იტვირთება

ვიდეოს აღწერა

თუ 43–იდან 1043–მდე ასეულებით დავითვლით, რომელ რიცხვებს დავასახელებთ? აირჩიეთ ყველა სწორი პასუხი. მოდით, დავითვალოთ ასებით. დავიწყოთ 43–იდან. და დავუმატოთ 43–ს 100. თუ 43–ს დავუმატებთ 100–ს, მივიღებთ 143–ს. თუ კიდევ ერთ 100–ს დავუმატებთ, გვექნება ორი ასეული და 43, ანუ 243. თუ კიდევ დავუმატებთ 100 გვექნება სამი ასეული და 43, ანუ 343. ალბათ, ხვდებით უკვე, რაც ხდება აქ. შემდეგი 100–ის დამატების მერე გვექნება 443, ასეულების ადგილს გამოვყოფ, რომ მარტივად შევამჩნიოთ. კიდევ ერთი 100–ის შემდეგ 543 გვექნება ისევ დავუმატოთ 100 და მივიღებთ 643–ს შემდეგ 100–ს ვუმატებთ და 743–ს ვიღებთ გავაგრძელოთ ასების დამატება! შემდეგი 100 და გვაქვს 843 კიდევ ერთი და 943 გვაქვს ცხრა ასეული და 43, ან ცხრა ასეული ოთხი ათეული და სამი ერთეული თუ კიდევ ერთ ასეულს დავუმატებთ გამოგვივა ათი ასეული და 43 ათი ასეული იგივეა, რაც ერთი ათასი, ანუ გვაქვს 1043. სწორედ ამ რიცხვამდე უნდა დაგვეთვალა ასებით. 1043 იგივე რაც ათი ასეული და 43 ახლა კი, ამ რიცხვებიდან რომლები შეგვხვდა, ასეულებით 43–იდან 1043–მდე დათვლისას? 44 არ შეგვხვედრია; არც 123 არ შეგვხვედრია; მაგრამ 143 შეგვხვდა, 543–იც შეგვხვდა, 843 ასევე შეგვხვდა. ეს სამი რიცხვი შეგვხვდა. ამის ამოხსნა ზეპირადაც შეგეძლოთ: დაითვლიდით: 43, 143, 243, 343, 443, 543, 643, 743, 843, 943, 1043 ნებმისმიერ შემთხვევაში, ესაა ის რიცხვები, რომლებიც ჩამოთვალეთ, სანამ 43–იდან 1043–მდე ასეულებით ვითვლიდით. ესაა ის სამი რიცხვი, რომელიც შეგვხვდა.