If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:36

ვიდეოს აღწერა

საინტერესო ამოცანა გვაქვს, ასეთ რამეს გვეუბნება. უნდა დავთვალოთ ათეულებით დაწყებული 40-დან და შევავსოთ ეს ცარიელი ადგილები. დავიწყოთ მაშინ 40-დან დათვლა. 40 არის 4 ათეული. 1 ათეულს თუ დავუმატებთ რას მივიღებთ? მივიღებთ 5 ათეულს, ხომ? ესე იგი, მივიღებთ 50-ს. ახლა ამასაც დავუმატოთ 1 ათეული. რას მივიღებთ? 6 ათეულს, ანუ 60-ს. მერე 70 გვაქვს, ანუ დამატებული 1 ათეული, 7 ათეულია. ახლა 7 ათეული გვაქვს და დავუმატოთ ამას კიდევ 1 ათეული და ასე ვითვლით ათეულებით. დავუმატოთ ახლა 70-ს, ანუ 7 ათეულს კიდევ 1 ათეული, მივიღებთ რას? 8 ათეულს. ანუ, 80-ს. ამას თუ დავუმატებთ კიდევ 10-ს, ანუ 1 ათეულს, მივიღებთ 90-ს. ესეც ასე, დავასრულეთ. მოდით კიდევ მსგავსი გავაკეთოთ. აქ გვეუბნებიან, რომ ისევ დავთვალოთ ათეულებით, ოღონდ 656-დან ვიწყებთ. და უნდა შევავსოთ ცარიელი ადგილები. ესე იგი, ისევ, ყოველ ჯერზე უნდა დავუმატოთ 10, ანუ 1 ათეული. 656 არის 6 ასეული, 5 ათეული, 6 ერთეული. ჩვენ ვუმატებთ მარტო ათეულებს. ანუ, 5 ათეულის მაგივრად მომდევნო გრაფაში, ასე ვთქვათ, რა იქნება? იქნება 6 ათეული. ესე იგი, გვექნება 6, 6 და 6. ზოგს არ მოეწონება ალბათ ეს რიცხვი, მაგრამ რას ვიზამთ ეგრე გამოვიდა. შემდეგ, კიდევ ვუმატებთ ათს. ეს რა იქნება? გვაქვს 6 ათუელი, ახლა 7 ათეული გვექნება იმიტომ, რომ 1-ით ვზრდით, ხომ? ესე იგი, გვაქვს 6 7 6, ანუ 676. ახლა კიდევ 1 ათეული დავუმატოთ, უკვე მიღებულიცაა რიცხვი ეს არის 6 8 6, იმიტომ, რომ 7 ათეული გავზარდეთ 1-ით, ანუ 8 ათეული დაგვრჩა. (კი არა და მივიღეთ) შემდეგ, ამას დამატებული 1 ათეული, რას მოგვცემს? 696-ს, ანუ 8 ათეულიდან 9 ათეულზე გადავალთ. 6 9 6 ახლა ამას დავუმატოთ და საინტერესო რაღაცაზე მივალთ. ამასაც თუ დავუმატებთ 1 ათეულს, 10-ს ხომ ვერ დავწერთ, არა? მაშინ 10-ს თუ ვერ დავწერთ როგორ უნდა მოვიქცეთ? რაღაც ნაცნობი ხომ არ არის შემთხვევით? მოდით, ასეთი რაღაცა ვქნათ. გვაქვს 6 ასეული, 9 ათეული, ეს იგივეა რაც 69 ათეული, ხომ? თუ გვაქვს 69 ათეული და კიდევ 1 ათეულს ვუმატებთ, რა გამოგვივა? გამოგვივა 70 ათეული. ანუ, აქ გვექნება 70 ათეული და 6 ერთეული. ესე იგი, როცა 696-ს ვუმატებთ 1 ათეულს მივიღებთ 706-ს, ანუ 70 ათეულს და 6 ერთეულს. აი, დანარჩენებისთვისაც გავიმეორებ. ეს იგივეა რაც 65 ათეული. ეს არის 66 ათეული. აქ გვაქვს 67 ათეული. 68 ათეული. 69 ათეული და ბოლოს 70 ათეული. ანუ 706, სხვა ნაირად. 706.