ძირითადი მასალა
კურსი: საშუალო საფეხურის სტატისტიკა > თემა 4
გაკვეთილი 2: დაკვირვებაზე დაფუძნებული კვლევა და ექსპერიმენტიდაკვირვებაზე დაფუძნებული კვლევა და ექსპერიმენტი
ჩვენ ვიკვლევთ, რომ შევაგროვოთ ინფორმაცია და გამოვიტანოთ დასკვნა. გამოტანილი დასკვნის ტიპი დამოკიდებულია გამოყენებულ კვლევის მეთოდზე:
- დაკვირვებაზე დაფუძნებული კვლევისას შერჩევით ერთობლიობას მასზე გავლენის მოხდენის გარეშე ვაფასებთ ან ვიკვლევთ.
- გაკონტროლებული ექსპერიმენტსას ადამიანებს თუ ნივთებს ვალაგებთ ჯგუფებად და ერთ ჯგუფზე ვახდენთ ზემოქმედებას, ხოლო მეორეზე – არა.
1–ლი ამოცანა: ჩაის დალევა დაძინებამდე
კვლევისას შემთხვევითად შერჩეულ მოზარდებს ჰკითხეს, თუ ძილის წინ რა ჩვევა აქვთ. მონაცემებმა აჩვენა, რომ იმ ხალხს, ვინც ძილის წინ ფინჯან ჩაის სვამდა, უფრო სავარაუდოა, რომ მალე დაეძინება, ვიდრე მათ, ვინც არ სვამდა.
სხვა კვლევისას შემთხვევით არჩეული მოზარდები ორ ჯგუფად დაიყო. ერთ ჯგუფს უთხრეს, ერთი კვირის განმავლობაში ყოველ ღამე დაელიათ ჩაი, ხოლო მეორეს უთხრეს, არ დაელიათ. მკვლევარებმა შემდეგ შეადარეს, თითოეულ ჯგუფს როდის ეძინებოდა.
მე–2 მედია: სოციალური მედია და ბედნიერება
კვლევამ შემთხვევით გაანაწილა მოხალისეები ორ ჯგუფში:
- ერთ ჯგუფის წევრებს დაევალათ, ესარგებლათ სოციალური მედიით, როგორც აქამდე სარგებლობდნენ.
- მეორე ჯგუფს დაებლოკა სოციალური მედია.
მკვლევარებმა ნახეს, თუ რომელი ჯგუფი გამოიყურებოდა უფრო ბედნიერად.
სხვა კვლევისას შეისწავლეს შემთხვევით შერჩეული ადამიანების სოციალურ მედიასთან დაკავშირებული ჩვევები. თითოეული ადამიანი კლასიფიცირდა, როგორც სოციალური მედიის მსუბუქი, საშუალო და მძიმე მომხარებელი. მკვლევარებმა ნახეს, თუ რომელი ჯგუფი გამოიყურებოდა უფრო ბედნიერად.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.