ძირითადი მასალა
პრეალგებრა
კურსი: პრეალგებრა > თემა 6
გაკვეთილი 5: ათწილადების წილადებად ჩაწერა- ათწილადების სახით ჩაწერეთ წილადები (მნიშვნელებით 10 და 100)
- რიცხვის წილადის და ათწილადის სახით ჩაწერა
- რიცხვის წილადისა და ათწილადის სახით ჩაწერა
- ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.15
- ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.8
- ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.36
- ჩაწერეთ ათწილადები წილადების სახით
- წილადის ათწილადად გადაწცევა: 11/25
- დამუშავებული მაგალითი: წილადის (7/8) ათწილადში გადაყვანა
- წილადების გარდაქმნა ათწილადებად
- ათწილადების წილადებად გადაქცევა 2 (მაგალითი 1)
- ათწილადების წილადებად გადაქცევა 2 (მაგალითი 2)
- ათწილადის წილადად ჩაწერის გამოწვევა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
დამუშავებული მაგალითი: წილადის (7/8) ათწილადში გადაყვანა
ისწავლეთ 7/8 წილადის ათწილადის სახით ჩაწერა. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
7/8 ჩაწერეთ ათწილადის სახით. მთავარია, მივხვდეთ,
რომ 7/8 იგივეა, რაც 7 გაყოფილი რვაზე. ეს არის განსხვავებული
გზები ერთი და იგივე რამის ჩასაწერად. გავყოთ 7 8–ზე,
-- ამას გავაკეთებ ქვემოთ.-- 7–ს ვყოფ 8–ზე. დავამატებ ათწილადის წერტილს აქ, რადგან ვიცით,
რომ პასუხი ერთზე ნაკლები გამოვა. შვიდი მერვედი ნაკლებია ერთზე. რამდენიმე ციფრი გვექნება
ათწილადის წერტილის იქეთ, მარჯვნივ. მოდით, ათწილადის წერტილს დავსვამ
აი აქ, შვიდიანის წერტილის მაღლა. და ვიწყებთ გაყოფას. გავყოთ ქვეშმიწერით, ასე უფრო მარტივი
იქნება. უნდა დავწრმუნდეთ, რომ ყურადღებას
ვაქცევთ ათწილადის ნიშანს. 8 საერთოდ არ მოთავსდება
შვიდში, მაგრამ მოთავსდება 70-ში. 8 მოთავსდება 70-ში რვაჯერ. რვაჯერ
8 არის 64 და შემდეგ გამოაკლებთ. 70-ს გამოკლებული 64 არის 6. შემდეგ, ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი
ნოლი, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს ნაშთი. უნდა მივიდეთ
იქამდე, როცა ნაშთი აღარ გვექნება. ჩავთვალოთ, რომ ეს პროცესი
არ მეორდება უსასრულოდ და არსებობს სხვა გზებიც,
ამ მგალითის ამოსახსნელად. 8 ჩაეტევა 60-ში, ვნახოთ.. 8–ჯერ ვერ
მოთავსდება რვაჯერ, რადგან ეს 64-ია. 8 მოთავსდება 60-ში შვიდჯერ. შვიდჯერ 8 არის 56. ისევ გამოვაკლებთ. 60-ს გამოკლებული 56 არის 4. ახლა,
ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი ნოლი, აი აქ. 8 მოთავსდება 40-ში
ზუსტად ხუთჯერ. ხუთჯერ 8 არის 40. აღარაფერი დაგვრჩა. ასე რომ, დავასრულეთ. 7
გაყოფილი რვაზე ანუ 7/8 უდრის ,875–ს. წინ დავუწერ ნოლს, თვალსაჩინო რომ
იყოს სად არის ათწილადის წერტილი. 0,875 და დავასრულეთ.