If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

იდეები ხანის აკადემიის კლასგარეშე პროგრამებისთვის გამოსაყენებლად

ხანის აკადემია კლასგარეშედ მრავალი გზით შეიძლება გამოიყენოთ, მისი დანერგვა კი თქვენს კონტექსტზე იქნება დამოკიდებული. მწვრთნელები ხანის აკადემიას სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა გზით იყენებენ, რომ მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში დაეხმარონ. ქვემოთ მოცემულია იდეები, რომლებიც ხანის აკადემიის დანერგვაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, ეს იდეები თქვენს უნიკალურ პროგრამასა და საჭიროებებს მოარგოთ და იყოთ ინოვაციურები!

იდეა #1 მათემატიკის საათი:

მოსწავლეები კვირაში ორჯერ 1 საათის განმავლობაში მუშაობენ კლასსა და საგანთან შესაბამის კურსს. ისინი მთელი წლის განმავლობაში უბრუნდებიან კურსს და კიდევ უფრო ამტკიცებენ კლასში მიღებულ ცოდნას. მოხალისე მასწავლებლები ასეთ პროგრამას ძალიან დაეხმარებოდნენ - ისინი მოსწავლეებს დამატებითი დახმარებით უზრუნველყოფდნენ იმ საკითხებში, რომლებიც მათ უჭირთ. შესაძლოა, მოსწავლის სკოლამაც შეძლოს იმ უნარების გზამკვლევის შედგენა, რომელთა ათვისებაც მოსწავლეს სკოლაში ძალიან დაეხმარებოდა.
როგორ შევურჩიოთ მოსწავლეს კურსი?
რამდენიმე რჩევა მასწავლებლებისგან:
  • მოსწავლეები, რომლებსაც დამატებითი დახმარება სჭირდებათ: თუ გყავთ მოსწავლეები, რომლებიც საშუალოზე დაბალ შეფასებებს იღებენ, მათთვის საწყისი კურსების, მაგალითად, არითმეტიკის, დაწყებითი კლასების მათემატიკის, მათემატიკის საფუძვლებისა და პრეალგებრის შერჩევა იქნებოდა უპრიანი.
  • მოსწავლეები, რომლებიც კლასისთვის შესაფერის დონეზე არიან: ამ მოსწავლეებს შეუძლიათ კლასის ან საგნის შესაფერისი დონის მისიების გამოყენება, გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გასამყარებლად და საკუთარი ტემპით სასკოლო გეგმის დასაძლევად.
  • მოსწავლეები, რომლებიც კლასის დონეზე მაღლა არიან: თუ ამ მოსწავლეებს სურთ, დარწმუნდნენ, რომ მზად არიან საკლასო ან საგნის გამოცდებისთვის, მათ შეუძლიათ, ივარჯიშონ შესაბამისი კლასის ან საგნის დონის მისიებზე.  თუ სურთ, გამოსცადონ საკუთარი თავი და უფრო მაღალი საფეხურის მასალა ისწავლონ, შეუძლიათ კლასის შემდგომი დონის მისიების გამოკვლევა.  ასევე ყოველთვის შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე მისიაზე მუშაობა!

იდეა #2 კომპიუტერული პროგრამირების ათვისება:

მოსწავლეებს შეუძლიათ, იმუშაონ კომპიუტერულ პროგრამირებაზე, აითვისონ JavaScript-ის საფუძვლები, დაწერონ და გააზიარონ პროგრამები, დაათვალიერონ სხვების პროექტები და ისწავლონ ერთმანეთისგან. მოსწავლეებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად იმუშაონ ამ კურსში და მათ მწვრთნელს სულაც არ სჭირდება პროგრამირების ცოდნა!

იდეა #3 დახმარება საშინაო დავალებაში:

როცა მოსწავლეები საშინაო დავალებას ასრულებენ, მათ შეუძლიათ, დაიხმარონ ხანის აკადემია, თუ დავალების შესრულება უჭირთ, ან პლატფორმაზე მუშაობა ჯილდოს სახით აიღონ, თუ საშინაო დავალებას მალე დაასრულებენ. მოკლე ვიდეოების, მინიშნებებისა და სავარჯიშოების დახმარებით ისინი გაიმტკიცებენ თავდაჯერებულობასა და უნარებს. ხანის აკადემია ონლაინ მასწავლებელია, რომელთან მისვლაც მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ!

პოტენციური ტექნოლოგიური გამოწვევები:

ვიცით, რომ ასეთი პლატფორმის დანერგვისას ტექნოლოგია არაერთ გამოწვევას გვახვედრებს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღეთ შემდეგი საკითხები:
  • პროგრამა მოსწავლეთა მცირე ჯგუფზე გათვალეთ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ ან რომლებსაც ძალიან უნდათ მონაწილეობის მიღება!    
  • როტაციის პროგრამის მეშვეობით ეცადეთ, მოსწავლეებს არაკომპიუტერული აქტივობებიც დაავალოთ (მაგალითად, მათემატიკური თამაშები ან გრძელვადიანი პროექტები) და მათემატიკის გაკვეთილის დროს ხან ამას დაუთმეთ დრო, ხან - ჩვენს პლატფორმას

გაიგეთ მეტი ხანის აკადემიის კლასგარეშედ გამოყენების სხვადასხვა მეთოდებზე:
გაგვიზიარეთ თქვენი იდეები ქვემოთ. ჩვენ ყოველთვის ვსწავლობთ მოსწავლეებთან მუშაობის ახალ გზებს!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.