ძირითადი მასალა
კომპიუტერული პროგრამირება
კურსი: კომპიუტერული პროგრამირება > თემა 1
გაკვეთილი 1: პროგრამირების შესავალიპროგრამირების სწავლა ხანის აკადემიაში
ამ კურსში ჩვენ შეგასწავლით პროგრამირების ენა JavaScript-ს და იმ მაგარ ფუნქციებს, რომელთა გამოყენებასაც შეძლებთ ProcessingJS ბიბლიოთეკის დახმარებით. სანამ ზედმეტად ჩაეძიებით, აი, მარტივი ტური, რომელიც განახებთ, თუ როგორ ვასწავლით პროგრამირებას აქ - ხანის აკადემიაში და სწავლის რომელი გზებია, ჩვენი აზრით, ყველაზე დიდი ცოდნის მომტანი.
ჩვეულებრივ, ხანის აკადემიაში ჩვენ ვასწავლით ვიდეოების გამოყენებით, თუმცა აქ, პროგრამირების სამყაროში, ჩვენ ვასწავლით მეთოდიკით, რომელსაც ვუწოდებთ „აუდიოგაკვეთილს". აუდიოგაკვეთილი ვიდეოს გავს, თუმცა ის უფრო ინტერაქტიულია - შეგიძლიათ, ის ნებისმიერ მომენტში შეაჩეროთ, რათა თქვენით გაეთამაშოთ კოდს. შეგიძლიათ, ასევე, მისი გადახვევა, თუ გსურთ ჩვენს მიერ შექმნილი პროექტის საკუთარი ვერსიის შექმნა. ეს ანიმაციური GIF-ი აუდიოგაკვეთილის მაგალითია (რეალურ აუდიოგაკვეთილებში ხმაც იქნება!):
აუდიოგაკვეთილის შემდეგ ჩვენ შემოგთავაზებთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრამირების გამოწვევას და დაგეხმარებით მის ამოხსნაში შეტყობინებებისა და მინიშნებების საშუალებით. თუ იგრძნობთ, რომ ზედმეტად დიდ დროს ხარჯავთ გამოწვევაზე და იმედი გიცრუვდებათ, სცადეთ აუდიოგაკვეთილის თავიდან ჩართვა ან უბრალოდ გამოტოვეთ გამოწვევა და სცადეთ მასთან გამკლავება მოგვიანებით. ეს მსხვილკბილა ბაჭიას გამოწვევის ანიმირებული GIF-ია:
როდესაც სწავლობთ პროგრამირებას, თქვენ უნდა ივარჯიშოთ, ივარჯიშოთ და კიდევ ერთხელ ივარჯიშოთ. გამოწვევები კარგი გზაა ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოსაცდელად, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ უფრო ჩაუღრმავდეთ საკითხს. ზუსტად ამიტომ, ამ კურსში ჩვენ გვაქვს პროექტები, შესაძლებლობები, რომლებიც მოგცემთ საშუალებას, დახარჯოთ გაცილებით მეტი დრო და იყოთ უფრო შემოქმედებითები, ვიდრე გამოწვევებში. თქვენს ზოგიერთ პროექტს თქვენი ამხანაგი შეაფასებს, ზოგს - თქვენ თავად. თქვენ ასევე შეაფასებთ ზოგიერთი თქვენი მეგობრის პროექტს, რათა გქონდეთ საშუალება, ისწავლოთ მათგან. პროგრამირების სამყაროში ჩვენ მუდამ ვსწავლობთ ჩვენი მეგობრებისგან, მუდამ არის რაღაც, რაც შეგიძლიათ, ისწავლოთ!
პროექტების გარდა, თქვენ ასევე უნდა შექმნათ აბსოლუტურად ახალი პროგრამები — ყველაფერი, რაც აზრად მოგივათ. უბრალოდ დააწკაპუნეთ „ახალ პროგრამას" პროგრამირების მთავარ გვერდზე და პარალელურად ადევნეთ თვალი დოკუმენტაციას, რათა გაიხსენოთ, თუ როგორ დააპროგრამოთ ესა თუ ის რამ.
და კიდევ, შეცდომების დაშვება საერთოდ არ არის პრობლემა. პროგრამისტებს ყოველ წუთს რაღაც ეშლებათ - რაღაცებს ვაფუჭებთ, გვეშლება და ვსწავლობთ შეცდომებზე.
როგორც კი შექმნით პროგრამას, თქვენ უნდა შეინახოთ და გაუზიაროთ ის თქვენს მეგორებსა და ოჯახს. ის ასევე გამოჩნდება ჩვენს საზოგადოების პროგრამების არეში, და სხვა პროგრამისტებს შეეძლებათ კომენტარების დაწერა ან სხვადასხვა კითხვების დასმა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ნებისმიერ ნაპოვნ პროგრამაზე, რომელსაც მიიჩნევთ საინტერესოდ და თუ მოიფიქრებთ მის გაუმჯობესების გზას, უბრალოდ დააწკაპუნეთ „შეინახეთ, როგორც ასლი“ ღილაკს და მიიღეთ ამ პროგრამის თქვენი საკუთარი რემიქსი.
ჯამში, ამ კურსში 40 აუდიოგაკვეთილი, 35 გამოწვევა და 9 პროექტია და მის გავლას სჭირდება 15-40 საათი (დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გულმოდგინეთ მიუდგებით პროექტებს). შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ეს დიდი დროა, თუმცა ამის გაკეთება ნამდვილად ღირს, რადგან ბოლოს თქვენ გეცოდინებათ პროგრამირების ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც საერთოა პროგრამირების ყველა ენისთვის.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პროგრამირების სამყაროში: ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ერთად სწავლობს და ერთმანეთს შთააგონებს, რომ ჩვენს გონებაში არსებული ხედვები რეალობად ვაქციოთ!
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- სად უნდა გავაკეთოთ პროგრამა, რომელ საიტზე ?(4 მოწონება)
- დიდი ხანია, არ შემოვსულვარ აქ და ვწუხვარ, იმედია, დღეიდანაც ბევრ სიახლეს ვეზიარები! დიდი მადლობააა! <3(3 მოწონება)
- Qartul enaze ar aris es videobi ..(2 მოწონება)
- ramdeni moswavle swavlobs(2 მოწონება)
- ამ ვიდეოს ქართულ ენაზე ნათარგმნს არ დადებთ ინგლისურად ვერაფერი გავიგე რას ამბობს(1 მოწონება)
- ქართულად არის ეს ვიდეოები?(1 მოწონება)
- ქართულად გააკეთეთ და ყველა ისწავლის~(1 მოწონება)
- მე ვიცი Dev c++ და მინდა ვისწავლო java, დამეხმარებით?!
I know Dev c ++ and want to learn java, will you help me ?!(1 მოწონება) - როგორ არის პროგრამის შექმნა(0 მოწონება)
- როგორ არის პორმების სახელები(0 მოწონება)