If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:38

ვიდეოს აღწერა

სუზანს აქვს 96 წუთი სასკოლო ტესტის შესავსებად. ტესტი იწყება 1:59 სთ-ზე. სუზანს აქვს ხელბურთის გაკვეთილი 4:00 სთ-ზე. რამდენი დრო აქვს სუზანს ტესტის დამთავრებას და ხელბურთის გაკვეთილის დაწყებას შორის? მოდით ცოტა დავფიქრდეთ. ტესტი იწყება 1:59-ზე. ძალიან უცნაური დროა ტესტის დასაწყებად. უბრალოდ მივყვეთ მოცემულობას. მოდით პატარა დროის მონაკვეთს დავხატავ. ვთქვათ ეს არის ორი საათი. შემდეგ გვაქვს სამი საათი. შემდეგ გვაქვს ოთხი საათი, ამ დროს იწყება ხელბურთის გაკვეთილი. ეს იქნება ხელბურთის გაკვეთილი. რომლიც დაიწყება ამ დროს და გაგრძელდება 4:00-დან. ტესტი იწყება 1:59-ზე. მოდით რიცხვით წრფეს გავაგრძელებ. ამგვარად აქ არის 1:00 საათი. ტესტი იწყება 1:59-ზე, ორ საათამდე ერთი წუთით ადრე. ვიცით, რომ საათში 60 წუთია. ამგვარად 1:59 ნიშნავს, რომ ორს აკლია ერთი წუთი. სრულად არ დავხატავ მასშტაბს. მაგრამ ეს აქ, არის 1:59. გვაქვს ერთ წუთის 2 საათამდე. გავაგრძელოთ. მგოვიწევს 96 წუთის გადათვლა. გვაქვს კიდევ 60 წუთი, 3:00 საათამდე. 96 წუთიდან ავიღოთ 61 წუთი ეს არის ერთი წუთი. ტესტის დაწყებიდან ორ საათამდე ტესტი ერთ წუთს გრძელდებოდა. ასე, რომ ერთი წუთი 2:00-მდე. სამ საატამდე გამოდის 61 წუთი. ოთხამდე რომ მივსულიყავით, ეს კიდევ ერთი 60 წუთი იქნებოდა. მივიღებდით 121 წუთს, რაც ტესტის ხანგრძლივობას აღემატება. ვიცით, რომ ტესტი გრძელდება 96 წუთი. აქ რაიმე ნიშანი უნდა დავსვათ. მაგალითად, ეს. ეს არის 96 წუთი. გვინდა გავარკვიოთ, რამდენია დარჩენილი. სწორედ აქ, რამდენი წუთია ეს მანძილი? ამის გასარკვევად გავიგოთ, რა დროის მონაკვეთი გავიდა გამოცდის დაწყებიდან. სამი საათისთვის 61 წუთი იყო გასული. გვაინტერესებს კიდევ რა დრო დარჩა გამოცდის დამთავრებამდე. ეს იქნება 96 მინუს 61. სამ საათსა და ტესტის დამთავრებას შორის დრო უდრის 96-ს მინუს 61-ს, რაც 35 წუთია. ანუ, ეს წერტილი იქნება 3:35. რა დროა რჩება 3:35-სა და 4:00-ს შორის? კიდევ ერთხელ, საათში არის 60 წუთი. 4:00 არის მესამოცედი წუთი. ამგვარად თუ ავიღებთ 60 მინუს 35, მივიღებთ 25 წუთს. გამოვიდა, რომ მას ტესტის მერე, ხელბურთის გაკვეთილამდე მთელი 25 წუთი აქვს. მოდით გადავხედოთ. ერთი წუთი 1:59-სა და 2:00 შორის, შემდეგ კიდევ 60. ვიღებთ 61 წუთს. შემდეგ კიდევ 35 წუთი, რაც გვაძელვს 96 განვლილ წუთს. 96 წუთს მივყავართ 3:35 სთ-მდე, რაც ნიშნავს, რომ 4:00-მდე დაგვრჩა 25 წუთი.