტია, მე-3 პარტია და მე-4 პარტია მოცემული გვაქვს ეს. ესე იგი, გვაინტერესებს აქ რა უნდა ჩავწეროთ. ანუ რამდენ ორცხობილას შეესაბამება თითოეული ნახატი? და მოდი ვნახოთ ეხლა, როგორც ხედავთ პირველ პარტიაში სულ, ბეტის გამოუცხვია 32 ორცხობილა. და აქ არის ოთხი ნამცხვარი დახატული. მეორე პარტიაში, გამოუცხვია 40 ორცხობილა და ხუთი ნამცხვარია დახატული. მესამე პარტიაში, გამოუცხვია 56 და დახატულია 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. და მეოთხე პარტიაში გამოაცხო, 48 და დახატულია 1, 2, 3, 4, 5 და 6. ეს რას ნიშნავს? რაღაცა რაოდენობის ორცხობილა არის აღნიშნული ერთი ნახატით. და 32 ორცხობილა აღნიშნულია ოთხი ნახატით. ესე იგი, იმისთვის რომ გავიგოთ თუ რამდენი ორცხობილა შეესაბამება ერთ ნახატს 32 უნდა გავყოთ, აი ამ ნახატების რაოდენობაზე. 32 გაყოფილი ოთხზე არის რვა. ესე იგი, თუ დავუჯერებთ 1-ლი პარტიის შესაბამის სვეტს, ერთი ნახატი უნდა შეესაბამებოდეს რვა ორცხობილას. და აქ უნდა დავწეროთ რვა. მაგრამ, მოდი გადავამოწმოთ კიდევ რომელიმე სვეტით და რომელიმე ცხრილის მონაცემით, მაგალითად ავირჩიოთ მესამე, სადაც 56 წერია, და გავყოთ აი ამ ნახატების რაოდენობაზე, 56. 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. ესე იგი შვიდი ნამცხვრის ნახატი გვაქვს და 56 გვიწერია აქ. 56 რომ გავყოთ შვიდზე მივიღებთ ისევ რვას. გამოდის რომ მთელ ამ სვეტოვან დიაგრამაში, თითოეული ნახატი მართლაც შეესაბამება რვა ორცხობილას. და ამიტომ მარტივად არის გადმოცემული ამ დიაგრამაზე, რამდენი ორცხობილა შედიოდა თითოეულ პარტიაში. ესე იგი რვა უნდა იყოს სწორი პასუხი. შემდეგი. მოდი მაინც ჩვენ გავაგრძელოთ; გავიმეოროთ ვარჯიში. კიდევ ერთი-ორი არ გვაწყენს. ქალბატონ როსის აქვს ცხრილი, რომელიც ასახავს თუ რამდენი სარძევე კბილი დაკარგეს მოსწავლეებმა ამ წელს. ააგეთ გრაფიკი იმის საჩვენებლად თუ რამდენი სარძევე კბილი დაკარგეს მოსწავლეებმა ამ წელს. ესე იგი, აქ არის მოსწავლეების ჩამონათვალი და კბილების რაოდენობა. ბლომად კბილები დაუკარგავთ. და უნდა შევუსაბამოთ ჩვენ აი აქედან გრაფიკი. ნახეთ, აი ეს დავხატავთ იმის მიხედვით, თუ რამდენი კბილი დაკარგეს. ოღონდ, უნდა დავუკვირდეთ რომ, ერთი ნახატი შეესაბამება ორ კბილს. ამიტომ, თუ ვთქვათ ანამ დაკარგა ორი კბილი, ერთი ნახატი უნდა დავხატოთ. და ეხლა ვნახოთ. ანამ, როგორც აქ გვიჩვენებს ცხრილი დაკარგა რვა კბილი. ამიტომ უნდა შევუსაბამოთ ოთხი ნახატი, ოთხი კბილის ნახატი. იმიტომ რომ თითო შეესაბამება ორს. ესე იგი ოთხს თუ აქ დავხაზავ ოთხჯერ ორი იქნება ზუსტად რვა. შემდეგი. მურატმა დაკარგა ექვსი, ამიტომ უნდა შევუსაბამოთ სამი. მანკომ ორი, ამას ერთი ნახატი შეესაბამება. სალიმ 10, ამიტომ, ხუთი ნახატი. და ისლამ ოთხი, ამიტომ ამას ორი ნახატი უნდა შევუსაბამოთ. ვნახოთ. მართალია. ერთიც და ეგაა. წავების დასათვალიერებელი ტურისტების სააგენტომ ააგო გრაფიკი, იმის საჩვენებლად თუ რამდენი წავი ნახეს ტურისტებმა ამ კვირას. გვეუბნებიან რომ ერთი ნახატი შეესაბამება ოთხ წავს და გვაინტერესებს: კვირის თითოეულ დღეს, რამდენი წავი ნახეს ტურისტებმა? ვნახოთ, ესე იგი, ხუთშაბათს არის 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 შვიდი წავი დახატული. მაგრამ, თითო ნახატი შეესაბამება ოთხ წავს. ესე იგი აქ თუ შვიდია დახატული, მაშინ შვიდჯერ ოთხი იქნება წავების რაოდენობა. რაც ნახეს ტურისტებმა ხუთშაბათს. ანუ 28. შემდეგი. პარასკევს არის ოთხი ნახატი დახატული, ესე იგი ოთხჯერ ოთხი, ანუ 16 წავი უნახავთ პარასკევს, ტურისტებს. შემდეგი. 4 ესე იგი 5, 6, 7, 8 და 9 არის შაბათს დახატული, ანუ ცხრაჯერ ოთხი, ანუ 36. და ბოლოს. სამი და ექვსი, კვირას, ექვსჯერ ოთხი ანუ 24. (სუბტიტრები შექმნილია ხატია მარკოიძის დახმარებით)