If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სურათიანი დიაგრამები

პიქტოგრამა არის გრაფიკი, რომელიც მონაცემების წარმოსადგენად სურათებს იყენებს. მაგალითად, პიქტოგრამა, რომელიც ასახავს კალათბურთის 5 მოთამაშის მიერ აღებულ ქულებს, თითოეული ორი ქულის გამოსახატად კალათბურთის ბურთს იყენებს და თითოეული მოთამაშის სახელის თავზე კალათბურთის ბურთებს სვამს (და ამგვარდ გამოხატავს, რომ მათ ორი ქულა აიღეს).

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

როგორც ხედავთ აქ გვაქვს გამოსახული ნახატებიანი გრაფიკი. ნახატებიანი გრაფი. და ამას ნახატებიანი გრაფი იმიტომ ეწოდება, ან ნახატებიან გრაფიკი, რომ ის ნახატების სახით გადმოგვცემს ინფორმაციას. სადაც ამ შემთხვევაში ნახატი არის თაგვის ნახატი. თაგვის ნახატებია გამოყენებული. და ეს გრაფიკი გვეუბნება, ანუ ეს თაგვის პატარა სურათი გვეუბნება, რომ ერთ თაგვს აღნიშნავს. და რას გვეუბნება თვითონ გრაფიკი? აი, შევხედოთ სათაურს. თაგვები ფერმაში. ესე იგი, ეს გრაფიკი გვეუბნება თუ ფერმის სხვადასხვა ადგილას რამდენი თაგვი არის. ანუ შეგიძლიათ შეამოწმოთ სხვადასხვა ადგილი, ქვევით წარწერები არის, რომლებიც ადგილებს შეესაბამება. აი მაგალითად, სახლი, ფარდული, საძოვარი, ბაკი და ა.შ. და თითოეულ ადგილს შესაბამებული აქვს რაღაც რაოდენობა ნახატების. ეს ნახატების ერთობლიობა გვიჩვენებს, თუ რამდენი თაგვი არის თითოეულ ადგილას. თითოეულ ადგილას ფერმაში. აი მაგალითად სახლში რამდენი არის – 1, 2, 3 და 4. ოთხი თაგვია სახლში. ესე იგი, სახლში არის ოთხი თაგვი. ეს გვითხრა გრაფიკმა, პირველი სვეტი გვეუბნება ამას. კარგი. მივაწერეთ ოთხიანი. შემდეგ. ახლა ვნახოთ, ვთქვათ, ფარდულში რამდენი თაგვი არის. გადავთვალოთ ფარდულის თაგვები — 1, 2, 3, 4, 5 და 6. ექვსი თაგვი არის ფარდულში. ესე იგი, ამ სვეტში არის ექვსი ცალი ნახატი თაგვის. ეს ნიშნავს რომ ფარდულში არის ექვსი თაგვი. დავწერეთ ექვსიანი. ესე იგი ექვსი. შემდეგ. რამდენი არის საძოვარზე? ახლა დავითვალოთ საძოვარზე რამდენია. სულ არის სამი. სამი თაგვი არის საძოვარზე. თითო ნახატი თითო თაგვს ნიშნავს, სამი ნახატი — სამი თაგვი. ესეც ასე. ესე იგი, სამი ნახატი, ანუ სამი თაგვი. ანუ საძოვარზე სამი თაგვია. ჩავიწეროთ სამიანიც. და დაგვრჩა რა? დაგვრჩა ბაკზე რამდენი თაგვი არის. მარტივი არის. დათვლაც კი არ გვჭირდება; ერთი შეხედვით ჩანს რომ ეს არის ორი. ანუ ბაკზე არის ორი თაგვი. ვინმემ რომ გვკითხოს — სულ რამდენი თაგვია ფერმაშიო? როგორ მოვიქცევით? შევკრებთ უბრალოდ რიცხვებს და მივიღებთ პასუხს. ოთხს დამატებული ექვსი არის 10. ამას დამატებული სამი არის 13. ამას კიდევ დამატებული ორი არის 15. ესე იგი, თურმე, სულ ფერმაში ყოფილა 15 თაგვი. ესე იგი, ნახატებიანი გრაფი გამოიყენება მონაცემების, ანუ ინფორმაციის საჩვენებლად. ეს გრაფიკი გვიჩვენებს რამდენი თაგვია ფერმის თითოეულ ნაწილში. ვინმეს რომ ეკითხა, ვთქვათ — რამდენი თაგვია ფარდულშიო? შევხედავდით გრაფიკს და ვეტყოდით, რომ ექვსი თაგვია ფარდულში. ან რომ ეკითხა, ვთქვათ — ბაკში და საძოვარზე, ერთად რამდენი თაგვია? შევკრებდით. ორი არის ბაკში და სამი საძოვარზე. ესე იგი, ჯამში — ხუთი თაგვი. აქ, ვთქვათ, ჩვენ გვეკითხებიან: სულ რამდენი თაგვიაო? ანუ ყველა ადგილი სადაც თაგვები არიან, იქ თაგვების რაოდენობა უნდა შევკრიბოთ. და ეს რაოდენობა არის 15. ესეც ასე. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ ლომიშვილის დახმარებით)