If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სიგრძეების შედარება

სალი იყენებს სახაზავს განსხვავებული საგნების სიგრძეების შესადარებლად.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდი, გავაკეთოთ მაგალითი სიგრძეების პოვნაზე. ეს მონაკვეთი 1 მეტრიაო გვეუბნებიან, ანუ აი, ეს მონაკვეთი. და დაახლოებით რისი ტოლია კალათბურთის მოედნის სიგრძე? ე.ი. მიახლოებით გვინდა გავიგოთ ეს ყველაფერი. სამი ვარიანტი გვაქვს: 20 მ, 7 მ, და 2 მ. ახლა ვნახოთ. ეს არის იგივე, რაც ეს, ხომ? ორივე არის ერთი და იგივე მონაკვეთი; და ეს მონაკვეთი არის 1 მეტრი ე.ი. როგორც ეს. 2 მ მაშინ იქნება, აი, აქედან დაახლოებით ამ მანძილზე, ანუ ძალიან პატარა გამოდის ეს. და ამ დროს 20 მეტრი იქნება, აი, დაახლოებით რომ გადავთვალოთ. ეს არის 1, ხომ? 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13... ანუ ძალიან ბევრი გამოდის; 20 არის ზედმეტი და 7 დაახლოებით ჯდება. აი, რომ გადავთვალოთ სიგრძეზე - 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 - მეტ-ნაკლებად ჯდება. ყოველ შემთხვევაში 2 ძალიან ცოტაა და 20 ზედმეტად ბევრი და ამ სამიდან ყველაზე კარგი ვარიანტი 7 უნდა იყოს. და არის კიდეც. შემდეგი ვარიანტი კი არა და შემდეგი კითხვა. ე.ი. ვეშაპი ველი ნაპირს 50 მეტრითაა დაშორებული. ეტყობა, ველი ჰქვია ვეშაპს. დაახლოებით რა მანძილითაა დაშორებული კუ ტემი ნაპირს? ე.ი. მონაცემი გვაქვს ასეთი — ვიცით, რომ ამ ვეშაპსა და ნაპირს შორის არის 50 მ და ახლა გვაინტერესებს, მიახლოებით ისევ, რა მანძილი უნდა იყოს ამ სანაპიროსა და კუს შორის? ანუ ეს ისეთი ამოცანებია, რომ უფრო მიხვედრაზე არის თითქოს დამოკიდებული; ანუ რამდენად კარგად განვსაზღვრავთ რაღაც სიდიდეებს მიახლოებითი შეფასებით. ახლა ვნახოთ. ეს თუ არის 50 მეტრი, პირველ ვარიანტს შევხედოთ, 75 მეტრია. 75 მ მეტია 50 მ-ზე და ამ დროს კუდან სანაპირომდე მანძილი ნაკლებია 50 მ-ზე. ე.ი. 75 ვერ იქნება ახლა 45 მეტრი. თუ ეს არის 50 მეტრი და ამ დროს 50-ის ნახევარი 25-ია, ე.ი 45 იქნება 25-სა და 50-ს შორის, ხომ? ან უფრო 50-კენ; დაახლოებით, აი, აქ უნდა იყოს 45. რეალურად ნახევრის თქმაც არ იყო საჭირო, უბრალოდ კარგი შეფასებაა ეგეც. 50 თუ არის, აი, ეს, მაშინ 45 იქნება, სადღაც, აი, აქედან აქამდე. და 15 მეტრი კარგად არის მიახლოებული, აი, აქ; 3-ჯერ 15 არის 45, რაც 1, 2, და თითქმის აქამდე მოდის. ე.ი. თითქოს კარგად ჯდება ლოგიკაში, რომ ეს თუ არის 50, მაშინ ეს უნდა იყოს 15. ნუ, ამ სამიდან ყველაზე კარგი ვარიანტი არის 15 მეტრი. მოდი, ესეც და ეს იყოს ბოლო. ეს მონაკვეთი 1 მეტრიაო. დაახლოებით რისი ტოლია ამ სახლის სიგრძე? ე.ი. ეს არის 1 მეტრი, ხომ? 1 მეტრი არ არის აშკარად იმიტომ, რომ თვითონ ესაა 1 მეტრი. 3 მეტრი იქნება 1,2 და 3, ანუ ესეც ძალიან პატარაა. ნუ, 9 მეტრი გამოდის მაშინ სწორი პასუხი. აი, რომ გადავთვალოთ მართლა 9 მეტრს ჰგავს. (სუბტიტრები შექმნილია ანი მანგოშვილის დახმარებით)