ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:35

ვიდეოს აღწერა

ამოიცანით ყველა პარალელური და პერპენდიკულარული წრფე ქვედა სურათში. პარალელური წრფეებით დავიწყოთ. გავიხსენოთ- წრფეები პარალელურია თუ თუ ისინი ერთ სიბრტყეზე არიან ყველა ეს წრფე აშკარად ერთ სიბრტყეზეა. ისინი თქვენი მონიტორის სიბრტყეზე არიან. --ორი ხაზი, რომელიც ერთ სიბრტყეზეა და ერთმანეთს არ კვეთს. ამის შემოწმების ერთი გზაა,-- ზოგჯერ გვგონია, რომ ორი წრფე არ გადაიკვეთება, მაგრამ მაგრამ ყოველთვის ასე ვერ დაასკვნით. რაიმე ინფორმაცია გჭირდებათ, დიაგრამაზე ან ამოცანაში რომელიც გეუბნებათ, რომ ისინი აშკარად პარალელურია და არასდროს იკვეთება. აქ გვეუბნებიან, რომ ST და UV წრფეები CD წრფეს ერთი და იგივე კუთხით კვეთენ. --ამ შემთხვევაში მართი კუთხით. და განსაკუთებით,ის არის მარჯვენა კუთხესთან თუ გვაქვს ორი წრფე, რომელიც მესამეს კვეთს ერთი და იგივე კუთხით, --მათ შესაბამის კუთხეებს უწოდებენ, --თუ ორი ასეთი კუთხე გაქვთ, მაშინ წრფეები პარალელურია. ასე რომ, ST წრფე UV წრფის პარალელურია. შეგვიძლია ასე დავწეროთ: წრფე ST-- ორივე ბოლოში ისარი დავსვათ, რადგან წრფეა და არა მონაკვეთი. ST წრფე UV-ს პარალელურია. მგონი ეს ერთადერთი წყებაა პარალელური წრფეებისა ამ დიაგრამაზე. ახლა პერპენდიკულარულ წტფეებზე ვისაუბროთ. პერპენდიკულარული წრფეები არის წრფეები, რომლებიც 90 გრადუსიანი კუთხით იკვეთებიან. მაგალითად, ST წრფე CD წრფის პერპენდიკულარულია. ვიცით, რომ ისინი მართი ანუ 90 გრადუსიანი კუთხით იკვეთებიან. რადგან ეს პატარა ყუთი ნიშნავს, რომ ამ კუთხის ზომა 90 გრადუსია. ზუსტად იმავე არგუმენტით, UV CD-ს პერპენდიკულარულია. უნდა გამოვსახო, როგორც წრფეები. UV პერპენდიკულარული CD-ს. ამოვიცანი, UV, ST და მათი პერპენდიკულარული CD. ერთადერთი ინფორმაცია მართი კუთხით გადაკვეთაზე, არის არის ხაზები AB და WX. AB ცხადად პერპენდიკულარულია WX-ის. მგონი მოვრჩით. კიდევ ერთი რამ, AB და CD-ზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან არ იკვეთებიან. მაგრამ ისინი აშკარად არ არიან პარალელური. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ისინი მალე გადაიკვეთებიან. ისინი არ გვეუბნებიან, რომ ტოლი კუთხეებით კვეთენ წრფეს. რომ ეთქვათ, რომ მართი კუთხეა გარეგნულად ვეღარ შევაფასებდით. ვიტყოდით, შეიძლება იყონ პერპენდიკულარული. ან ეს ორი წრფე პარალელურია. ეს რომ ეთქვათ ძალიან უცნაური იქნებოდა. ძალიან არაპარალელურად გამოიყურება. ეს სხვა რამეების პარალელურიც იქნებოდა. კარგია, რომ ასე არ არის, რადგან უცნაური იქნებოდა. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მოგვცეს, ესენი არიან პარალელური და პერპენდიკულარული წრფეები.