If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

JS ბიბლიოთეკების სამყარო

არსებობს JavaScript-ის ათასობით ბიბლიოთეკა, რომლებიც შეგიძლიათ, თქვენს ვებგვერდზე მოიტანოთ და თქვენი ვებგვერდის ბევრი ასპექტი, რომლებიც შეიძლება, დაგეხმაროთ:
  • DOM მანიპულაცია
  • DOM მოვლენები
  • AJAX / მონაცემთა აღდგენა
  • ეფექტები და ანიმაცია
  • HTML შაბლონების შექმნა
  • გვერდის სტრუქტურა
  • UI ვიჯეტები
  • გრაფიკა და დიაგრამები
  • მონაცემთა მოდელირება
  • დამისამართება და ნავიგაცია
  • წვდომა
  • მულტი-ბრაუზერული მხარდაჭერა
  • მობილურების მხარდაჭერა
აი, კიდევ როგორ ვუყურებ ამას - ვებგვერდი შედგება მომხმარებლის ინტერფეისისგან (HTML და CSS), ინტერაქტიულობისგან (JS + DOM) და მონაცემებისგან (რაც ხშირად JS-ის საშუალებით შემოგვაქვს). შეგიძლიათ, მონაცემთა საფუძველზე მომუშავე ინტერაქტიული UI შექმნათ ბიბლიოთეკის გარეშე, ან შეგიძლიათ, შემოიტანოთ სხვადასხვა ბიბლიოთეკა, რათა თითოეული მათგანი დაიხმაროთ სხვადასხვა ნაწილში. ზოგიერთი ბიბლიოთეკა ბევრს გააკეთებს, ზოგი მხოლოდ ერთ ნაწილს:
დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს ვებ აპლიკაციის UI-დ, ინტერაქტიულ ნაწილად და მონაცემებად დაშლას.
ვებ დეველოპმენტის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია ბიბლიოთეკების შერჩევა, რადგან ხშირად მოგიწევთ კოდის წერა, რომელიც ბიბლიოთეკებს ეფუძნება და თავდაპირველი არჩევანის მოგვიანებით შეცვლა ძნელია. არ არსებობს სწორი პასუხი - გაიგეთ, რა არჩევანი გაქვთ, შემდეგ აირჩიეთ აზრიანად.

ვებ სამუშაო გარსები („ფრეიმვორკები")

არსებობენ ბიბლიოთეკები, რომლებიც „ყველაფერს აკეთებენ" - დაწყებული მონაცემდა აღდგენით, დამთავრებული DOM მანიპულაციითა და მომხმარებლის ინტერფეისის ვიჯეტებით. თუ ამ სამუშაო გარსებიდან რომელიმეს იყენებთ, ეს ძირითადად ნიშნავს, რომ დიდი დოზით JavaScript-ი შემოგაქვთ თქვენს გვერდზე. ზოგიერთი დეველოპერისათვის ეს სამუშაო გარსები აკეთებენ ზედმეტად ბევრს და ურჩევნიათ, გამოიყენონ უფრო პატარა ბიბლიოთეკები კონკრეტული დავალებებით.

CSS სამუშაო გარსები („ფრეიმვორკები")

CSS ბიბლიოთეკა CSS სტილური წესების ერთობლიობაა, რომლის დოკუმენტაციაც გიჩვნეებთ, თუ რომელი HTML ტეგები და კლასები უნდა გამოიყენოთ. არსებობს მრავალი პოპულარული CSS ბიბლიოთეკა, რომელიც გაგიმარტივებთ ლამაზი სტილების მქონე ვებსაიტის შექმნას. ხანდახან ეს ბიბლიოთეკები შეიცავენ JavaScript ვიჯეტებს, თუმცა დეველოპერები ხშირად ამჯობინებენ CSS ბიბლიოთეკასთან ერთად, სხვა JS ბიბლიოთეკების გამოყენებას.

JS-ის ბრაუზერის ბიბლიოთეკები

ეს ბიბლიოთეკები გაგიმარტივებენ ბრაუზერის ისეთი ფუნქციონალის გამოყენებას, როგორიცაა DOM API, ფანჯრის მეთოდები - საკითხები, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ ამ კურსში. ხშირად ისინი გვაძლევენ საშუალებას, მივაღწიოთ იგივე შედეგს ნაკლები კოდით. ამავე დროს ისინი თვითონ უმკლავდებიან კროს-ბრაუზერულ ბაგებს.

JS-ის აპლიკაციის არქიტექტურის ბიბლიოთეკები

ეს ბიბლიოთეკები დაგეხმარებიან თქვენს ვებ აპლიკაციებთან მუშაობისას მათი ზრდისა და გაუმჯობესების პროცესში. თქვენი პროგრამა შეიძლება, გარჩევადი იყოს დღეს, როდესაც რამდენიმე ასეული კოდის ხაზისგან შედგება, თუმცა მომავალში, როდესაც რამდენიმე ათასი ხაზი კოდი გექნებათ, შესაძლოა, მიიღოთ „სპაგეტი კოდი", რომლის წაკითხვაც ძალიან რთულია. ეს ბიბლიოთეკები დაგეხმარებათ, გამოყოთ თქვენი „მოდელი" (მონაცემები) თქვენს „view"-სგან (წარმოდგენასთან) და ხშირად გამოიყენოთ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპები საკუთარი კოდის ორგანიზებისთვის.

მინი ბიბლიოთეკები და მიკრობიბლიოთეკები

აგრეთვე შეგიძლიათ, პატარა ბიბლიოთეკები გამოიყენოთ, რომლებსაც დეველოპერები წერენ კონკრეტული დავალებისათვის - როცა ისინი ძალიან პატარები არიან, მათ ზოგჯერ „მიკრობიბლიოთეკებს" ეძახიან. აი, რამდენიმე მაგალითი:
შეგიძლიათ, იხილოთ მეტი microjs.com-ზე ან ინტერნეტში „javascript library [ფუნქციონალობა]"-ს მოძებნით სადაც „ფუნქციონალობის" ნაცვლად ჩაწერთ იმ ფუნქციონალობას, რომელსაც ეძებთ.
გამოსცადეთ JS ბიბლიოთეკა თქვენს ვებგვერდზე ხანის აკადემიაში? გააზიარეთ ის კომენტარებში ქვემოთ.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.