ძირითადი მასალა
თემა 16: გენების რეგულაცია
ამ თემის შესახებ
თქვენი გენომი ათი ათასობით გენს შეიცავს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენი უჯრედები ყველა ამ გენს ყოველთვის ავლენენ? რა თქმა უნდა, არა. ბაქტერიისნაირმა მარტივმა ორგანიზმმაც კი ფრთხილად უნდა დაარეგულიროს გენთა ექსპრესია, რათა დარწმუნდეს, რომ ყოველთვის სწორი გენები გამოვლინდება. გაიგეთ მეტი გენების „ჩართვა-გამორთვის" მექანიზმის შესახებ.
ბაქტერიები მოსაწყენი, წვეთოვანი არსებები გგონიათ? და თუ გეტყვით, რომ ისინი პატარა კალკულატორები უფროა? ბაქტერიებში გენთა რეგულაციის სქემები ლოგიკური ოპერაციების ჩატარებას საჭიროებენ ცილებითა და დნმ-ით. გაიგეთ მეტი ბაქტერიებში გენების ორგანიზაციისა და მათი ექსპრესიის რეგულაციის შესახებ.
მრავალუჯრედიან ეუკარიოტებში (მაგალითად, თქვენში!) სხეულის თითოეული ტიპის უჯრედში გენთა უნიკალური ნაკრები ექსპრესირდება. გაიგეთ მეტი იმ მრავალ ხერხზე, რომლებითაც ეუკარიოტებში გენთა ექსპრესია რეგულირდება.
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation