If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: პრეალგებრა > თემა 6

გაკვეთილი 5: ათწილადების წილადებად ჩაწერა

ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.8

სალი 0.8-ს გარდაქმნის წილადად. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, ჩავწეროთ 0.8 წილადის სახით. ასე რომ, 0.8... ამ ჩანაწერში არსებული 8-იანი არის მეათედის ადგილას. ეს არის მეათედის ადგილი. ასე რომ, ჩვენ უკვე ჩავწერეთ იგი როგორც რვა მეათედი და ეს შეგვიძლია ჩავწეროთ რვა მეათედის სახით ან როგორც 8 შეფარდებული 10-თან. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს წილადის სახის ჩანაწერი. შეგვიძლია, გავამარტივოთ იგი. რვაც და 10-იც იყოფა ორზე. მრიცხველიც და მნიშვნელიც გავყოთ 2ზე. ამით წილადის მნიშვნელობა არ იცვლება, რადგან, მრიცხველიც და მნიშვნელიც იყოფა ერთი და იგივე რიცხვზე. 8 გაყოფილი 2-ზე არის 4, 10 გაყოფილი 2-ზე არის 5 და სულ ეს არის. 0.8 იგივეა, რაც 8 მეათედი, რაც იგივეა რაც 4 მეხუთედი.