If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რატომ ვიყენებთ ასოებს ალგებრაში?

ჯესი როი და სალ ხანი საუბრობენ ალგებრაში ასოების გამოყენების მიზეზების შესახებ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვიმყოფები ჯესსი როსთან, მათმატიკის მასწავლებელთან სან-ხოსეს თათბირზე, და ხან აკადემის მასწავლებელთან ერთად. თქვენ რამდენიმე საინტერესო აზრი და შეკითხვა გქონდათ. ერთი შეკითხვა, რომელსაც სტუდენტები სვამენ ალგებრის დაწყებისას, არის: რაში გვჭირდება ასოები, რატომ ვერ ვიყენებთ მხოლოდ რიცხვებს? რატომ ასოები? რატომ გვაქვს ეს x-ები, y-ები, z-ები და ABC-ები, როდესაც ვიწყებთ ალგებრის შესწავლას? დიახ, ზუსტად. ეს საინტერესოა, რატომ არ ვაძლევთ ხალხს საშუალებას, რომ იფიქრონ ამაზე. სალ, შენ რას უპასუხებ ამ კითხვაზე? რისთვის გვჭირდება ასოები ალგებრაში? ანუ, რატომ ასოები. რამდენიმე პასუხი მაქვს ამაზე. პირველია, თუ უცნობი წევრი გვაქვს. მაგალითად, x-ს პლუს სამი უდრის 10-ს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ ვიცი, რა არის x. ის მართლა უცნობია. ამიტომ, ამოვხსნით რამდენიმე ხერხით. შეიძლება, სულაც არ იყოს ასო x. შეგვეძლო, დაგვეწერა ცარიელი სივრცე პლუს სამი უდრის 10-ს. ან შეგვეძლო, დაგვეწერა ?-ს პლუს სამი უდრის 10-ს. არ არის აუცილებელი ასოს დაწერა, უბრალოდ გვჭირდება რაღაც სიმბოლო. შეიძლებოდა, დაგვეწერა, რომ მომღიმარი სახე პლუს სამი უდრის 10-ს. სანამ ეს ასეა, გჭირდებათ რაიმე სიმბოლო რაღაც რიცხვის წარმოსადგენად. ახლა შეგიძლიათ, ამოხსნათ განტოლება და გაიგოთ, რას აღნიშნავს ეს სიმბოლო. მაგრამ წინასწარ რომ გვცოდნოდა, აღარ იქნებოდა უცნობი. არ იქნება ისეთი რამ, რაც არ ვიცით. ანუ, ერთი მიზეზით ვიყენებ ვიყენებ ასოებს და იქ, სადაც რიცხვები არ არის გამოსადეგი. და როდესაც აღწერთ რიცხვებს შორის დამოკიდებულებას. ანუ, შემეძლო, გამეკეთებინა რაღაც ამის მსგავსად-- ვთქვათ-- როცა თქვენ მაძლევთ სამს, მე გაძლევთ ოთხს. და ვხედავ, როცა მაძლევთ ხუთს, მე გაძლევთ ექვსს. მე შემიძლია, ასე უსასრულოდ გავნაგრძო. თუ მაძლევთ 7.1-ს, მე მოგცემთ 8.1-ს. და ასე შემიძლია ვწერო უსასრულოდ. ნებისმიერი რიცხვი რომ მომცეთ, გეტყვით, რას მოგცემდით მე, მაგრამ ადგილი და დრო არ მეყოფა ყველაფრის ჩამოსაწერად. ასოების გამოყენებით ამ დამოკიდებულებას უკეთსად ვერ აღვწერდით. რასაც მაძლევთ იმას x-ს ვუწოდებდით, რასაც მე გაძლევთ - იმას y-ს. ანუ, ნახეთ, რასაც მაძლევთ თქვენ, ამას დავუმატებ ერთს. და ეს იქნება ის, რასაც გიბრუნებთ. ახლა ამ ძალიან მარტივ განტოლებას შეუძლია, აღწეროს უსასრულო რაოდენობა დამოკიდებულებისა x-ს ან შესაბამისი y-ისა და x-ის უსასრულო რაოდენობა. ანუ, ახლა ვიღაცამ იცის, როცა x-ს მაძლევ მაძლევ სამს, მე კი ვუმატებ ერთს და გაძლევ ოთხს. შენ მაძლევ 7.1-ს, მე ვუმატებ ერთს და გაძლევ 8.1-ს. უკეთსად ვერ გააკეთებდით, სიმბოლოები რომ არ გამოგეყენებინათ. ნათქვამის მიხედვით, არ უნდა გამოვიყენო x-ები და y-ები. ეს უბრალოდ ისტორიული პირობითობაა. შემეძლო, განმესაზღვრა ვასკვლავით, რაც მომეცით და რასაც მე გაძლევთ მომღიმარი სახით. და ესეც გამოსადეგი ხერხი იქნებოდა ამის გამოსახატავად. ანუ, ასოები მხოლოდ სიმბოლებია და არაფერი სხვა.