If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წილადებით შედგენილი წრფივი დიაგრამის წაკითხვა

სალი კითხულობს წრფივ დიაგრამას, რომელშიც მოცემულია საშუალო თვიური ნალექიანობა სხვადასხვა ქალაქში. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

საფრანგეთის ქალაქებში წვიმის რაოდენობა ცვლადია. წრფეზე მონაცემები გვიჩვენებს ნალექის რაოდენობას 13 სხვადასხვა ქალაქში. სიდიდეები დამრგვალებულია უახლოეს 1/4 სანტიმეტრამდე. რამდენით მეტი ნალექია ყველაზე წვიმიან ქალაქში, რიგით მეორე ყველაზე წვიმიან ქალაქთან შედარებით? კარგად გავიაზროთ, რა ინფორმაციას იძლევა მოცემული გრაფიკი. თითოეული წერტილი წარმოადგენს ერთ-ერთ ქალაქს, რომელშიც გაზომეს ნალექის საშუალო რაოდენობა თვის განმავლობაში. მაგალითად, ამ წერტილის აქ დასმა ნიშნავს, რომ ეს ქალაქი არის ერთად-ერთი, რომელშიც საშუალო ნალექიანობა იყო ექვსი სანტიმეტრი თვეში. ეს გვიჩვენებს, რომ ამ ორი ქალაქის საშუალო თვიური ნალექიანობა არის რვა მთელი 3/4 სანტიმეტრი. ორ ქალაქში საშუალო თვიური ნალექიანობა იყო 12 მთელი 3/4 სანტიმეტრი. ესე იგი, ნებისმიერი მოცემული რაოდენობის ნალექისთვის გვაქვს ინფორმაცია, თუ რამდენ ქალაქში იყო ამ რაოდენობის ნალექი. რადგან დიაგრამა გავიაზრეთ, ვუპასუხოთ შეკითხვას. რამდენით მეტი ნალექია ყველაზე წვიმიან ქალაქში? ყველაზე წვიმიანი ქალაქი აქ არის ის, რომელიც ყველაზე მარჯვნივაა, 13 მთელი 1/2 სანტიმეტრი ნალექით. -- აღვნიშნავ -- ეს არის 13 მთელი 1/2 სანტიმეტრი. რამდენით მეტი ნალექია ყველაზე წვიმიან ქალაქში, ვიდრე რიგით მეორე ყველაზე წვიმიან ქალაქში? ესაა რიგით მეორე ყველაზე წვიმიანი ქალაქი. ნალექიანობა არის 13 მთელი 1/4 სანტიმეტრი. განსხვავება ამ ორს შორის მხოლოდ ერთი დანაყოფია. 13 მთელ 1/4-სა და 13 მთელ 1/2-ს შორის მხოლოდ ერთი დანაყოფია. ერთ სანტიმეტრზე ოთხი დანაყოფი მოდის. ერთი დანაყოფი სანტიმეტრის მეოთხედია. შეგვიძლია, ერთი შეხედვითაც დავინახოთ, რომ განსხვავება 1/4 სანტიმეტრია. თუ ეს ერთი შეხედვით აშკარა არაა, შეგვიძლია, ავიღოთ ერთ-ერთი მონაცემი და გამოვაკლოთ მეორე. მაგალითად, ავიღოთ 13 მთელი 1/2 და გამოვაკლოთ 13 მთელი 1/4. ამის გაკეთება რამდენიმენაირად შეიძლება. შეგვიძლია, 13 გამოვაკლოთ 13-ს და 1/4 გამოვაკლოთ 1/2-ს, რაც უდრის 1/4-ს. ასევე, შეგვიძლია, გადავწეროთ არაწესიერ წილადებად. 13 მთელი 1/2 იგივეა რაც ორჯერ 13-ს ანუ 26-ს პლუს ერთი, რაც უდრის 27-ს. ეს არის 27/2. ამას უნდა გამოვაკლოთ -- ოთხჯერ 13 არის 52, პლუს ერთი არის 53, ესე იგი, მინუს 53/4. გამოკლებისთვის საჭიროა გავაერთმნიშვნელიანოთ. ოთხი არის ორის ჯერადი, ესე იგი. მრიცხველსაც და მნიშვნელსაც ვამრავლებთ ორზე. გვექნება 54/4 მინუს 53/4, რაც უდრის -- 54 მინუს 53 უდრის ერთს, ანუ, 1/4 სანტიმეტრი. ასეთი ამოცანისთვის ამდენის გაკეთება საჭირო არცაა, მაგრამ ამისი ცოდნაც სასარგებლოა იმ შემთხვევისთვის, როცა შესადარებელი მონაცემები გვერდიგვერდ არაა.