If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მომზადება ბიოლოგიის შესასწავლად

ემზადებით ბიოლოგიის შესასწავლად? ალბათ, ჯერ ამ ფუნდამენტური საკითხების გახსენება დაგჭირდებათ!

რა უნდა ვიცოდე, სანამ ბიოლოგიის სწავლას დავიწყებ?

თუ შენ გაინტერესებს ბიოლოგია ან აპირებ მის სწავლას მომავალში, შეიძლება გაინტერესებს არსებობს თუ არა რამე „პრერეკვიზიტი", ანუ, საჭიროა თუ არა რამეს წინასწარ ცოდნა, რომ შეგეძლოს ბიოლოგიის სწავლა. თუ ეს ასეა, ყოჩაღ წინდახედულობისათვის!
ჩემი აზრით, ბიოლოგიის ერთადერთი პრერეკვიზიტებია ცნობისმოყვარეობა, გახსნილი გონება და კრიტიკულად აზროვნების სურვილი. თუ შენ ეს თვისებები გაგაჩნია, მაშინ შენ საკმარისი მონაცემები გაქ ბიოლოგიის სასწავლებლად, მთავარია მზად იყო გზადაგზა ისწავლო ცოტაოდენ ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა.
ბიოლოგიის სწავლა შეიძლება ბევრად უფრო გაგიადვილდეს, თუ გაგაჩნია რაიმე ცოდნა ჩამოთვლილ დარგებში, განსაკუთრებით ქიმიაში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საკითხი, რომლის შესწავლა დაგეხმარებათ მაქსიმალურად აითვისოთ ხანის აკადემიის ბიოლოგიის მასალა (ან ნებისმიერი ბიოლოგიის კლასის).

ზოგადი სამეცნიერო უნარები

  • სამეცნიერო კვლევის მეთოდი. გაინტერესებთ, რას ნიშნავს ჰიპოთეზა, ან როგორ უნდა შევამოწმოთ ის? რას იტყვით ექსპერიმენტებზე? ეს საბაზისო კონცეპტები დაგეხმარებათ არა მხოლოდ ბიოლოგიაში მოღვაწეობაში, არამედ მეცნიერების სხვა დარგებშიც!

ქიმია

  • ზოგადი ქიმია. უკეთ შეისწავლე ატომები, მოლეკულები და მათი ზემოქმედება ერთმანეთზე. ბოლოს და ბოლოს ამისგან შედგები შენ (და ყველაფერი ცოცხალი)!
  • მჟავა-ფუძიანობის ქიმია. იმ ქიმიური რეაქციების უმეტესობა, რომელიც ჩვენს სხეულში ხდება, არის წყალხსანრში მიმდინარე მჟავა-ფუძიანობის ქიმია. თქვენ ბიოქიმიაში ძალიან გამოგადგებათ იმის ცოდნა, თუ რას წარმოადგენენ მჟავები და ფუძეები.

ფიზიკა

  • თერმოდინამიკის კანონები. გაიგეთ, რა არის ენერგია და რა კანონებს ემორჩილება მისი გადატანა. ენერგია მუდამ მოძრაობს ეკოსისტემაში, ორგანიზმებში და უჯრედებში. იგი არის უმთავრესი ამ სისტემების შენარჩუნებისათვის!

სტატისტიკა

  • ალბათობის საფუძვლები. ალბათობა არის უმნიშვნელოვანესი ცნება ბიოლოგიისათვის. თქვენ არ დაგჭირდებათ ბევრი წვრილმანის და ფორმულების დამახსოვრება, თუმცა თქვენ უნდა გესმოდეთ ძირითადი კონცეპტები, რომლებიც დაგეხმარებიან გენეტიკის და პოპულაციური გენეტიკის შესწავლაში.
  • სტატისტიკა. გაიხსენეთ ის ძირითადი გზები, რომლითაც შეგვიძლია ავღწეროთ მონაცემების ერთობლიობა, მაგალითად საშუალო, მედიანა და მოდა. თუ თქვენ უფრო ჩაუღრმავდებით და ისწავლით ჰიპოთეზის შემოწმების ხერხებს, ამით საქმეს წინ წაიგდებთ!

მათემატიკა

  • ალგებრის და გრაფიკების საფუძვლები. ბიოლოგიის საწყისების კლასების უმეტესობა არ არის ასეთი ორიენტირებული მათემატიკაზე, თუმცა ალგებრის საფუძვლების და გრაფიკების კარგი ცოდნა (მაგალითად, რას ნიშნავს დახრილობა) დაგეხმარებათ ბიოლოგიური ცხრილების და გრაფიკების გააზრებაში.

აუცილებელია ეს ყველაფერი ვიცოდე დაწყებამდე?

აუცილებელი არ არის! როგორც უკვე ვთქვი, თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გზადაგზა ისწავლოთ. თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ მზად ბიოლოგიის პარალელურად ეს საკითხებიც აითვისოთ. ამიტომ არ შეაქციოთ ზურგი ბიოლოგიას მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საკითხებში არ ხართ გაწაფულები.
კარგი მაგალითი: მე ვიყავი სამაგალითო ბავშვი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოემზადო ბიოლოგიის გაკვეთილებისათვის. არასდროს მისწავლია ფიზიკა უფროს კლასებში და არ გამივლია კოლეჯში სანამ მეორე კურსზე არ გადავედი! ასევე კოლეჯში სწავლის ბოლომდე ძალიან ჩამორჩენილი ვიყავი ქიმიაში. მსგავს დამოკიდებულებას არ გირჩევთ, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ბიოლოგიის სწავლა ისეთ ადამიანსაც შეუძლია რომელიც ჩამორჩენილია ბევრ პრერეკვიზიტში.

და თუ არ მომწონს [ქიმია/ფიზიკა/სტატისტიკა/მათემატიკა]?

არ შეაქციოთ ზურგი ბიოლოგიას, თუ ეს საკითხები არ მოგწონთ (ჯერ!). ბიოლოგია ძალიან ფართო და მრავალმხრივი სფეროა. ყველა ბიოლოგს სჭირდება ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის და სტატისტიკის ძირითადი, ფუნდამენტური ცოდნა, მაგრამ არ არის აუცილებელი ამ სფეროებში სპეციალისტი გახდეთ.
თუ თქვენ ამ საკითხებიდან რომელიმესთან ცუდი გამოცდილება გაქვთ მიღებული წარსულში, მიეცით კიდევ ერთი შანსი ხანის აკადემიაში! შეიძლება ბევრად უფრო სახალისო აღმოჩნდეს, ვიდრე გგონიათ!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.