If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:08

ვიდეოს აღწერა

ჩვენ უნდა გამოვთვალოთ, რას უდრის 9.005-ს გამოკლებული 3.6, შეგვიძლია მისი წარმოდგენა, როგორც 9 მთელ 5 მეათასედს გამოკლებული 3 მთელი 6 მეათედი. როცა თქვენ ამოცანაში ათწილადების გამოკლებას გთხოვენ, მნიშვნელოვანია -- და ეს ათწილადების შეკრებისასაც ასეა -- მათი სწორად ჩაწერა. აქ გვაქვს 9,005–3,6. ჩვენ ერთმანეთის ქვემოთ სწორად დავწერეთ ციფრები და ახლა შეგვიძლია გამოვაკლოთ ერთს მეორე. აქედან ვიწყებთ. ხუთს არაფერი აკლდება. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ 3.6, ან 3 მთელი 6/10 და დაამატოთ აქ ორი ნული, ეს იგივე იქნება, რაც 3 მთელი 600/1000 და იგივე, რაც 6/10. როცა ამ მეთოდს იყენებთ, თქვენ იტყვით, კარგი, 5-0, და უბრალოდ ხუთს წერთ აქ. ან შეგიძლიათ, თქვათ, აქ არაფერი არ არის, ხუთს გამოკლებული არაფერი ისევ ხუთის ტოლია. როცა თქვენ ნულს აკლებთ ნულს, ისევ ნულს იღებთ. ხოლო როცა ნულისთვის ექვსის გამოკლება არ შეგიძლიათ. ასე რომ, რაღაც აი, ამ ადგილიდან უნდა აიღოთ, და გადააჯგუფოთ ისინი. ჩვენ ერთს ცხრიანისგან ვისესხებთ, მოდი, ასეც მოვიქცეთ. მოდი, ვისესხოთ ერთიანი ცხრიანისგან და მაშინ მის ადგილას რვა დაგვრჩება. ამ ერთიანს კი ათეულების ადგილას დავსვამთ. ახლა დაიმახსოვრეთ, რომ ერთი იგივეა, რაც 10/10 ეს ათეულების ადგილია. ერთეული 10-ად გადაიქცევა. ზოგჯერ, ჩვენ ვსესხულობთ ერთეულს, მაგრამ, რეალურად, ჩვენ ვსესხულობთ ათეულს იმ ადგილიდან, რომელიც მარცხნივაა. აი, ასე, ერთული ეს 10/10-ია, ჩვენ ათეულების ადგილას ვართ. ჩვენ ათს ექვსს ვაკლებთ. მოდით, ფერს შევცვლი. 10–6=4 ახლა თქვენ რვიანს უნდა გამოაკლოთ სამი, რაც ხუთს უდრის. გამოდის, რომ 9.005-3.6 იგივეა, რაც 5.405.