If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ხანის აკადემიის გამოყენება გამეორებისთვის

როგორ შეგიძლიათ ხანის აკადემიის გამოყენება წინარე ცოდნაში არსებული ჩავარდნების შესავსებად და გამეორებისთვის

მიმოხილვა

ამ მოდელში მასწავლებლები ხანის აკადემიას იყენებენ იმისთვის, რომ დაახლოებით თვეში ორჯერ დაავალონ მოსწავლეებს რამდენიმე გასამეორებელი თემა. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, დავალებების შესრულება გაკვეთილის დროს დაიწყონ, თუმცა მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს დავალებების ნაწილის სახლში შესრულების შესაძლებლობა მისცენ.
ეს საკმაოდ მიმზიდველი მოდელია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ხანის აკადემიის გამოსაყენებლად სკოლის კომპიუტერების დაჯავშნა სჭირდებათ.

როდის გამოიყენება ხანის აკადემია?

თვეში 2-3-ჯერ მთელი გაკვეთილის განმავლობაში. მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია, ეს მოდელი გამოიყენოს ყოველ მეორე პარასკევს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში და დაუთმოს მას გაკვეთილის სრული საათი.

ჩვეულებრივ, რა მასალას აძლევენ დავალებად:

  • წინარე ცოდნაში არსებული ჩავარდნების შესავსები მასალა
  • კლასის საფეხურის შესაბამისი მასალა განვლილი თემიდან
  • დამატებითი მასალა

რა სიხშირით გაიცემა დავალებები?

მასწავლებელი მოსწავლეებს რამდენიმე რესურსსა და სავარჯიშოს მისცემს დავალებად 1-2 კვირაში ერთხელ. მაგალითად, ასეთი დავალება შეიძლება იყოს ხუთი ვიდეო, ორი სტატია და ხუთი სავარჯიშო. მოსწავლეებს დავალებების შესასრულებლად ექნებათ მინიმუმ ერთი სრული გაკვეთილის დრო ან კლასში ან სკოლის კომპიუტერების ლაბორატორიაში. სავარაუდოდ, მოსწავლეები დავალებებს შეასრულებენ სახლში მასწავლებლის მიერ დანიშნული ჩაბარების ვადის შესაბამისად. როგორც წესი, ჩაბარების ვადა მოიცავს დავალების მიცემიდან 1-2-კვირიან პერიოდს.

როგორ ირჩევს მასწავლებელი თემებს დავალებისთვის?

მასწავლებელი არკვევს იმ თემებს, რომელთა გამეორებაც სჭირდებათ მის მოსწავლეებს ყველაზე მეტად, შემდეგ ეძებს მათ შესაბამის მასალას ხანის აკადემიაზე. ხშირ შემთხვევაში, ასეთი თემებია კლასის წინა ან იმავე საფეხურის მასალების ნარევი. შესაძლოა, მასწავლებელმა ზოგიერთ მოსწავლეს ისეთი დამატებითი მასალაც მისცეს, რომელიც სცდება ახლანდელ სასკოლო ან კლასის საფეხურის მასალას, რაც დამატებითი გამოწვევა იქნება მათთვის.

როგორ იყენებს მასწავლებელი დავალებების ანგარიშებს?

  • გაკვეთილზე გამეორების დროს მასწავლებლები აკვირდებიან სავარჯიშოს შედეგებს, რათა იხილონ, ხომ არ უჭირთ მოსწავლეებს რომელიმე ცალკეული დავალების შესრულება.
  • ჩაბარების ვადის განმავლობაში, როდესაც მოსწავლეები დავალებებზე მუშაობენ, მასწავლებლები თვალყურს ადევნებენ ანგარიშებს, რათა გადაწყვიტონ, საჭიროა თუ არა მიხმარება ან დამატებითი საკლასო დროის გამოყოფა იმ თემების მიმოხილვისთვის, რომლებიც მოსწავლეებს ერთულებათ.

მასწავლებლის რუტინა

გაკვეთილის დაწყებამდე

  • დაახლოებით თვეში ორჯერ მასწავლებელი 30-45 წუთს ხარჯავს რესურსების მოძებნასა და გასამეორებელი მასალის დავალებად მიცემაში.

გაკვეთილის დროს

  • სიის ამოკითხვის ან გაკვეთილის დაწყების რაიმე სხვა პროცედურის შემდეგ მასწავლებელს კლასი კომპიუტერულ ლაბორატორიაში მიჰყავს ან მოსწავლეებს კლასშივე მოაქვთ შესაბამისი მოწყობილობები, რათა დრო დაუთმონ ხანის აკადემიის დავალებად მიცემული თემების გამეორებას.
  • დარწმუნდით, რომ სესიის დაწყებისას ყველას სწორად აქვს გავლილი ავტორიზაცია. ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ დავალებების შესასრულებლად.
  • შესაძლოა, მასწავლებელმა მითითებები მისცეს ცალკეულ მცირე ჯგუფს მოსწავლეებისა, რომლებიც, მასწავლებლის აზრით, ყველაზე მეტად საჭიროებენ წინარე მასალებში არსებული ჩავარდნების შევსებას. აგრეთვე შესაძლებელია, მასწავლებელმა მოსწავლეების ამ მცირე ჯგუფს ხანის აკადემიის უფრო ნაკლები თემა მისცა დავალებად, რათა პირადად უფრო მეტ ხანს იმუშაოს მათთან.
  • მასწავლებელს შეუძლია, თვალყური ადევნოს აქტივობის გვერდს. ამ გვერდზე ნაჩვენებია თითოეული მოსწავლის მიერ დავალებაზე დახარჯული დრო, რომელიც მუდმივად იზრდება. ამ გზით მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მოსწავლეები დავალებას ასრულებენ მაშინაც კი, როცა იგი უშუალოდ არ მეთვალყურეობს მათ ეკრანებს.
  • გაკვეთილის ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში მასწავლებელი სწრაფად ავლებს თვალს შესრულებულ დავალებებს და სთხოვს მოსწავლეებს, გაუზიარონ შთაბეჭდილებები იმ დღის დავალებაზე. შესაძლოა, დაისვას კითხვა, თუ რომელი თემა იყო ყველაზე პრობლემური და რას აკეთებდნენ მოსწავლეები მის გადასაჭრელად.

ჩაბარების ვადის განმავლობაში

  • დავალების ჩაბარების თარიღამდე მასწავლებელი 1-2-ჯერ ამოწმებს დავალების შედეგებს და მას შეუძლია, გამოყოს რამდენიმე თემა, რომლებიც მოსწავლეებს ყველაზე მეტად ერთულათ. ეს დაეხმარება მასწავლებელს, შეარჩიოს თემები გასახურებელი ამოცანებისთვის ან სკოლის შემდგომი დამატებითი გაკვეთილებისთვის.

როდესაც ჩაბარების ვადა სრულდება

  • მასწავლებელი ჩაბარების თარიღს ამთხვევს თემის შუალედურ ტესტს ან მასალის სრული ერთეულის ტესტს, რათა შეაფასოს ხანის აკადემიაზე მიღებული უნარ-ჩვევები. შეფასების სისტემას შესაბამისი საფეხურისთვის ადგენს თვითონ მასწავლებელი ან მასწავლებელთა ჯგუფი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.