If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მეტობის და ნაკლებობის ნიშნები

მეტობისა და ნაკლებობის სიმბოლოების გამოყენებით შეგვიძლია, შევადაროთ რიცხვები და გამოსახულებები. მეტობის სიმბოლოა >. ასე რომ, 9>7 იკითხება, როგორც '9 მეტია 7-ზე'. ნაკლებობის სიმბოლოა <. შედარების ორი სხვა სიმბოლოა ≥ (მეტია ან ტოლი) და ≤ (ნაკლებია ან ტოლი). შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ალბათ, ყველა ვიცნობთ ტოლობის ნიშანს. მოდით, დავწეროთ ტოლობის ნიშანი. ვთქვათ, გვაქვს 1-ს პლუს 1 ტოლია 2-ის. შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ეს ნიშანი უბრალოდ გამოხატავს პასუხს. ანუ, მარცხნივ გვიწერია რაღაც მაგალითი: 1-ს პლუს 1. და რადგან ტოლობა გვიწერია და შემდეგ ორიანი, თითქოს ეს არის უბრალოდ მაგალითის პასუხი. სინამდვილეში ტოლობა გამოხატავს ასეთ რაღაცას (ტოლობის ნიშანი). მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს რა რაოდენობებიცაა დაწერილი, ისინი არის ზუსტად ერთმანეთის ტოლი, ანუ ზუსტად ერთი და იგივეა. ანუ, ტოლობა ადარებს ორ სიდიდეს, აი ამ მარცხენა 1-ს პლუს 1-ს და მარჯვენა 2-ს, და გვეუბნება, რომ ეს ორი სიდიდე ერთი და იგივეა. შეგვიძლია დავწეროთ ასეც: 2 ტოლია 1-ს პლუს 1-ის. ეს რას ნიშნავს? ზუსტად ისევ იმავეს. 2 არის იგივე რაც 1-ს პლუს 1. 2 არის იგივე რაც 2, ასევე. ნუ ეს ცხადია. ტრივიალურია. 1-ს პლუს 1 რისი ტოლია? ტოლია 1-ს პლუს 1-ის. ბევრნაირად შეგვიძლია დავწეროთ, რომ რაღაც სიდიდე უდრის რაღაც სიდიდეს. მოდით ეს მაგალითი გავაკეთოთ ახლა. 1-ს პლუს 1 მინუს 1 იგივეა რაც 3-ს მინუს 2. რატომ? იმიტომ, რომ ორივე არის ზუსტად ტოლი რაოდენობის. ტოლობის მარცხენა მხარეს გვაქვს 1-ის ტოლი სიდიდე. აი ეს გამოსახულება არის 1-ის ტოლი საბოლოო ჯამში, ხოლო მარჯვენა მხარეს ასევე გვაქვს 1-ის ტოლი სიდიდე, 3-ს მინუს 2 არის 1. მაშინ, ძალიან სავსებით, პატიოსნად დაგვიწერია, რომ ეს ორი გამოსახულება ერთმანეთის ტოლია. ახლა მოდით სხვანაირი რიცხვების შედარებაც ვნახოთ. ტოლობა გვიჩვენებს როცა ორივე, უფრო სწორედ ტოლობა გვიჩვენებს, რომ ორივე რიცხვი არის ერთმანეთის ტოლი. თანაბარი სიდიდისა. რა მოხდება თუ განსხვავებულს რიცხვებს ვადარებთ? მოდით ვნახოთ. ვთქვათ, გვაქვს რიცხვები 3 და 1. და გვინდა მათი შედარება. ნუ, ცხადია, რომ 3 და 1 არ არის ერთი და იგივე. 3 არ არის 1-ის ტოლი. ეს არ იქნება სწორი, რომ დავწეროთ. 3 არ უდრის 1-ს. ვთქვათ, გვაინტერესებს რომელი არის მეტი და რომელი არის ნაკლები? როგორ მოვიქცეთ? რა სიმბოლოთი უნდა გამოვხატოთ, რომ აქედან ერთ-ერთი არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე მეორე. ამის სიმბოლო არსებობს და ამას ეწოდება მეტობის ნიშანი. როცა ერთი რიცხვი მეტია მეორეზე, ვწერთ მეტობის ნიშანს. ეს ნიშნავს, რომ 3 მეტია 1-ზე. (3 მეტია 1-ზე) 3 არის უფრო დიდი რიცხვი ვიდრე 1. თუ გიჭირთ ამ სიმბოლოს დამახსოვრება, შეგიძლიათ ასეთი რაღაც წარმოიდგინოთ. უფრო დიდი რაოდენობა რომელ მხარესაც არის, იმ მხარესაა მოქცეული გაშლილი მხარე, ამ სიმბოლოსი. ხოლო, უფრო მცირე სიდიდე რომელ მხარესაც არის, იქითაა უფრო ვიწრო, წვეტიანი ნაწილია სიმბოლოსი. მარცხნივ სამიანია და გაშლილი მხარე გვაქვს, მარჯვნივ ერთიანია და წვერო გვქვს. ან წვეტი. ეს იკითხება, როგორც 3 მეტია 1-ზე. ძალიან ლოგიკურია. 3 მეტია 1-ზე. ეს არის სიმბოლო, რომელიც გვეხმარება გამოვხატოთ შემთხვევა, როცა ერთი რიცხვი მეტია მეორეზე. ეს შეგვიძლია სხვანაირადაც ჩავწეროთ. მაგალითად, 1-ს პლუს 1 და პლუს 1, რაც არის 3, მეტია 1-ზე. ზუსტად იგივე გამოსახულებაა. ზედა მაგალითი გადავწერეთ ოდნავ განსხვავებული სახით. 1-ს პლუს 1 და პლუს 1 მეტია 1-ზე. მაგრამ, როგორ მოვიქცეთ თუ პირიქითაა საქმე? ვთქვათ, გვინდა შევადაროთ ერთმანეთს 5 და უფრო დიდი რიცხვი მაგალითად, 19. 5-ს ვადარებთ 19-ს. მეტობის ნიშანს ახლა ვერ გამოვიყენებთ იმიტომ, რომ 5 არ არის მეტი 19-ზე. ნაკლებია. მაგრამ მაინც შეგვიძლია ჩავწეროთ ეს გამოსახულებაც, ანუ გამოვხატოთ ესეც მათემატიკურად. ცხადია როლი ესენი არ არის, ამიტომ ტოლობა აქ არ იქნება სწორი. ესე იგი, რაღაც სიმბოლო უნდა გვქონდეს რომელიც გვიჩვენებს, რომ 5 ნაკლებია 19-ზე. საბედნიეროდ, არსებობს ასეთი სიმბოლოც, რომელიც ძალიან ჰგავს მეტობის ნიშანს. ძალიან ჰგავს მეტობის ნიშანს. მოდით, გადმოვწეროთ ჯერ კარგად გამოსახულება. 5 ნაკლებია (5 ნაკლებია) 19-ზე. რაღაც გვინდა დავწეროთ ისეთი, რაც პრაქტიკულად ამ წინადადებას იგულისხმებს. ამისი მათემატიკურად ჩაწერის ხერხი არის ასეთი. უნდა გამოვიყენოთ ნაკლებობის ნიშანი. ანუ მეტობის ნიშანი უნდა შევატრიალოთ. მეტი არაფერი. ანუ, წვეტიანი მხარე უნდა იყოს ნაკლები რიცხვისაკენ, ხოლო გაშლილი მხარე დიდი რიცხვისაკენ. ზუსტად იგივე ლოგიკაა, უბრალოდ რადგან მარცხენა მხარეს გვაქვს პატარა რიცხვი, წვეტი იქნება მარცხენა მხარეს. და მარჯვენა მხარეს დიდი რიცხვია, ამიტომ წვეტი იქნება დიდის მხარეს. ეს ნიშანი არის ნაკლებობის ნიშანი. და იკითხება, როგორც 5 ნაკლებია 19-ზე. პატიოსნად ჩავწერეთ გამოსახულება. 5 არის ნაკლები 19-ზე. 1-ს პლუს 1 ნაკლებია 1-ს პლუს 1 პლუს 1-ზე, მაგალითად რომ დავწეროთ. რატომ? იმიტომ, რომ მარცხნივ გვაქვს 2 მარჯვნივ გვაქვს 3. ვამბობთ, რომ ეს რაოდენობა არის ნაკლები აი ამ რაოდენობაზე. ეს არის და ეს. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)