If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სად არიან უზრუნველყოფილი JS ბიბლიოთეკების ჰოსტინგი?

წინა აუდიოგაკვეთილში ჩვენს ვებგვერდზე ამ JS სლაიდშოუს ბიბლიოთეკის ჩასამატებლად ჩვენ ჩავწერეთ ეს URL: https://cdn.rawgit.com/pamelafox/a8b77c43f56da1753348/raw/slideshow.js
ეს URL არის „აბსოლუტური" URL, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოიცავს პროტოკოლს და დომეინს. ხანის აკადემიის გარემოში JS ბიბლიოთეკების ჩართვისას, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტური URL, რათა გარემომ იცოდეს ბიბლიოთეკის სრული მისამართი.
თუ ვებგვერდზე მუშაობთ თქვენი კომპიუტერიდან და ყველა ფაილი გადმოწერილი გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ, გამოიყენოთ "დაკავშირებული" URL, მაგალითად: slideshow.js, ან lib/slideshow.js, თუ ის მდებარეობს საქაღალდეში (ფოლდერში) სახელად lib. როდესაც ლოკალურად მუშაობთ, გახსენით თქვენი ბრაუზერის ქსელის პანელი (network panel), რათა დარწმუნდეთ, რომ მან იპოვა თქვენი ყველა რესურსი, როგორიცაა თქვენი JS ფაილები და CSS ფაილები. თუ ბრაუზერმა ვერ იპოვა რესურსი, დაინახავთ 404-ს და შეგეძლებათ URL-ისა და ფაილის მდებარეობის გამართვა.
ახლა კი დავუბრუნდეთ ამ URL-ს: https://cdn.rawgit.com/pamelafox/a8b77c43f56da1753348/raw/slideshow.js
პროტოკოლი არის https - ეს უსაფრთხო URL-ს ნიშნავს. ჩვენ მხოლოდ უსაფრთხო რესურსების შემოტანის ნებას გრთავთ ხანის აკადემიის ვებგვერდებზე და ეს საუკეთესო პრაქტიკაა ვებ დეველოპმენტში. ყველა სერვერს ჯერ არ აქვს ჩართული SSL, ამიტომ შეიძლება, ზოგჯერ URL-ების http-ით დაწყება მოგიწიოთ თქვენს პროექტებში.
სერვერი არის cdn.rawgit.com. ის არის "CDN"-ის მაგალითი - "შიგთავსის მიწოდების ქსელი" ("content delivery network"). CDN-ები ოპტიმიზებული არიან სტატიკური ფაილების, როგორიცაა JS ბიბლიოთეკები, ძალიან სწრაფად მომსახურებისათვის. არსებობს რამდენიმე დიდი CDN-ი, რომლებიც ახორციელებენ რამდენიმე JS ბიბლიოთეკის ჰოსტინგს (როგორიცაა გუგლის CDN-ი და cdnjs). აგრეთვე არსებობს რამდენიმე ბიბლიოთეკა, რომლებსაც სპეციალურად თავიანთთვის განკუთვნილი CDN-ები აქვთ.
როდესაც JS ბიბლიოთეკა შემოგაქვთ თქვენს ვებგვერდზე CDN-იდან -- ან ნებისმიერი სერვერიდან, რომელიც თქვენი არ არის -- არ უნდა ენდოთ ამ სერვერს. მავნე სერვერს შეუძლია, JS ბიბლიოთეკა ჩაანაცვლოს კოდით, რომელიც მოიპარავს თქვენი მომხმარებლის მონაცემებს და გააგზავნის მას სადმე, რაც თქვენ ნამდვილად არ გსურთ!
ხანის აკადემიაზე ჩვენი ვებგვერდის გარემოში ვიყენებთ უსაფრთხოების მექანიზმს სახელად CSP, რათა რესურსების წამოღება შეძლოთ მხოლოდ იმ სერვერებიდან, რომლებსაც ჩვენ ვენდობით: bootstrapcdn.com, rawgit.com, googleapis.com, jsdelivr.net, და cdnjs.com.
თქვენი საკუთარი ვებგვერდისათვის დაგჭირდებათ, გადაწყვიტოთ, JS ბიბლიოთეკას თქვენი საკუთარი სერვერიდან მოემსახურებით თუ დამატებითი CDN-იდან ჩაამატებთ. დიდი ვებგვერდების უმრავლესობა საკუთარ სერვერზე ახორციელებს ბიბლიოთეკების ჰოსტინგს, რათა მეტი კონტროლი ჰქონდეთ და შეძლონ ოპტიმიზაციები, როგორიცაა ჩატვირთვის მუშაობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე ბიბლიოთეკის გაერთიანება ერთ JS ფაილში. ეს თქვენზეა დამოკიდებული -- უბრალოდ, გახსოვდეთ ის ყველაფერი, რაზეც აქ ვისაუბრეთ!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.