If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მასწავლებლების ტრენინგის პირველი ნაბიჯები (ა.შ.შ.)

იზეიმეთ კლასის პროგრესი სწავლამზომით (ბეტა)

გაზარდეთ მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა ხანის აკადემიის ახალი და გაუმჯობესებული სწავლამზომით. იგი ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში და ასახავს მოსწავლეების აქტივობის ფართო სპექტრს.

იზეიმეთ კლასის პროგრესი სწავლამზომით (ბეტა)

გაზარდეთ მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა ხანის აკადემიის ახალი და გაუმჯობესებული სწავლამზომით. იგი ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში და ასახავს მოსწავლეების აქტივობის ფართო სპექტრს.

როგორ მუშაობს სწავლამზომი?

  • სწავლამზომი ასახავს პროგრესს ყველა დახელოვნებაზე დაფუძნებული კურსისთვის, სადაც მოსწავლეებს უნარების უფრო მაღალ დონეზე გადასვლა შეუძლიათ დავალებებსა და კურსის დახელოვნების მიზნებში.
  • ფერადი რგოლების დონე იზრდება ყოველ ჯერზე, როცა კლასი მიაღწევს მოსწავლეების რაოდენობის „ნავარჯიშებ“ ან უფრო მაღალ დახელოვნების დონეს. მაგალითად, 26 მოსწავლისგან შემდგარი კლასი შემდეგი დონის რგოლზე გადავა ყოველ ჯერზე, როცა 26 უნარში მიაღწევს „ნავარჯიშების“ დონეს.

რისთვის გამოვიყენო სწავლამზომი?

  • გაზარდეთ მოსწავლეების მოტივაცია დავალების შესასრულებლად — თქვენი მოსწავლეების პროგრესი აღბეჭდილი იქნება მზომზე, როგორც დავალებების შესრულებისას, ისე კურსის დახელოვნების მიზნებში უნარებზე ვარჯისისას.
  • იზეიმეთ დახელოვნებული უნარები — უნარების დონეებზე ფოკუსირებით, პროგრესი, რომელსაც კლასი ზეიმობს, წარმოადგენს ნამდვილ წინსვლას უნარების დაუფლებისკენ.
  • გაიმარჯვეთ, როგორც გუნდმა — სწავლამზომი უზრუნველყოფს კლასების პროგრესის ვიზუალიზაციას, ცალკეული მოსწავლეების გამოურჩევლად. იგი აჩვენებს მოსწავლეებს, თუ როგორ შეაქვს წვლილი მათ ინდივიდუალურ ძალისხმევას კლასის საერთო მიზნების მიღწევაში.

რას ნიშნავს ბეტა?

  • ბეტა ნიშნავს, რომ მზომზე მუშაობა ჯერ კიდე მიმდინარეობს. ამ სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებლებისგან შევაგროვებთ უკუკავშირს იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად მუშაობს ის და შეიძლება წლის განმავლობაში ცვლილებებიც შევიტანოთ. თუ გაქვთ შენიშვნები სწავლამზომზე, გთხოვთ, მოგვწეროთ აქ support.khanacademy.org.

სად ვნახო სწავლამზომი?

მასწავლებლის მართვის პანელზე აირჩიეთ კლასი, რომლის პროგრესიც გსურთ გამოაჩინოთ. როდესაც კლასის მართვის პანელზე მოხვდებით, დააწკაპუნეთ სწავლამზომის ჩანართზე მარცხენა მენიუში.
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, გაიგეთ როგორ შექმნათ კლასი და დაამატოთ მოსწავლეები თქვენს კლასში.

პირველი 3 ნაბიჯი

ნაბიჯი 1: მოსწავლეებს მიეცით დავალებები, ან კურსის დახელოვნების მიზნები, რომლებიც შეესაბამება თქვენს სასწავლო გეგმას. განსაზღვრეთ, ხანის აკადემიის რომელი მასალები გამოადგებათ მოსწავლეებს, სტანდარტების შესაბამისი ცოდნის შეძენასა და უნარების დახელოვნებისთვის.
ნაბიჯი 2: ნაბიჯი 2: გამოყავით ვარჯიშის დრო მოსწავლეებისთვის, რომ იმუშაონ უნარებზე ყოველ კვირას (ვარჯიშის 15-30 წუთი იძლევა 1-2 დახელოვნების დონის ამაღლებას თითო მოსწავლისთვის). ერთი რგოლი ემატება ყოველ ჯერზე, როდესაც კლასი იმდენ დახელოვნების დონეს აიმაღლებს, რამდენიც კლასში მოსწავლეა. მაგალითად, 26 მოსწავლისგან შემდგარი კლასისთვის ეს იქნება 26 დახელოვნების დონის ამაღლება ნავარჯიშებამდე; მათი ერთიანი პროგრესი.
ნაბიჯი 3: აღნიშნეთ პროგრესი თქვენს სწავლამზომზე. რაც უფრო მეტად ივარჯიშებს და აამაღლებს დონეს თითოეული მოსწავლე, მით მეტი პროგრესი აისახება მზომზე — გამოჩნდება ახალი დონეები და საზეიმო მომენტები.

მნიშვნელოვანი დეტალები სწავლამზომის შესახებ

  • არ არსებობს ზღვარი, თუ რამდენი დონის მიღწევა შეუძლიათ კლასებს სწავლამზომზე — რაც უფრო მეტად აიმაღლებენ მოსწავლეები დონეს უნარებში, მით უფრო მეტი დახელოვნების დონე გამოჩნდება!
  • არ არის რაიმე აუცილებელი მოთხოვნა გარკვეული რაოდენობის დახელოვნების დონეების მიღწევაზე. თქვენი კლასები არასოდეს დაკარგავენ დახელოვნების დონეებს სწავლამზომში. კლასებს შეუძლიათ საკუთარი ტემპით იმოძრაონ თავიანთი მიზნისკენ.
  • თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხანის აკადემიის ზრდის მსოფლმხედველობის მასალები სწავლამზომთან ერთად, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს გაიგონ, როგორ მუშაობს მათი ტვინი და უკეთესად როგორ განეწყონ წარმატებისთვის.
  • რგოლების მოძრაობისა და ზეიმის ანიმაციის ხელახლა ჩართვა შეუძლებელია, ასე რომ, გთხოვთ, მოემზადოთ, რომ შეამოწმოთ იგი მოსწავლეების თანდასწრებით, ან თქვენი ეკრანის დისტანციურად გაზიარებით.
  • ეს ფუნქცია ბეტა ვერსიაშია, რაც ნიშნავს, რომ მას სრულ გაშვებამდე, წინასწარ ვაქვეყნებთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებისგან უკუკავშირის მისაღებად!
  • გააცანით სწავლამზომი თქვენს კოლეგებს, რათა მათმა მოსწავლეებმაც გამოცადონ ის!
კითხვები გაქვთ? დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს.

დანერგვის საუკეთესო რჩევები მასწავლებლებისგან:

  • ფერადი რგოლების გამომჟღავნების დღე ყოველთვის განსაკუთრებულია! შეგიძლიათ პროექტორით დიდ მონიტორზე გაუშვათ კომპიუტერის ეკრანი და მოსწავლეების თვალწინ ჩართოთ პროგრესის მზომი. ამ ფორმატის გარემოში შეიძლება იხილოთ, როგორ დახტიან მოსწავლეები სიხარულისგან!
  • დასახეთ დახელოვნების დონეებისთვის მოკლევადიანი (გაკვეთილის, კვირის) და გრძელვადიანი მიზნები (შეგიძლიათ მიაღწიოთ დონეს 15? 30? 100?). იყავით მოქნილი და შეცვალეთ მიზნები საჭიროებისამებრ, რათა მოსწავლეებმა შეინარჩუნონ თავდაჯერებულობა.
  • თუ „კლასის გახალისების“ ახალ გზებს ეძებთ, გაითვალისწინეთ ქალბატონი კოქსის გამოცდილება ფენიქსიდან - რომელიც, ყოველ კვირას, მოსწავლეებთან ერთად უყურებს მათ პროგრეს - და მიეცით მოტივაცია მოსწავლეებს ჯილდოებით. როგორიცაა 10 წუთი თავისუფალი დრო მე-10 დონეზე, ტკბილეული მე-15 დონეზე და კლასის წვეულება მე-20 დონეზე!
  • სხვა სტიმულები, რომლებიც მასწავლებლებმა წარმატებით გამოცადეს, მოიცავს სკოლის დღეების, საიდუმლო პრიზების ყუთსა და საყვარელი საკვების წვეულებას.
  • თუ ჯგუფი ენერგიაზეა, ან ითხოვს მეტ დავალებებს, ჩვენი ზრდის მენტალიტეტის Kahoot! თამაშების კოლექცია მათ თავდაჯერებულობასა და ღიმილს შეინარჩუნებს კლასში. და თუ ჯერ არ გიცდიათ, აუცილებლად სცადეთ ჩვენი განტვირთვის აქტივობები კლასის გამხიარულებისთვის.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.