If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

საშინაო დავალება

ნამდვილი მასწავლებლები გვაჩვენებენ, როგორ იყენებენ ხანის აკადემიას საშინაო დავალებებში.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

საშინაო დავალება ამაზე უკეთ მეც ვერ ვიტყოდი, მშვენიერია. [რაიანი] ანაჰაიმში ვასწავლი, კალიფორნიაში. ეს ანაჰაიმის საშუალო სკოლაა. წელს ახალბედებს ვასწავლი, გაძლიერებულ მათემატიკა 3-სა და 4-ს. ჩემთვის მთავარი მიზანია – ჩემს მოსწავლეებს სიამოვნებდეთ სწავლა და სკოლა არ ეგონოთ ის, რისი გაკეთებაც, უბრალოდ, ევალებათ, არამედ დაინახონ, რომ სკოლა მათ ეხმარება, მიიღონ ის ცხოვრება, რომელიც სურთ. როდესაც 2006-ში მასწავლებლობა დავიწყე და მოსწავლეებს საშინაო დავალებას ვაძლევდი, ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობდი. მათ კლასში ვასწავლიდი, სხვადასხვა აქტივობით ვკავდებოდით, დავალებად კი სავარჯიშოების ფურცელს ან წიგნიდან ამოცანებს ვაძლევდი. შემდეგ კი ძალიან დიდი დროის დახარჯვა მიწევდა ამ დავალების განხილვაზე. "ვინმემ ვერ ამოხსენით მე-3 ამოცანა?" შემდეგ მე-3 ამოცანის განხილვა მიწევდა დაფაზე მათთან ერთად. ასეთ დროს, შესაძლოა, ნახევარ კლასს მე-3 ამოცანა სწორად ჰქონდეს ამოხსნილი და მოიწყინოს, რადგან იგივე შეკითხვა არ აქვს. მაგრამ, თუკი ძალიან სწრაფად გადავალ შემდეგ ამოცანაზე, გამომრჩება ის მოსწავლე, რომელსაც ეს ამოცანა ერთულა. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, გადამეწყვიტა, თუ როგორ შემეფასებინა მოსწავლის ვარჯიში კლასის გარეთ. ახლა, როდესაც ხანის აკადემია განივრცო, მასში არის ამოცანები, რომლებიც შეესაბამება პრაქტიკულად ყველა სტანდარტს, რომელსაც გაკვეთილის დროს ვასწავლი. შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ ეს კარგი და მრავალფეროვანი ამოცანებია. - უფრო მომწონს, ვიდრე ჩვეულებრივი საშინაო დავალება, რომელიც მანამდე მქონდა, რადგან, მაგალითად, თუკი დავალებად სავარჯიშოების ფურცელი გეძლევა, ზოგჯერ მასწავლებლები არ ამოწმებენ, სწორად გააკეთე თუ არა. ისინი მხოლოდ ამოწმებენ, რომ შევსებული გაქვთ. ხანის აკადემიის მეშვეობით კი მალევე იღებ პასუხს თუკი რამე სწორად ან არასწორად გააკეთე. ყოველ კვირას მიეცით დავალება [რაიანი] როგორც წესი, დავალების ვადად კვირა ღამეს ვაწესებ ხოლმე რათა მოსწავლეებს მთელი კვირა ჰქონდეთ მასზე სამუშაოდ. განიხილეთ ამოცანის მაგალითი მოსწავლეებთან ერთად ზოგჯერ, მე-2 დღის შემდეგ, როცა მათ უკვე ჰქონდათ დრო ამოხსნა ეცადათ, დავალება პროექტორზე გამომაქვს, შემდეგ კი ერთ-ერთ ამოცანას მაგალითის სახით განვიხილავ კლასში. აირჩიეთ დავალებების განხორციელებადი რაოდენობა კვირაში დაახლოებით 3 დავალება, როგორც წესი, საკმარისია; დამოკიდებულია თქვენი კლასის დონეზე. მიაქციეთ ყურადღება როგორც მოსწავლეების შედეგებს ისე შეუპოვრობას ვხედავ არა მხოლოდ მათ ქულას, არამედ იმის ნახვაც შემიძლია, თუ რამდენჯერ სცადეს მათ დავალების შესრულება. ამგვარად, შემიძლია ჩემი კლასის სიას დავხედო და ვნახო, რომ ჩემმა ამა და ამ მოსწავლემ 20-ჯერ სცადა დავალების შესრულება. ასე თუ მოხდა, ვფიქრობ, საჭიროა, ჩავერიო, დავეხმარო მოსწავლეს და გავარკვიო, რა არ ესმის მას. - შეუზღუდავი რაოდენობის ცდა გეძლევა დავალების შესასრულებლად. ამიტომ, ვთქვათ, ერთხელ თუ შეგეშალა, ამის გამო არ დაისჯები. შემდეგ მხოლოდ ხელახლა დაწყება მოგიწევს და კიდევ ცდა, ამჯერად უკეთ. ასევე შეკითხვები სულ ერთი და იგივე არ არის ახლების შესრულებაც გიწევს. [რაიანი] პირადად, ხანის აკადემიის დავალებები შეფასების ჟურნალშიც შემაქვს, ზუსტად ის ქულა, რასაც მოსწავლეები იღებენ. ამიტომ თუ დავალება ოთხ კითხვიანია და მოსწავლემ მათგან სამს გასცა პასუხი, ჟურნალში ოთხიდან სამს დავწერ. გარდა ამისა, მოსწავლეებს იმის საშუალებასაც ვაძლევ, რომ დაუბრუნდნენ სავარჯიშოს და კიდევ სცადონ. შემდეგ კი მათ ქულას ვცვლი შესაბამისად, თუკი დავინახავ, რომ მოსწავლეს შეუძლია მასალის დაძლევა, თუნდაც დადგენილ ვადაზე უფრო გვიან. ამგვარად, ზრდისთვის ფანჯრის ღიად დატოვება მოსწავლისთვის ძალიან სასარგებლოა. ოჰო! მშვენიერია! - ვფიქრობ, ეს ხანის აკადემიისა და ბატონი კაილის დამსახურებაა. ის და საიტი აუმჯობესებენ როგორც ჩემი, ისევე სხვა მოსწავლეების სწავლის პროცესს. ახლა, როცა ვხედავ, რომ მოსწავლეები სახლში ვარჯიშობენ ვიცი, რომ ისინი მაქსიმალურად პროდუქტიულად იყენებენ დროს. გაიგეთ მეტი: ka.khanacademy.org/resources