If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეხუთე კლასი > თემა 5

გაკვეთილი 4: ამოცანები საზომ ერთეულებზე

ამოცანა გაზომვაზე: მანძილი სახლამდე

სალი ხსნის სიგრძის ამოცანებს (არამეტრულ სისტემაში), რომლებშიც გამოყენებულია იარდები და ფუტები. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჯუდიმ გუშინ სკოლიდან სახლამდე მანძილის ნახევარი სირბილით გაიარა. დარჩენილი მანძილის ერთი მეოთხედი ხტომით იარა და სახლამდე სიარულით წავიდა. სიარულით მან მხოლოდ 360 ფუტი იარა. რა მანძილია სკოლასა და ჯუდის სახლს შორის? გვთხოვენ, რომ პასუხი დავწეროთ იარდებში. დასაფიქრებელია. გვეუბნევიან 360 ფუტს და პასუხი უნდა დავწეროთ იარდებში. გავიხსენოთ, რომ ერთი იარდი სამ ფუტს უდრის. დავრწმუნდეთ, რომ უყურადღებო შეცდომას არ დაუშვებთ. მოდით ახლა ჩვენი მთელი ინფორმაცია იარდებში ჩავწეროთ. რამდენი იარდია 360 ფუტი? ერთ იარდში არის სამი ფუტი. ასე, რომ 360 უნდა გავყოთ სამზე. 360 გაყოფილი სამზე არის 120 იარდი. ახლა შეგვიძლია მთელი ამოცანა ამოვხსნათ იარდებში. მოდით დავფიქრდეთ ამაზე. ვთქვათ ეს არის მთელი გასავლელი მთელი მანძილი. ეს არის მისი გზა სკოლიდან სახლამდე. დავხატავ მონაკვეთს, რომელიც მთელ გზას გვიჩვენებს. რაც, შეიძლება დიდი მინდა დავხატო, რათა დასაწერად ადგილი გვქონდეს. ეს არის სკოლა, ხოლო ეს სახლია. დასაწყისშივე გვითხრეს, რომ მან გაირბინა მანძილის ნახევარი. ასე, რომ ეს ორად გავყოთ. მოდით გავყოთ ორად. ამგვარად მან გაირბინა მანძილის ნახევარი. ეს არის მანძილი, რაც მან გაირბინა. ეს მთლიანი მანძილის ნახევარია. შემდეგ ამბობენ, რომ მან ხტომით გაიარა დარჩენილი მანძილის ერთი მეოთხედი. მონაკვეთი, რომელიც სტაფილოსფრით ჯერ არ შემივსია დარჩენილი მანძილია. მოდით მოვნიშნოთ დარჩენილი მანძილის მეოთხედები. ეს არის დარჩენილი მანძილის ნახევარი. ეს არის ერთი მეოთხედი, მეორე მეოთხედი, მესამე მეოთხედი და მეოთხე მეოთხედი. ჩვენ ავიღეთ დარჩენილი მანძილი და გავყავით ის ოთხ ნაწილად. გვეუბენვიან, რომ ხტომით გაიარა დარჩენილი მანძილის 1/4. ეს არის სირბილის შემდეგ დარჩენილი მანძილი. მან ხტომით გაიარა გზის ერთი მეოთხედი. შემდეგ კი დარჩენილი გზა სახლისკენ, ფეხით გაიარა. ამგვარად მან დარჩენილი გზა ფეხით გაიარა. ეს არის მანძილი, რაც მან გაიარა. და ეს მანძილი არის 120 იარდი. რა მანძილია სკოლასა და ჯუდის სახლს შორის? არსებობს მრავალი გზა, ამაზე დასაფიქრებლად. როდესაც ვისაუბრეთ სირბილის შემდეგ დარჩენილ მანძილზე, ანუ ეს იყო დარჩენილი მანძილი, მას შემდეგ რაც გაირბინა, აქ, ამ სტაფილოსფერი ფერის შემდეგ ნახეთ, რომ აქ ეს ცისფერი ნაწილი არის დარჩენილი მანძილის ერთი მეოთხედი. 120 იარდი არის დარჩენილი მანძილის სამი მეოთხედი. ასე, რომ ეს უდრის დარჩენილი მანძილის სამ მეოთხედს. მაშ ასე, რამდენს უდრის დარჩენილი მანძილის ერთი მეოთხედი? რადგანაც ეს არის სამი მეოთხედი, ერთი მეოთხედი იქნება მისი ერთი მესამედი, 120-ის ერთი მესამედი არის 40. ამგვარად, ეს მანძილი სწორედ აქ არის 40. ესეც 40 და ესეც 40. ყურადღება მიაქციეთ, 40- პლიუს 40 პლიუს 40 არის 120. და ეს, სწორედ აქ, ასევე 40 იქნება. ეს ყველაფერი არის იარდებში. ასე, რომ დარჩენილი მანძილი იქნება 40-ჯერ ოთხი, ანუ 160 იარდი. ამგვარად, ეს არის 160 იარდი. ახლა რა არის მთლიანი მანძილი? ეს არის სირბილის შემდეგ დარჩენილი მანძილი. ის მთლიანი მანძილის ნახევარია. ასე, რომ ეს არის 160 იარდი და ესეც 160 იარდი იქნება ასევე. რამდენია 160 იარდს პლიუს 160 იარდი? ეს გვაძლევს სკოლიდან სახლამდე მთლიან მანძილს, რაც 320 იარდს უდრის.