If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ალბათობის გამოყენება სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად

ამოცანა

დენი და მისი საცოლე ალექსა ნიუ-იორკის იანკების ბეისბოლის თამაშზე არიან და მსჯელობენ, სად წავიდნენ საზაფხულო არდადეგებზე. დენის უნდა, რომ ალიასკაზე წავიდნენ სალაშქროდ და ალექსას უნდა, რომ ჰავაიზე წავიდნენ სერფინგზე.
ისინი ნახავენ ბეისბოლის მატჩზე გულშემატკივრების ზუსტ რაოდენობას და გადაწყვეტილებას ამ რიცხვის მიხედვით მიიღებენ. სრულად შევსებისას სტადიონი დაახლოებით 50,000 გულშემატკივარს იტევს. (ჩათვალეთ, რომ მინიმუმ 1 გულშემატკივარი ესწრება თამაშს.)
დასასვენებელი ადგილის არჩევის თითოეული მეთოდი შეუსაბამებთ მისი მიუკერძოებლობის სწორ შეფასებას.
(ჩათვალეთ, რომ სისტემა მიუკერძოებელია, თუ თითოეული ხდომილობის ალბათობა ტოლია.)
მეთოდი 1: თუ ყველა ციფრის ნამრავლი ლუწია, ალიასკაზე მიდიან. თუ ყველა ციფრის ნამრავლი კენტია, ჰავაიზე მიდიან.
მეთოდი 2: თუ ბოლო ციფრი ლუწია, ალიასკაზე მიდიან. თუ ბოლო ციფრი კენტია, ჰავაიზე მიდიან.
მეთოდი 3: თუ ბოლო ორი რიცხვის ჯამი 1 - 10 დიაპაზონშია, ჰავაიზე მიდიან. თუ ბოლო ორი რიცხვის ჯამი 11 ან მეტია, ალიასკაზე მიდიან.
1