If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის პროგრამირება?

პროგრამირება არის ინსტრუქციების შექმნის პროცესი, რომლებიც ეუბნებიან კომპიუტერს თუ როგორ შეასრულოს დავალება. პროგრამირება შესაძლებელია მრავალ კომპიუტერულ "ენაზე", როგორიცაა SQL, Java, Python და C++.  შემქმნელია პამელა ფოქსი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი ფეხი პროგრამირების სამყაროში. შესაძლოა, არ გქონიათ შეხება ჯერ პროგრამირებასთან და, საერთოდ, გაინტერესებთ, რა არის პროგრამირება. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ბრძანებათა ერთობლიობა, რომელიც კომპიუტერს უნდა გადავცეთ ცოტა უცნაური ინგლისურის სახით და, რომ წარმოვიდგინოთ, რომ კომპიუტერი არის ძალიან დამჯერი ძაღლი, ის ამ ბრძანებებს შეასრულებს ზუსტად. ახლა, რატომ არის პროგრამირება ასეთი საინტერესო? რატომაა პროგრამირება მაგარი? გააჩნია, როგორ განვმარტავთ მაგარს. აღმოჩნდება, რომ დღეს ძალიან ბევრ რამეში გამოიყენება პროგრამირება. მაგალითები რომ მოვიყვანოთ. რობოტების მთელი ფუნქციონირება დამოკიდებული არის პროგრამირებაზე. რობოტები, რომლებიც მედიცინაში არიან, რობოტი, რომელიც მარსზე დადის, ან, შეგვიძლია, თვითმოძრავი, ანუ, დამოუკიდებლად მოძრავი მანქანები ჩავთვალოთ რობოტებად, რომლებიც პროგრამირების ძალით ხვდებიან, საით გაუხვიონ, ხომ? ასევე დიაგნოსტიკაში გამოიყენება პროგრამირება. მრავალ ექიმს ეხმარება, სწორედ, დიაგნოზის დასმაში. ძალიან ბევრი თამაში შეიძლება, გააკეთო, როგორიც არის Doodle Jump, Angry Birds, Minecraft, ასე შემდეგ. ძალიან ბევრ ფილმში, ძალიან ბევრ ანიმაციაში, სწორედ, პროგრამირება მუშაობს. ეს ანიმაციები და ის ეფექტები, რომელიც, თუნდაც, ჰარი პოტერში, ან ნებისმიერ სხვა ფილმში არის, სწორედ პროგრამირების მეშვეობით არის მიღწეული. და, ცხადია, ძალიან ბევრი საიტი, კი არა, ყველა საიტი და აპლიკაცია სწორედ პროგრამირებითაა შექმნილი, როგორც Google Maps, Wikipedia, YouTube და, რა თქმა უნდა, ხანის აკადემია, რომელზეც ახლა ვიმყოფებით. და ხანის აკადემიაზე თქვენ შეგიძლიათ, ისწავლოთ JavaScript, რომელიც დაგეხმარებათ ნახატების, ანიმაციების, თამაშების შექმნაში. და შეიძლება, გაგიკვირდეთ, რა შუაში არის ნახატები და თამაშები და ანიმაციები პროგრამებთან, რომლებიც რობოტებს აკონტროლებს და მარსზე გზავნის რაღაცებსო, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში, ნებისმიერი ასეთი პროგრამირება ძალიან ბევრ საერთო ფუნდამენტურ მახასიათებელს იზიარებს. და თუ დაიწყებთ ერთი ენის სწავლით, მაგალითად, JavaScript-ით, რომელიც ახლა გვაქვს მოცემული, ხანის აკადემიაზე, მაშინ დანარჩენი ენების სწავლა გაცილებით გამარტივდება. ასე რომ, მთავარია, არ შეჩერდეთ. (სუბტიტრები შექმნილია ნიკა ხარშილაძის დახმარებით)