თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

საგნების დათვლა 2

ისწავლეთ ძაღლების, თაგვეისა და ორცხობილების დათვლა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვეკითხებიან -- რამდენ რკოს ხედავთო. მოდი დავთვალოთ, ოღონდ ასეთი რაღაც გავაკეთოთ: დავიმახსოვროთ, რომ ვიწყებთ ზედა რკოთი იმიტომ, რომ შეიძლება მერე რაღაც აგვერიოს. მოდი დავიწყოთ ზედა რკოთი: ეს იყოს ერთი, ორი, სამი, ოთხი. ახლა შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს კიდევ უნდა დაგვეთვალა, მაგრამ რადგან დავიმახსოვრეთ, რომ ზედა რკო უკვე ერთხელ დავთვალეთ, მეტჯერ აღარ ჩავთვლით. ამიტომ, სულ გამოვიდა: ერთი, ორი, სამი და ოთხი. 4 რკო. ვნახოთ. სწორია. რამდენ კურდღელს ხედავთ? ნახეთ აქ შედარებით არეულია, ამიტომ ფრთხილად დავთვალოთ. მოდი მარცხნიდან მარჯვნივ მივყვეთ: ერთი კურდღელი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. მთლად მარცხნიდან მარჯვნივაც არ მივყვები. მოდი სხვანაირადაც გავაკეთებ: ქვემოდან ზემოთაც ავყვეთ, რომ დავრწმუნდეთ, რომ ასეა. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ეს უფრო ქვემოთ არის, ამიტომ, ხუთი და ექვსი. აშკარად არის 6 კურდღელი. რამდენ ნაყინის ბურთულას ხედავთ? მოდი, აი ისევ გავაკეთოთ, როგორც რკოებიზე ვქენით და დავიწყოთ ზედა... ნაყინის ბურთულა არ არის აქ, ნაყინებია, მაგრამ არუშავს. ზედა ნაყინიდან დავიწყოთ: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა და ათი. ამას ჩავთვლიდით, მაგრამ ვიცით, რომ ეს არის ყველაზე ზედა ნაყინი და ამით დავიწყეთ. ამიტომ, 10. და ესეც არის სწორი. რამდენ პინგვინს ვხედავთ? უკვე ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. უკვე ვიცით, როგორ დავთვალოთ. ერთი პინგვინი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. 5 პინგვინი. და ბოლოს: რამდენ ყვავილს ხედავთ? ვნახოთ: ერთი ყვავილი, მეორე ყვავილი, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. 6 ყვავილი. (სუბტიტრები შექმნილია ლუკა ბარამიძის დახმარებით)