If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ხანის აკადემიის გამოყენება მიმდინარე გაკვეთილზე

როგორ შეგიძლიათ ხანის აკადემიის მასალების გამოყენება კლასში, როგორც მასწავლებლის ხელმძღვანელობის ქვეშ, ისე - დამოუკიდებელი ვარჯიშისთვის

მიმოხილვა

ამ მოდელში მასწავლებლები ხანის აკადემიას რეგულარული ვარჯიშის ხელსაწყოდ იყენებენ, რათა განუვითარონ მოსწავლეებს პროცედურული და კონცეპტუალური უნარ-ჩვევები. ამავე მოდელში ხანის აკადემია ხშირად გამოიყენება სწავლების ციკლის ნაწილად, როგორც მასწავლებლის ხელმძღვანელობის ქვეშ, ისე დამოუკიდებელი ვარჯიშისთვის.

როდის გამოიყენება ხანის აკადემია?

გაკვეთილის დროს კვირაში რამდენჯერმე 15-30 წუთის განმავლობაში

ჩვეულებრივ, რა მასალას აძლევენ დავალებად:

უმეტესწილად სავარჯიშოებს, რომლებიც შეესაბამება ერთი წლის სასწავლო გეგმას

რა სიხშირით გაიცემა დავალებები?

მასწავლებლები კვირაში 2-3 დავალებას იძლევიან სახლში შესასრულებლად, რათა ისინი გაკვეთილის დროს უკვე მზად იყვნენ. მაგალითად, მასწავლებელმა შესაძლოა, მოსწავლეებს დაავალოს ერთი სავარჯიშო და ერთი ვიდეო ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს. ამ დავალებების ჩაბარების ვადა, როგორც წესი, 1-2 დღის შემდეგაა ხოლმე. მოსწავლეები სავარჯიშოებს ან იმავე დღეს ასრულებენ გაკვეთილზე, ან შემდეგ გაკვეთილზე.

როგორ იყენებს მასწავლებელი დავალებების ანგარიშებს?

მასწავლებლები დავალებების ანგარიშებს იყენებენ მოსწავლეებისთვის 1-2 ყველაზე რთული ამოცანის გასარჩევად. შედეგების ანგარიშები დალაგებულია ყველაზე რთულიდან ყველაზე მარტივამდე. მასწავლებლები დავალებების ანგარიშებს იმისთვის იყენებენ, რათა გამოარჩიონ მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება ან ჯგუფური მუშაობისას კლასში მითითებების მიცემა. გაკვეთილის დროს ვიდეოებისა და სტატიების შესრულების ანგარიშები იმისთვისაც გამოიყენება, რომ მასწავლებლებმა გაიგონ, არიან თუ არა მათ კლასში ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც სისტემატიურად აკლიათ ჩართულობა და მოტივაცია. მასწავლებლებს შეუძლიათ, იხილონ აქტივობის გვერდი და გაარკვიონ, რამდენი დრო დახარჯა მოსწავლემ და როდის.

მასწავლებლის რუტინის მაგალითი

გაკვეთილის დაწყებამდე
  • მასწავლებელი ხარჯავს 5-10 წუთს, რათა იპოვოს იმ დღის გაკვეთილთან დაკავშირებული მასალა, დავალებები და სავარჯიშოები მოსწავლეებისთვის.
გაკვეთილის დროს
  • ახალი მასალის მიმოხილვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ავარჯიშებს ხანის აკადემიაზე.
  • ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები ასრულებენ 1 აუცილებელ სავარჯიშოს. ზოგიერთი მოსწავლე მე-2, მასწავლებლის მიერ რეკომენდებულ სავარჯიშოსაც აკეთებს. ზოგი იჭედება პირველ დავალებაზე და იყენებს დახმარებას ან უყურებს ვიდეოს, რათა გაიხსენოს მასალა.
  • მასწავლებელი თვალყურს ადევნებს კლასის აქტიურობის გვერდს, რათა დარწმუნდეს, რომ მოსწავლეებს ყურადღება სავარჯიშოზე აქვთ კონცენტრირებული.
  • მასწავლებელი ამჩნევს, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს გამორჩეულად უჭირს ამოცანის ამოხსნა, ამიტომ ცალკე მუშაობს მასთან 3-5 წუთით.
  • 20 წუთის ამოწურვის შემდეგ მასწავლებელი ამჩნევს, რომ ერთ-ერთ ამოცანას 20 მოსწავლიდან მხოლოდ 7-მა გასცა სწორად პასუხი. კლასი რამდენიმე წუთის განმავლობაში არჩევს ამ ამოცანას, მოსწავლეები ჯგუფურად მსჯელობენ სწორ ამოხსნაზე და აგრეთვე განიხილავენ, თუ რატომ იყო ეს ამოცანა ყველაზე რთული.
გაკვეთილის შემდეგ
  • მასწავლებელი კიდევ ერთხელ ათვალიერებს სავარჯიშოსა და მის შედეგებს, რათა იხილოს, რამე მნიშვნელოვანი ხომ არ გამორჩა.
  • თუკი მოსწავლეთა უმეტესობამ სწორად უპასუხა კითხვების 70%-ს ან მეტს, ისინი მომდევნო გაკვეთილზე ახალ მასალაზე გადადიან.
  • თუკი უმრავლესობამ 70%-ზე დაბალი შედეგი დადო, მაშინ უმჯობესია, მასწავლებელმა მომდევნო გაკვეთილზე გამოყოს დრო და გააგრძელოს ამ მასალაზე ვარჯიში.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.