ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 5
გაკვეთილი 6: კუთხური მოძრაობა- კუთხეები და ერთეულები
- გამოწვევა: მბრუნავი ჯოხი
- კუთხური სიჩქარე
- გამოწვევა: ეცემა ქვა
- ტრიგონომეტრია
- ტრიგონომეტრიული შეფარდებები მართკუთხა სამკუთხედებში
- მოძრაობის მიმართულებით მითითება
- გამოწვევა: მანქანა, რომელიც უხვევს
- პოლარული კოორდინატები
- გამოწვევა: სპირალების მხაზავი
- პროექტი: ხომალდი თამაშიდან „Asteroids"
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ტრიგონომეტრია
მგონი, დროა. ჩვენ გადავხედეთ კუთხეებს და ამოვატრიალეთ ობიექტი. დროა შემდეგი რამისთვის: soh cah toa. დიახ, soh cah toa. ეს ერთი შეხედვით უაზრო სიტყვა არის კომპიუტერული გრაფიკის ნამუშევრების საფუძველი. ტრიგონომეტრიის ელემენტარული ცოდნა აუცილებელია, თუ გსურთ კუთხის გამოთვლა, წერტილებს შორის მანძილის გამოთვლა, მუშაობა წრეებთან, რკალებთან ან წრფეებთან. soh cah toa არის მნემონიკური ტექნიკა (ცოტა კი აბსურდული, მაგრამ მაინც) იმის დასამახსოვრებლად, რასაც ტრიგონომეტრიული ფუნქციები სინუსი, კოსინუსი და ტანგენსი ნიშნავს.
- soh: sine = მოპირდაპირე / ჰიპოტენუზა
- cah: cosine = მიმდებარე / ჰიპოტენუზა
- toa: tangent = მოპირდაპირე / მიმდებარე
გადახედეთ ზემოთ მოცემულ დიაგრამას კიდევ ერთხელ. მისი დამახსოვრება საჭირო არაა, მაგრამ მასთან მუშაობა არ უნდა გიჭირდეთ. კიდევ ერთხელ დახატეთ ის თქვენით. მოდით, ახლა ოდნავ განსხვავებული გზით დავხატოთ:
ხედავთ, როგორ ვქმნით მართკუთხა სამკუთხედს ვექტორისგან? ვექტორის ისარი არის ჰიპოტენუზა და მისი კომპონენტები (
x
და y
) არის სამკუთხედის კათეტები. კუთხე არის დამატებითი მნიშვნელობა, რომელიც მიუთითებს ვექტორის მიმართულებას.ვინაიდან ტრიგონომეტრიული ფუნქციები საშუალებას გვაძლევს, დავამყაროთ კავშირი ვექტორის კომპონონენტებსა და მის მიმართულებას + სიგრძეს შორის, ისინი ძალიან გამოგვადგება ამ კურსში. დავიწყებთ იმ მაგალითის განხილვით, რომელიც საჭიროებს ტანგენს ფუნქციას.
ეს „ბუნებრივი სიმულაციების" კურსი ეფუძნება დანიელ შიფმენის წიგნს "კოდის ბუნებას", ის გამოყენებულია ლიცენზიით Creative Commons Attribution-NonCommercial 3,0 Unported License.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.