პროგრამული უზრუნველყოფა

სამუშაოს აღწერა

ხანის აკადემია ეძებს ნიჭიერ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს მსოფლიოსთვის უფასო საკლასო ოთახის შესაქმნელად. შემოუერთდით ჩვენს მისიას უფასო მსოფლიო დონის განათლების გავრცელებაში ყველასათვის, ყველგან.

ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები ეჭიდებიან ისეთ ინჟინრულ გამოწვევებს, რომლებიც მსოფლიოს შეცვლის და რომლებიც ჯერ არ გაკეთბულა. ჩვენ ვუშვებთ A/B ტესტს განათლების ასამაღლებლად და ნამდვილი სიცოცხლეების შესაცვლელად (არა მხოლოდ გვერდების ნახვის). ჩვენ თავიდან ვცდილობთ, მოვიფიქროთ ხერხები, რომ მოსწავლეებმა ერთად ისწავლონ. ჩვენ ვცდილობთ, ავაგოთ ინფრასტრუქტურა, რომელიც მილიონობით მომხმარებელს გაუმკლავდება.

ჩვენ გვინდა მომავლის განათლებას ფორმა მივცეთ და გვინდა, რომ თქვენ დაგვეხმაროთ მის აგებაში.

კვალიფიკაციები

  • პროგრამული უზრუნველყოფისადმი სიყვარული და ჩართულობა სწავლის გამოცლიდებაში, ასევე, მსოფლიოს შეცვლის სურვილი.
  • რთული პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემების დაძლევის უნარი, თქვენ სავარაუდოდ ამ უნარს კომპიუტერთან დაჯდომიდან მალევე შეამჩნევდით. თქვენ ტოვებთ პროგრამული უზრუნველყოფის წარმატებული პროექტების კვალს.
  • სიყვარული იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომლებსაც ადრე იყენებდით.
  • კარგი ინტუიცია იმაში, თუ როგორ სწავლობენ მომხმარებლები და თქვენ მიერ სკოლაში და უნივერსიტეტში გავლილი საგნების ხელოვნებას. თქვენ არანაირი ინტეგრალის არ გეშინიათ და იცით, რომ ნებისმიერი საგნის დახელოვნება შეგიძლიათ, თუ თქვენს გონებას მოიხმართ.
  • ა. შ. შ-ში მუშაობის უფლება.

წარსული პროექტები