If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: გეომეტრიის საფუძვლები > თემა 7

გაკვეთილი 2: პითაგორას თერემის გამოყენება

პითაგორას თეორემა სამ განზომილებაში

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემულია საინტერესო ფიგურა ფუძე არის მართკუთხა პრიზმა, მისი ზომები კი არის: სიმაღლე - სამი ერთეული, სიგანე - ორი ერთეული, სიგრძე - ოთხი ერთეული ზემოთ კი გვაქვს მართი პირამიდა პირამიდის სიმაღლე, ანუ რომ დავიწყოთ პირამიდის ცენტრიდან და მაღლა ვიაროთ ეს სიმაღლე არის ერთი ერთეულის ტოლი ჩვენი მიზანი არის ამ პირამიდის რომელიმე გვერდის სიგრძის გაგება ამ სიგრძეს დავარქვათ x მინდა რომ ვიდეო შეაჩერო და შენით სცადო ამოხსნა, გახსოვდეს, რომ ეს მართი პირამიდაა ანუ ეს წითელი ხაზი, რომლის სიგრძეც ერთი ერთეულია, არის მართობული ამ მთლიანი სიბრტყის მიმართ შეაჩერე ვიდეო და ჯერ შენით სცადე ამის ამოხსნა დაგეხმარები და გეტყვი, რომ პითაგორას თეორემის გამოყენება მოგიწევს ახლა კი ერთად ამოვხსნათ მთავარია, გაიაზრო, რომ ეს წერტილი ამ სიბრტყის სიგრძისა და სიგანის ზუსტად შუაშია მოქცეული, მათ ორ ნახევრად ყოფს თან ვიცით, რომ ეს მთელი სიგრძე უდრის ოთხს ამიტომ, ეს წერტილი ამ სიგრძეს გაყოფს ორ ნაწილად, თითოეულის სიგრძე იქნება ორი ასევე, შეგვიძლია ამის სიგრძის გამოთვლაც თუ ეს მთელი სიგრძე ორია-- ესეც ორი იქნება, რადგან მართი პრიზმაა თუ მთელი სიგანე ორია, მაშინ თითოეული ამ სიგრძეთაგან იქნება ერთის ტოლი რაში გამოგვადგება ამ ყველაფრის ცოდნა? ამ ინფორმაციის გამოყენებით შეგვიძლია აი, ამ სიგრძის გამოთვლა რატომ არის ამ წრფის სიგრძე საინტერესო? ეს წრფე ამ სიმაღლესთან ერთად მართკუთხა სამკუთხედს ქმნის რომლის ჰიპოტენუზაც x-ია შეგვეძლება პითაგორას თეორემის გამოყენება თუ გავიგებთ ამის სიგრძეს, მაშინ x-ის გაგებაც მარტივი იქნება ამ სიგრძეს დავარქვათ a როგორ გამოვთვალოთ a? მოდი, ავიღოთ ეს ნაწილი და ორ განზომილებაში შევხედოთ ეს იქნება დაახლოებით ასე, a იქნება აქ ვიცით, რომ ამის სიგრძე არის იმ გვერდის ნახევარი, ამიტომ, ეს იქნება ერთის ტოლი მოდი ერთსა და იმავე ფერებში გავაკეთებ. ეს იგივეა, რაც ეს და მისი სიგრძეა ერთი ხოლო ეს კი არისი იგივე, რაც ეს გვერდი და მისი სიგრძეა ორი ახლა შეგვიძლია a-ს გამოსათვლელად პითაგორას თეორემის გამოყენება ჰიპოტენუზის, ანუ a-ს კვადრატი იქნება ერთის კვადრატს პლუს ორის კვადრატი ანუ, ერთს პლუს ოთხს, რაც უდრის ხუთს ანუ a-ს კვადრატი უდრის ხუთს და ანუ, a უდრის კვადრატულ ფესვს ხუთიდან ეს სიგრძე არის ხუთიდან ფესვის ტოლი ახლა შეგვიძლია უკვე x-ის გაგება ეს მთლიანად არის მართკუთხა სამკუთხედი ეს სიმაღლე, რომლის სიგრძეა ერთი არის ამ მთლიანი სიბრტყის პერპენდიკულარული დავხატავ, ეს გვერდი იქნება ფესვი ხუთიდან ასევე, გვაქვს ეს სიმაღლე, რომლის სიგრძეა ერთი და ვცდილობთ ამ x-ის გაგებას ასევე, ვიცით, რომ ეს არის მართი სამკუთხედი და შეგვიძლია პითაგორას თეორემის გამოყენება x-ის კვადრატი უდრის ერთის კვადრატს პლუს ფესვი ხუთის კვადრატი ანუ, ერთს პლუს ხუთს, ფესვი ხუთს კვადარტი ხუთს უდრის ერთს პლიუს ხუთი ექვსს უდრის, ანუ, x უდრის კვადრატულ ფესვს ექვსიდან მოვრჩით, ეს არის ამ გვერდის სიგრძე